... (H-66), 1832 წ.

837. დაო მეტსა საუბარსა: აღარ მამცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა: ბრძენთა სიტყვა გავაადრო წავალ ვძებე ანუ ვპოვებ: ან სიკვდილი მოვიადრო თვარამ ბედი აზომ თურმე: მიკვეთს ღ~თსა რაღა ვკადრო

838. ამის მეტი აღარა თქვა: ატირდა და წამოვიდა ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა: შამბი გავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი: ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა: ბედსა ამას უზრახვიდა

839. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე: შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყვარეთა: რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი: ვარ საქმესა წარსაწყმედსა მოვკვდე თავი არ მეწყალვის: სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი რას მაწევს

840. მოყვარემან ვარდის კონა: გულსა მკრა და დამიწყლულა იგი ფიცი ჩემგან სრული: მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროვო: ჩემი ლხინი გარდასრულა სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა: გაკიცხულა გაბასრულა

841. კვლავ იტყვის მიკვირს ნაღველი: კაცისა მე ჭკვიანისა რა ჭმუნვარებდეს რას არგებს: ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა: საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა: მის მზისა ლერწამტანისა

842. ყმა გაემართა საძებრად: მტირალი ცრემლთა მფქვეველი ეძებს უძახის უყივის: დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდი მოვლო მრავალი: ჴევი შამბნარი ტყე ველი ვერ პოვა მივა მჭმუნვარე: ვერას ამბისა მცნეველი

843. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე: ეგზომ დიდი რა გაწყინე რად შემასწარ ამა ბედსა ჩემსა: რა სასჯელი მომივლინე გამკითხველო გამიკითხე: აჯა ჩემი შეისმინე დაამოკლე დღენი ჩემნი: ჭირნი ჩემი გამილხინე

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცა჻

844. მივიდოდა მიუბნობდა: ყმა მტირალი ფერ შეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა: ველი აჩნდა მზიან ჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა: დგა სადავე უკუყრილი თქუა უცილოდ იგიაო: არა უნდა ამას ცილი

845. რა შეხედნა ყმასა გულმან: გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა: უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი გაანათლა: ბროლი ბროლდა სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა: არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა

846. რა ტარიელ დაინახა: გაღანამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკვდილსაღა ჯდა და პირი დაებღნიჯა საყელონი გარდეხივნეს: თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შეესმოდა: სოფლით გაღმა გაებიჯა

847. ერთკენ უც ლომი მოკლული: და ჴრმალი სისხლ მოცხებული კვლავ სხვაგან ვეფხი უსულო: მკვდარი ქვე დანარცხებული მას წყაროსაებრ თვალთაგან: ცრემლი სდის გაფიცხებული მუნ აგრე გულსა უნთებდა: ცეცხლი მცხინვარე ცხებული

848. თვალთა ახმადცა ზარ ედვა: სრულად მიხდოდა ცნობასა მიახლებოდა სიკვდილსა: მოშორვებოდა ნობასა ყმა სახელდებით უყივის: ლამის სიტყვითა კრთობასა ვეღარ ასმინა გარდიჭრა: ძმა გამოაჩენს ძმობასა

849. ჴელითა ცრემლსა უწურავს: თვალთა ავლებდა საჴელსა ახლოს უზის და უყივის: მართ სახელდობით სახელსა იტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს: შენთვის გაჭრილსა და ჴელსა მას არა დია შეესმის: რეტსა თვალ დაუფახველსა

850. ესე ყველაი ასრეა: რაცა აწ ჩემგან თხრობილა ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან: ცოტადრე მოაცნობილა მაშინღა იცნა აკოცა: მოეჭდო მოეძმობილა ვიმოწმებ ბედსა ცხოველსა: მათებრივ არვინ შობილა

851. უთხრა ძმაო არ გიტყუვე: გიყავ რაცა შემოგფიცე გნახე სულთა გაუყრელმან: ფიცი ასრე დავამტკიცე აწ დამეხსენ სიკვდილამდის: ვიტირო და თავსა ვიცე მაგრა გვედრებ დამარხვასა: მხეცთა საჭმლად არ მიმცე

852. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ: შენ საქმესა რად იქ ავსა ვინ მიჯნური არ ყოფილა: ვის სახმილი არა სწვავსა ვის უქნია შენი მსგავსი: სხვათა კაცთა ნათესავსა რად სატანას წაუღიხარ: რად მოიკლავ ნებით თავსა

853. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი: აპირებენ ამა პირსა ხამს მამაცი მამაცური: სჯობს რაზომცა ნელად ტირსა ჭირსა შიგან გამაგრება: ისე უნდა ვით ქვიტკირსა თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა

854. ბრძენი ხარ და გამორჩევა: არა იცი ბრძენთა თქმულებ მინდორს ტირ და მხეცთა ახლავ: რას წადილსა აისრულებ ვისთვის კვდები ვერ მიხვდები თუ სოფელსა მოიძულებ თავსა მრთელსა რად შეიკრავ: წყლულსა ახლად რად აწყლულებ