ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

814. მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა: “მოვიდეს, რა ქნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა”. მიბრძანა: “მოღამნახვიდეს მე, მისთუის გაცუდებულსა. ამა არეთა არ დავყრი, არ გავსტეხ მისს ქადებულსა”.

815. მას ზენაარსა არ გაუტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები, მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები; თუ მკუდარი მნახოს, დამმარხოს, თქუას ვაგლახი და უები, ცოცხალი დავხუდე, უკუირდეს, სიცოცხლე არს სათუები”.

816. ჩემთუის გარდაჴდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა; ოდენ მოდენა ცრესლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა. მრჯის გამრავლება ხელქნილსა სულთქმისა ზედა-ზედისა, დავიწყებივარ სიკუდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!

817. ესე ამბავი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია: “ვინ მოყუარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”. აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი გუანდის, ვერ ია; თუღა მონახავ, მონახე, ქენ რაცა შენი ფერია”.

818. ყმამან უთხრა: “უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად, მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყუესა ტყუისად: გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად, მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად.

819. ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ, მას მოვშორდი, ვერ ვიახლენ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ, გამოპარვით წამოსულითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ, ნაცულად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.

820. პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმერთისაგან დიდად ცხოველი მორჭმული, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი! მას უორგულე, წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი, მისი შემცოდე ღრმთისაგან კარგსა აღარას მოველი.

821. ესე ყუელაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა, არ უტყუვე, მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა; აწ იგი სადმე წასულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა, ცუდ მაშურალი და მტირალი ქუე ვზივარ პირითა მქისითა.

822. დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო, არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყუა გავაადრო წავალ, ვძებნი, ანუ ვპოებ, ან სიკუდილი მოვიადრო, თუარა ბედი აზომ თურე მიკუეთს, ღმერთსა რაღა ვკადრო”.

823. ამის მეტი აღარა თქუა, ატირდა და წამოვიდა, ქუაბი ჩავლო, წყალს გავიდა, შამბი გავლო, ველს გავიდა; ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა, “რად მიმეცო ამა ჭირსა?” ბედსა ამას უზრახვიდა.

824. იტყუის: “ღმერთო, რა შეგცოდე, შენ, უფალსა, არსთა მხედსა, რად გამყარე საყუარელსა, რად შემასწარ ამა ბედსა? ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა, მოვკუდე, თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა!

825. მოყუარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა, იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა; მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა, სხუა მოყუარე თუალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.

826. კულავ იტყუის: “მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა. რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგუანისა, აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა”.

827. ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფქუეველი, ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი; სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი; ვერ პოვა, მივა მჭუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.

828. იტყუის: “ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე, რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე! გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე, დაამოკლე დღენი ჩემნი, ჭირნი ამით მამილხინე!

829. მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ შეცვლილი, ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი; ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი; თქუა: “უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი”.

830. რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა, აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა; ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა, ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭურეტად მათდა.

831. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა: ახლოს მყოფი სიკუდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა, საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა, მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

832. ერთკე უც ლომი მოკლული და ჴრმალი სისხლ-მოცხებული, კულავ სხუაგნით ვეფხი უსულო, მკვდარი, ქუე დანარცხებული, მას წყაროსაებრ თუალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული, მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

833. თუალთა ახმადცა ზარ ედვა, სრულად მიჴდოდა ცნობასა, მიახლებოდა სიკუდილსა, მოშორვებოდა ნობასა. ყმა სახელდებით უყივის, ლამის სიტყუითა კრთობასა. ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა.