ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

873. ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქუი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყუარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა!” ჴრმალ გამოწუდილი გაუხე, მივეც ლაჴუართა სობასა, თავსა გარდავკარ, მოცავკალ, დავჴსენ სოფლისა თმობასა.

874. ჴრმალი გავტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ჴელითა; მის გამო კოცნა მსმინდა, ვინ მწუავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღურელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

875. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნივე, ვკარ მიწასა, დავაწყუიდე; მამეგონა, ოდეს ჩემსა საყუარელსა წავეკიდე, სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკუირს, რომ ცრემლსა ვღურიდე!

876. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდეს, სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასულა რად გიკუირდეს! სიცოცხლესა გავეყარე, სიკუდილიცა დამიძუირდა”. ესე სიტყუა დაასრულა, ყმამან სულთქნა, აცატირდა.

877. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღურიდა; უთხრა: “დათმე, ნუ მოკუდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

878. სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღულებს, მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკუდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

879. იტირეს და გაემართნეს, ქუაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაინახა, გაღანამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, აკოცეს და აცატირდეს, კულა ცნობანი ააჩქარნეს.

880. ასმათ თქუა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგუავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ საქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მამკალ ამათთუის ცრემლთა დენითა!”

881. ტარიელ იტყუის: “აჰ დაო, მით ცრემლი აქა მდენია, საწურთო ნაცულად გვატირებს, რაც ოდენ გაგუიცინია. ძუელი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვაი, შენი ბრალი, თუარა და სიკუდილი ჩემი ლხინია!

882. სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღურის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თუალთა ჩემთა მით მიკუირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა კლავს და წყალი სდის, არ ოდეს არ გაჴმობილი! ვაი, წარჴდა ვარდი პობილი, ვაი, მარგალიტი წყობილი!”

883. “ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყუარელი; იტყუის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი! შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთუის სიცოცხლეა სანანელი, გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვუავს, როგორ ცხელი!

884. ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მომშორდეს, არ დავჭნეო, ანუ ჩუენ, გლახ, რა გუერგების, რა ჩასუენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუთუ მოგჴუდეს ნახუა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო.”

885. სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეყვა, შევიდა, მათებრ საჴმილი გზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კულა მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ იამებოდა.

886. მწუადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მგზავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არ სიდიადე ჯამისა, მას შეეხუეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა, გაცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

887. ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს! მან გაუგონოს, რაცა თქუას, არ ცუდად წაუჴდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუჴდებოდეს.

888. მას ღამესა ერთგან იყუნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავ თავისად მათნი ჭირნი. რა გათენდა, კულავ დაიწყეს საუბარნი სიტყუა ჴშირნი; ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

889. ტარიელ უთხრა: “რად უნდა სიტყუისა თქმა მრავალისა? რაცა შენ ჩემთუის გიქნია, ღმერთი მზღუელია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქუამია მთურალისა, არ დავიწყება, მოყურობა მოყურისა წარმავალისა.

890. აწ შემიხვეწე, ნუ დამწუავ კულავ წუითა უცხელესითა: მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კუესითა. ვერ დაშრეტ, შენცა დაიწუი სოფლისა ქნისა წესითა, წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სითა.

891. ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად; რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად, აწ ნობათი ხელობისა მამხუდომია, მით ვარ ხელად”.

892. ავთანდილ უთხრა: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა? შენვე სთქუი ეგე სიტყუაო კაცისა ბრძნად სწავლულისა: ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კულავ განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ დათესულისა!