... (H-66), 1832 წ.

722. გზა არ წავა თავსა წინა: სიცოცხლე გლახ ვით გათიო ამიკლებს და ანუ მამკლავს: ეგე სიტყვა ვითა სთქვიო რად არ მუნვე გაიგონე: რად ხარ შმაგი აგეთიო სჯობს სიცოცხლე აკლებასა: ამას თავსა აწვე ვწვრთიო

723. თუ მეფეცა გაგიშვებდეს: თვით ლაშქარნი რად დაღორდენ რად გაგიშვან რად დაღორდენ: ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი: დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქმნების: ვითა ჩიტნი არ გაქორდენ

724. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა: ხამს თუ დანა გულსა ვიცი ჱე ვაზირო შეგეტყობის: სიყვარული არ თუ იცი ანუ სხვაცა არ გინახავს: მოყვრობა და არცა ფიცი თუ გინახავს უმისოსა: ჩემი ლხინი ვით ამტკიცი

725. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი: მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი: ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს ჩემი ჩემებრ არვინ იცის: რა მამწარებს რა მატკბუნვებს ცუდთა კაცთა საუბარი: კაცსა მეტად დააჭმუნვებს

726. მეფე ანუ მისნი სპანი: ნეტარ ჴელსა რასა მხდიან აწ ვითამცა გაუწყვეტლად: უცნობოსა ცრემლი მდიან სჯობს წავიდე არ გავტეხნე: კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი: კაცსა ვისმებ გამოსცდიან

727. აწ ვაზირო მაგა პირსა: გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე: ხამს გაცვილდეს არ გარკინდეს ვერ გარდვიხდი თვალთა მისთა: ჯეონიცა თვალთა მდინდეს მამეხმარე ნუთუ ჩემგან: მოხმარება შენცა გინდეს

728. არ გამიშვებს გავიპარვი: წავალ მათგან შეუგებლად ვით მენუკევს ეგრე დავრთო: გული ცეცხლთა მოსადებლად ვიცი ჩემთვის არას გიზამს: თუ არ უნდი გასაძებლად თქვი რა გინდა წაგეკიდოს: თავი დადევ საწამებლად

729. ვაზირმან თქვა შენი ცეცხლი: მეცა ცეცხლად მამედების ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა: სოფელიცა გაჰქარდების ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა: ზოგჯერ თქმითა დაშავდების ვიტყვი მოვკვდე არა მგამა: ჩემი მზეცა შენ მოგხვდების

730. რა ვაზირმან ესე უთხრა: ადგა დარბას გაემართა მეფე დახვდა შეკაზმული: პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა: მოხსენება ვერ შემართა დაყრით დგა და იგონებდა: არ საქმეთა საომართა

731. მეფემან ნახა ვაზირი: დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი: რად მოხვე დაჭმუნვებული მან ჰკადრა არა არ ვიცი: მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მამკლათ რა გესმას: ამბავი გაკვირვებული

732. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა: არცა მატს და არცა სდიდობს მეშინიან თუცა შიშსა: მოციქული ვერა დიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების: მოაჯეობს არ წამკიდობს უმის ყმისოდ სოფელსა და: საწუთროსა მისთვის ფლიდობს

733. რაცა იცოდა ყველაი: ჰკადრა მოშიშრად ენითა კვლავ მოახსენა რამცა სცნა: სიტყვითა ესოდენითა თუ რაგავარ მყოფი მინახავს: თუ რაგვარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი: თუმცა იანაზდენითა

734. რა მეფემან მოისმინა: გაგულისდა გაუცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა: შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა რასთვის შმაგობ: მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია: ავსამცა რას ადრე სცნობდა

735. ვითამც რამე სიხარული: საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს: თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იხმარე: აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვეზირა: არად ვარგხარ არცა სხვად რად

736. ჴამსცა კაცმან პატრონისა: საწყინარსა არ დარიდნეს ოდენ სიტყვა უმეცრული: უმეცრულად დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის: რად არ ყურნი შემებეჭდნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი: ჩემმან ქედმან მიიქედნეს

737. კვლავ უბრძანა თუცა მისგან: აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან აწვე მოგკვეთ: არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი: უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყუა შაბაშ კაცი: შაბაშ საქმე მისგან ქნილი

738. დადრკა სკამნი შემოსტყორცა: ჰკრა კედელსა შეალეწნა დაცდუნვა მაგრა მისთვის: აალმასნა არ აძეწნა ვით მიანბე წასლვა მისი: ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვაზირისა ცრემლმან ცხელმან: ღაწვნი თეთრნი აახეწნა

739. ვეზირმან გლახ გამორიდნა: მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს გამოძრწა და გამომელდა: გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს: ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს: რომენ კაცი თავსა ივნებს

740. თქუა ცოდვათა ჩემთა მსგავსი: ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი: ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხვა რა კადნიერად: პატრონსა რა მოახსენოს ჩემნი დღენი მასმცა ადგან: რაძინ ვითა გაისვენოს

741. ვაზირი გაწბილებული: მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით: პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო აწ თქვენგან: გავხასდი მე მაშა ვითა ვაი კარგი თავი უებრო: დავჰკარგე დავაშავითა