... (H-66), 1832 წ.

875. ავთანდილ უთხრა ელმოდი: მართ მაგისავე თქმევასა აწ რადგან გითქვამს პასუხსა: გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა სჯობს ასმათისა არ ლევა: მაგა სამჴრისა ლევასა ამად არ გიქებ საქმისა: უარესისა რჩევასა

876. სამჴრე გაბია ოქროსა: ოქრომჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო: არ სიტყვიერი ცნობილი აღარად გინდა ასმათი: ნახე მართალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი: თვით მერმე შენი დობილი

877. თქვენს შუა მქნელი საქმისა: შენგან ნახმობი დობისა თქვენი შემყრელი მსახური: შენგან ღირს ქნილი ჴმობისა მისი გამზრდელი გასდილი: მისთვის მიხდილი ცნობისა გლახ დაგიგდია არ ნახავ: შაბაშ მართლისა ბრჭობისა

878. მან უბრძანა რაცა გითქვამს: უმართლე ხარ მეტის მეტად საბრალოა ასმათ მისად: მგონებლად და ჩემად მჭვრეტად მე სიცოცხლე არ მეგონა: შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ: თუცავე ვარ ჯერცა რეტად

879. დამორჩილდა გაემართნეს: ავთანდილ და ამილბარი ვერ მიგია ქება მათი: ვერა ქება საქებარი კბილი ვითა მარგალიტი: ბაგე ვარდი ნაპობარი გველსა ჴვრელით ამოიყვანს: ენა ტკბილად მოუბარი

880. ამას ეტყვის შენთვის დავდებ: გონებასა სულსა გულსა მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ: ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლულობა: თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა არ იხმარებ რას ჴელსა ხდი: საუნჯესა დაფარულსა

881. არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე რა გერგების არ თუ იცი უგანგებოდ: არათ კაცი არ მოკვდების მზისა შუქთა მომლოდინე: ვარდი სამდმე არ დაჭკნების ბედი ცდა და გამარჯვება: ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების

882. მოახსენა ეგე სწავლა: ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს გონიერსა მწვრთელი უყვარს: უგუნურსა გულსა გმირდეს მაგრა რა ვქმნა რაგვარ გავსძლო: მეტის მეტი რა მიმჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი: არ მამართლო არ მიკვირდეს

883. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე: უგავს ამად აენთების მაგრამ წყალსა არსით ახლავს: თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს: სხვათათვისცა ეკარგების თავიდაღმა რად არ იცი: გული ჩემი რაგვარ დნების

ნბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დახოცვისა

884. რა წამეკიდა ყველაი: წვრილად გიამბო ენითა მერმეღა გაბრჭევ მართალი: მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა: მოლოდინითა შენითა ქვაბს ვეღარ გავსძელ მინდორად: მოვლა მომინდა ცხენითა

885. იმა ქედსა გარდავადეგ: იგი შამბნი მამეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფხი: შეკრბეს ერთად შეიყარნეს გვანდეს რათმე მოყვარულთა: მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა: გამიკვირდეს შემეზარნეს

886. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი: მოვიდეს ერთგან რებულნი სახედ ვამგზავსე მიჯნურთა: ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს: იბრძოდეს გამწარებულნი ლომი სდევს ვეფხი მიურბის: იყუნეს არ ჩემგან ქებულნი

887. პირველ ამოდ ილაღობეს: მერმე მედგრად წაიკიდნეს თითო ტოტი ერთმანეთსა: ჰკრეს სიკვდილსა არ დარიდნეს გამორიდნა ვეფხმან გული: დედათამცა გამორიდნეს ლომი მედგრად გაეკიდა: იგი ვერვინ დაამშვიდნეს

888. ლომსა დაუგმე ნაქმარი: ვარქვი არა ხარ ცნობასა შენ საყვარელსა რად აწყენ: ფუ მაგა მამაცობასა ხრმალ გამოწვდილი გაუხე: მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავკარ მოცავკალ: დავხსენ სოფლისა თმობასა

889. ჴრმალი გავტყორცე გარდვიჭერ: ვეფხი შევიპყარ ჴელითა მის გამო კოცნა მომინდა: ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა: ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გაუძელ იგიცა: მოვკალ გულითა ჴელითა

890. რაზომსაცა ვამშვიდებდი: ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე: ვკარ მიწასა დავაწყვიდე მომეგონა ოდეს ჩემსა: საყვარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომხდეს: რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე

891. აჰა ძმაო მითხრობია: ჭირი ჩემი რაცა მჭირდა სულთა დგმაცა არა მართებს: ასრე გასლვა რას გიკვირდა სიცოცხლესა გავეყარე: სიკვდილიცა დამიძვირდა ესე სიტყვა დაასრულა: ყმამან სულთქნა აცატირდა

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა჻

892. ავთანდილცა მასთანავე: ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა უთხრა დასთმე ნუ მოკვდები: გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღ~თი მაგას მოწყალეობს: თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად: პირველ ერთად არ შეგყრიდა