... (H-66), 1832 წ.

913. სადაცა გწადდეს მუნ იყავ: მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა: გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა: ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდი არ მოკუდე: არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

914. ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მგზეფსა აქავ ქვაბსა მამნახვიდი: მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ: დროსა ამას ვარდ იეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს: მართ ვითამცა ძაღლი ჰეფსა

915. ამა დროსა გარდავსცილდე: აქა ქვაბსა არ მოვიდე ცან ცოცხალი არ თურე ვარ: უღონიოდ მოვკვე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის: შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე მაშინ გწადდეს იხარებდი: გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

916. აწ რაცა გკადრე ამისთვის: ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი: თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა: არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღ~თი რას მიზამს: ანუ ცა მიწყივ მბუნავი

917. მან უბრძანა აღარ გაწყენ: არცა სიტყვა გამიმეტდეს არ მამისმენ რაზომიცა: საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყვეს საყვარელი: შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული: საქმე ცხადად გამოცხადდეს

918. რა დაიჯერო მაშინ სცნა: ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყველაი სწორია: გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ: მრჯის რაზომ გინდა ჴელობა უშენოდ მამხვდეს რაღა ვქნა: არ დია დღეთა გრძელობა

919. საუბარი გარდასწყვიტეს: დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს: თვითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს: გული კვლაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან: სხვა უმატა ჭირსა ჭირი

920. ლექსთა მკითხველნო თქვენიმცა: თვალი ცრემლისა მღვრელია გულმან რა გლახ ქნას უგულოდ: თუ გული გულსა ელია [...] მოშორვება მოყვრისა: გაყრა კაცისა მკვლელია ვინცა არ იცის არ ესმის: ესე დღე როგორ ძნელია

921. დილა გათენდა შესხდეს და: მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ: თვალთაგან ცრემლნი ალამნეს სამთავე ღაწვთა ალამნი: არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ მხეც ქმნილთა: თავნი მხეცთანა ალამნეს

922. ქვაბი ჩავლნეს და წავიდეს: ტირილით ცრემლთა მდენანი ასმათ ტირს მოთქვამს ჱე ლომნო: ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგუწვა და დაგდაგნა: ცისა მნათობნი ზენანი ვაჲ ჭირნი ჩემნი ეგზომნი: ვაჲ სიცოცხლისა თმენანი

923. მათ ყმათა მუნით წასულთა: იგი დღე ერთად იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს: არ ჴმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამით: კვლავ ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფა: იტირეს იმგლოვიარეს

924. ტარიელს ეტყვის ავთანდილ: რუ გახმა ცრემლთა დენისა რად მოიშორე შენ ფრიდონ: მომცემი ამა ცხენისა მუნით იცნობის ამბავი: ღონე მის მზისა მშვენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე: გზა ძმად ფიცისა შენისა

925. ტარიელ სიტყვით ასწავლის: მხარსა ფრიდონის გზასასა მართ გააგონა რაც ოდენ: შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლითკენ წადიო: პირსა იარე ზღვისასა თუ ნახო ჩემი უანბე: გკითხავს ამბავსა ძმისასა

926. თხა მოკლეს და მიითრიეს: ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა: შეფერობდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყვნეს: ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვგმობ მუხთალსა საწუთროსა: ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა

927. ცისკრად ადგეს გასაყრელად: ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი: დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს თვალნი: ცრემლი ველთა მოადინეს დიდხანს იდგან შეჭედილნი: მკერდი მკერდსა შეარკინეს

928. გაიყარნეს ტირილით და: პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი დაღმა: უგზო მივლენ შანბთა ეჯით ვირემ უჩნდა ერთმანერთი: იძახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახეს დაღრეჯილი: მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა჻

929. ვაი სოფელო რაშიგან ხარ: რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლიმც შენი მონდობილი: ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა: სად აღუფხვრი სადით ძირსა მაგრამ ღ~თი არ გასწირავს: კაცსა შენგან განაწირსა

930. ავთანდილ მისი გაყრილი: ტირს ხმა მისწვდების ცათამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა: კვლაცა მდენია კვლაცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია: ვით მაშინ შეყრა ცათამდის კაცი არ ყუელა სწორია: დიდი ძეს კაცით კაცამდის

931. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს: ცრემლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა: იწვის ცეცხლითა ხშირითა კვლავ თინათინის გონება: ავსებს უფროვე ჭირითა ბაგეთა ვარდი ანათობს: ბროლი ძოწისა ძირითა