ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

893. ღმერთსამცა ესე რად ექნა, ეგეთნი დაებადენით, აღარ შეგყარნა, გაგყარნა, თუალნი ცრემლთა დადენით! სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭურიტეთ, გაიცადენით, თქუენ ერთმანერთი არ მოგხუდეთ, მე სულნი ამომხადენით!

894. “ნეტარ, მამაცი სხუა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია! ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! ნუ გეშის, ღმერთი უხუია, თუცა სოფელი ძუირია, რაცა მიწურთნია, იწუართე; გკადრო, უწურთელი ვირია.

895. თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქუენს წინაშე წამოსავლად, მოვაჴსენე: “რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად, არას ვარგებ, არ დავდგები, სხუა ვიუბნო რაღა მრავლად?”

896. მან მიბრძანა: “მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად, შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად”. მისის კითხუით წამოსრულვარ, არ მთურალურად, არ მახმურად, აწ შევიქცე, რა უამბო? - “რად, მოხუელო ჯაბან ხრდლურად?”

897. მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი: მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; ვერას ვერ იქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭკნობილი. შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი.

898. სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა; მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი,არ მოკუდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

899. ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქა ქუაბსავ მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ იეფსა, ვარდთა ნახუა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.

900. ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქუაბსა არ მოვიდე, ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკუე კიდე; ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთუის ცრემლსა ღურიდე, მაშინ გწადდეს, იხარებდი, გწადდეს, ჭმუნვა გაადიდე.

901. აწ რაცა გკადრე, ამისთუის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი! მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყუი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი”.

902. მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყუა გამეტადდეს, არ მამისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს: თუ არ მოგყუეს საყუარელი, შენ მას მიყევ, რაცა სწადდეს, ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ადრე გამოცხადდეს.

903. რა დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა; ჩემთუის ყუელაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა; შენ რაცა გითქუამს, მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა, უშენოდ მამხუდეს, რაღა ვქნა, არ დია დღეთა გრძელობა!”

904. საუბარი გარდასწყუიტეს, დააპირეს ესე პირი; ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თუითო მოკლეს ველს ნადირი; შემოიქცეს, აატირეს გული, კულაცა ანატირი, ხუალ გაყრისა გონებამან სხუა უმატა ჭირსა ჭირი.

905. ლექსთა მკითხველო, თქუენიმცა თუალი ცრემლისა მღურელია! გულმან, გლახ, რა ქნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?! მოშორვება და მოყურისა გაყრა კაცისა მკულელია, ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია.

906. დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს. ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თუალთაგან ცრემლნი დალამნეს; სამთავე ღაწუთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, მათ ლომთა, მიწყივ მჴეც ქნილთა, თავნი მჴეცთავე ალამნეს.

907. ქუაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ ტირს, მოთქუამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგუწუნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი, ვაი ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვაი სიცოცხლისა თმენანი!”

908. მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს, ზღიის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ჴმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამეს, კულავ ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.

909. ტარიელს ეტყუის ავთანდილ: “რუ გაჴმა ცრემლთა დენისა! რად მოიშორე შენ ფრიდონ, მამცემი მაგა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა, აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა.”

910. ტარიელ სიტყუით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: “აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღუისასა, თუ ნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა.”

911. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექნეს ზღუისა პირსა, სუეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეფეროდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყუნეს, ერდგან მიწუეს ხეთა ძირსა; ვგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხუსა, ზოგჯერ ძუირსა.

912. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხუივნეს; მაშინ მადგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს; თუალთა, ვითა წყაროს თუალი ცრემლი ველთა მოადინეს, დიდხანს იდგნენ შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.