... (H-66), 1832 წ.

742. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს: თუცა ცრემლსა არ იწყურვებს მიკვირს რად სცალს საწყლიანოდ: რად არ გულსა შეიურვებს჻ ვინ არ მისცეს ქადებული: მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავსა: ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

743. ვით გამხადა რა მიბრძანა: არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე: რა შლუობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ: აღარა მიც თავის ცნობა ესე მიკვირს რად არ მამკლა: მისცა თურე ღ~თნ თმობა

744. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ: ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა: ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქნილსა რისხვასა: ვერავინ დარიდებია შენთვის სიკვდილი ლხინად მჩანს: ჭირი არ გამცუდებია

745. ყმამან უთხრა აღარ წასლვა: არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოუკვდეს: ოდეს ვარდმან იდამჭკნაროს ჴამს უძებნოს ცვარი წყლისა: მისთვის თავი ყოვლგნით აროს ვერ უპოოს რა ქნას ანუ: გული რათა დაიწყნაროს

746. უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ: ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა: ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკავს: მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა: მომდურავისა ყოლასა

747. მოვახსენებ ერთხელ კულაცა: აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი: ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი: რა იმედი გარდასწყდების მე თუ მოვკვდე ჩემი კერძი: სოფელიცა გარდაფხვრების

748. მოიუბნეს ვაზირმან ქნა: ჭამა სმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენი უძღვნა: შვენიერსა შვენიერნი მისნი მყოლნი ავეავსნა: მოყმენი თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა: სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

749. შეკრა წითელი ასი ათასი: პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი: უხვმან და მიუმხცდარომან სამოცი თვალი ლალ იაგუნდი: ფერად მათმან საურაომან კაცი გაგზავნა ვეზირისასა: ესე ყველაი მისთვის არო მან

750. შესთვალა თუ რაცა მმართებს: ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდასახდელი: რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის: მოვკვდე თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა: შეგიცალო შეგიწონო

751. მე ვითა ვთქვა უებრობა: სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისაცა: შესაფერი შესატყვისი ასრე უნდა სამსახური: გავიდოდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა჻

752. შერმადინს ეტყვის უბრძანებს: პირ მზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედი: ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა: საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბისა მათისა: ხამს მკითხავი და მსმენელი

753. იტყვის როსტან არ გამიშვა: არცა სიტყვა მამისმინა მან არ იცის რათ ვინა და: სულდგმულია ვისგან ვინა უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ: ნურცა გარე ნურცა შინა რაცა საქმე უსამართლო: ღ~თნ ვისმცა შეარჩინა

754. თუცა მისი არ გაწირვა: ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე: ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი: ტირს და სულთქამს ვაებს უშობს ლხინსა არას არ იახლებს: კრთების კუშტობს ვაშობს ქშობს

755. სამი არის მოყვრისაგან: მოყვრობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა: სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შური: ჩუქებისა არ მოწყენა გავლენა და მოხმარება: მისად ძებნად ველთა რბენა

756. რაღა ვაგრძელებ სიტყვასა: ჟამია შემოკლებისა აწ გაპარვაა წამალი: ამა გულისა ჴლებისა რასაცა გვედრებ ისმენდი: ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა შენ გაამაგრე დაჭირვა: ჩემისა ნასწავლებისა

757. აწ მეფეთა სამსახურად: პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უკლებრობა: შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინახე: სპათა ჩემთა ეთავადე სამსახური აქამდისი: კვლავ გავლენა გააკვლადე

758. მტერთა ჩემთა ენაპირე: ძალი ნუმცა მოგაკლდების ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს: ორგულნიმცა შენი კვდების შემოვიქცე შენი ჩემგან: ვალი კარგად გარდიხდების პატრონისა სამსახური: არაოდეს არ წახდების

759. ესე ესმა ცრემლი ცხელი: შერმადინსა თვალთა სდინდი მოახსენა მარტოობით: ჭირსა რადმცა შეუშინდი მაგრა რა ვჰქნა უშენომან: დამეცემის გულსა ბინდი წამიტანე სამსახურად: მოგეხმარვი რაცა გინდი

760. ვის ასმია მარტოსაგან: ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონისა: ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებდე: რა ვიქმნები აქა ფლიდი ყმამან უთხრა ვერ წაგიტან: რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი