... (H-66), 1832 წ.

893. სდევს მიჯნურსა ფათერაკი: საწუთროსა დაანაღვლებს მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს: ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა: მით სიკვდილსა მიგვაახლებს გასწავლულსა გააშმაგებს: უსწავლელსა გაასწავლებს

894. იტირეს და გაემართნეს: ქვაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახა: გაღანამცა გაეხარნეს მოეგება მოსტიროდა: ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცატირდეს: კვლავ ცნობანი ააჩქარნეს

895. ასმათ თქვა ღ~თო რომელი: არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა: აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო: არ საქებელო სმენითა დიდება შენდა არ მამკალ: ამათთვის ცრემლთა დენითა

896. ტარიელ იტყვის ჰე დაო: მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცვლად გვატირებს: რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა: არ ახლად მოსასმინია ვაი შენი ბრალი და თვარე: სიკვდილი ჩემი ლხინია

897. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის: კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს: რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლობა ჰკლავს წყალი სდის: არ ოდეს არ გახმობილი ვაი წახდა ვარდი პობილი: ვაი მარგალიტი წყობილი

898. ავთანდილსაც მოეგონა: მისი მზე და საყვარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები: მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი გითხრამცა ვინ რა მჭირს: რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი

899. ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მოშორდეს არ დავსჭკნეო ანუ ჩემგან გლახ რა გვერგების: რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე: თავი სრულად გააკლდეო ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი: სულთა სრულად ნუ დალეო

900. სული დაიღეს დადუმდეს: ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყვა შევიდა: მათებრვე ცეცხლი გზნებოდა დაუგო ტყავი ვეფხისა: რომე კვლა მიწყივ ჰგებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს: რაცა მათ იამებოდა

901. მწვადი შეწვეს შეიქმნა: პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა: არს სიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო: ძალი არ ჰქონდა ჭამისა დასცოხნის ლუკმა გასტყორცის: წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

902. ამოა რომე კაცი კაცს: ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქუას: არ ცუდად წაუჴდებოდეს ცოტად ეგრეცა დაგვავსებს: ცეცხლი რაზომცა ზდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა: თუ კაცსა მოუხდებოდეს

903. მას ღამესა ერთგან იყვნეს: იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადეს: თავისთავის მათნი ჭირნი რა გათენდა კვლავ დაიწყეს: საუბარნი სიტყვა ხშირნი ერთმანეთსა გაუგონეს: ფიცი პირველ დანაპირნი

904. ტარიელ ეტყვის რად უნდა: სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია: ღ~თია მზღველი ვალისა კმარა ზენაარი ზენარად: არ ნაქმარია მთვრალისა არ დავიწყება მოყვრობა: მოყვრისა წამავალისა

905. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ: კვლავ წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების: არ ნაგზებია კვესითა ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი: სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც: მუნითვე შენი მზე სითა

906. ვინ დამბადა განკურნება: ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ: მით გაჭრილვარ ხელი ველად რაცა მართებს გონიერთა: ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად აწ ნობათი ხელობისა: მომხვდომია მით ვარ ჴელად

907. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა: პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქვი ეგე სიტყვაო: კაცისა ბრძნად სწავლულისა ღ~თსამცა ვით არ შეეძლო: კვლავ განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა: დანერგულ დათესულისა

908. ღ~თსამცა ესე რად ექმნა: ეგეთნი დაებადენით აღარ შეგყარნა გაგყარნა: გული ქმნა ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა: გასჭვრიტეთ გაიცადენით თქუენ ერთმანერთი არ მოგხვდეს: მე სულნი ამომხადენით

909. ნეტარ მამაცი სხვა რაა: არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა: რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღ~თი უხვია: თუცა სოფელი ძვირია რაცა მიწვრთიხარ იწვართე: გკადრო უწვრთელი ვირია

910. თუ არ გესმის გაიგონე: ესე კმაა სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე: თქვენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რადგან ჩემი: შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები: სხვა ვიუბნა რაღა მრავლად

911. მან მიბრძანა მადრიელ ვარ: კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა: მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ: არ მთვრალ ვარ და დამახმურად აწ შევიქცე რა უამბო: რად მოხველო ჯაბან ჴდლურად

912. მაგ საუბარსა ესე სჯობს: ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა: კაციმცა იყოს ცნობილი ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა: ვარდი უმზეოდ ჭკნობილი შენ ვერას არგებ მე მარგებ: ძმა ძმისა უნდა ძმობილი