... (H-66), 1832 წ.

761. შენგან ჩემი სიყვარული: ვითამც არა დამეჯერა მაგრა საქმე არ მოჰხდების: ჟამი ასრე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი: შენგან კიდე ვინც მეფერა გული დადევ დაიჯერე: ვერ წაგიტან ვერა ვერა

762. თუ მიჯნური ვარ ერთი ვხამ: ჴელი მინდორთა მე რებად არ მარტო უნდა გაჭრილი: სისხლსა სისხლითა ღვარებად გაჭრა ჴელია მიჯნურთა: რად სცალს თავისა ბერებად ასრეა ესე სოფელი: შესჯერდი კვლავ შეჯერებად

763. რა მოგშორდე მახსენებდი: სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა: თავი მონად მომიმონდეს ჴამს მამაცი გაგულოვნდეს: ჭირსა შიგან არ დაღონდეს მძულს რომ კაცსა სააუგო: საქმე არა არ შესწონდეს

764. მე იგი ვარ ვინ სოფელსა: არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად ვის სიკვდილი მოყვრისათვის: თამაშად და მიჩანს მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე: გაუშვივარ დავდგე მე რად თუ მას დავსთმობ სახლსა ჩემსა: ვეღარ დავთმობ ვისა მე რად

765. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ: როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ დაგიჭიროს: ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა მოვკვდე თავსა ნუ მოიკლავ: სატანისგან ნუ იქ ქნილსა ამას ზედა იტირებდი: დაიდებდი თვალთა მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა

766. დაჯდა წერად ანდერძისა: საბრალოსა საუბრისად ჱე მეფეო გავიპარე: ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავდგები შეუყრელად: ჩემთა ცრემლთა მამდებრისად შემინდევ და წამატანე: მოწყალება ღ~თაებრისად

767. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ: ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს: მოყვარესა მოყვარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ: პლატონისგან სწავლა თქმულსა სიცრუე და ორ პირობა: ავნებს ჴორცსა მერმე სულსა

768. რადგან თავია სიცრუე: ყოვლისა უბადობისა მე რად გავწირო მოყვარე: ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქ ცოდნა რას მარგებს: ფილასოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლიდით მოგვეცეს: შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა

769. წაგიკითხავს სიყვარულსა: მოციქულნი რაგვარ სწერენ ვით იტყვიან ვით აქებენ: ცან ცნობანი მიაფერენ სიყვარული აგვამაღლებს: ვით ეჟვანი ამას ჟღერენ შენ არ სჯერხარ უსწავლელნი: კაცნი რადმცა შევაჯერენ

770. ვინ დამბადა შეძლებაცა: მანვე მომცა მძლევად მტერთად ვინ არს ძალი უხილავი: შემწე ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღვარსა დაუსაზღურებს: ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად იგი გახდის წამი ყოფით: ერთსა ასად ასსა ერთად

771. რაცა ღ~თსა არა სწადდეს: არა საქმე არ იქმნების მზისა შუქთა ვერა მჭვრეტი: ია ხმების ვარდი ჭკნების თვალთა ტურფა საჭვრეტელი: ყველა რამე ეშვიდნების მე ვით გავსძლო უმისობა: ან სიცოცხლე ვით გეთნების

772. რაზომცა სწყრები შემინდევ: შეცულა თქვენისა მცნებისა ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა: მე მაგისისა თნებისა აწ წასვლა იყო წამალი: ჩემთა სახმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო რამგამა: ყოფაცა მქონდეს ნებისა

773. არას გარგებს სიმძიმილი: უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად: მომავალი საქმე ზენა წესი არის მამათაგან: მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუც ჴორციელსა: განგებისა გარდავლენა

774. რაცა ღ~თსა გაუგია: თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამჴდეს და შემოვიქცე: აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახნე მხიარულნი: დიდებით და დავლა მრავლად მას რა ვარგო დიდებად და: კმარის ესე ჩემად დავლად

775. მეფეო ესე თათბირი: მამკალ ვინ დამიწუნოსა მეფეო ნუთუ წასვლამან: თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ: საქმესა საძაბუნოსა პირის პირ მარცხვენს ორნივე: მივალთ მას საუკუნოსა

776. არ დავიწყება მოყვრისა: აროდეს გვიზამს ზიანსა ვგმობ კაცსა უაუგოსა: ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ: მას ჴელმწიფესა სვიანსა რა უარეა მამაცსა: სულ დიდსა წასულა გუიანსა

777. რა უარეა მამაცსა: ომშიგან პირის მხმეჭელსა შემდრკალსა შეშინებულსა: და სიკვდილისა მბეჭველსა კაცი ჯაბანი რათა სჯობს: დიაცსა ქსლისა მბეჭველსა სჯობს სახელისა მოხვეჭა: ყოველსა მოსახვეჭელსა

778. ვერ დაგიჭირავს სიკუდილსა: გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი მისგან ყოველი გასწორდეს: სუსტი და ძალ გულოვანი ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან: ერთგან მოყმე და მჴცოვანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა: სიკვდილი სახელოვანი

779. მერმე ვიშიშვი მეფეო: თქვენად კადრებად ამისად სცდების და სცდების სიკვდილსა: ვინ არ მოელის წამისად მოვა შეყრელი ყოველთათვინ: ერთად დღისა და ღამისად თუ ვერა გნახნე ცოცხალმან: სიცოცხლე მქონდეს ჟამისად