... (Q-609), XIX ს.

702. ყოველსავე მართლად გითხრობ: არ სიტყვასა საკვეხელსა: მიმელის და ვერ მისულვარ: ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა: ვერ გაუტეხ ზენაარსა: ვერ გავსწირავ ხელი ხელსა: რამცა სადა გაუმარჯვდა: კაცთა ფიცთა გამტეხელსა:

703. რაცა გითხრა ჩემაგიერ: როსტანს ჰკადრე მიედ სრასა: თავმან მისმან ფიცით გეტყვი: შენ ვაზირსა უსტასრასა: არ შემიპყრობს არ დავდგები: თუ შემიპყრობს მაქნევს რასა: მიშველე რა გული ცეცხლმან: არ დამიჭრას არა სრასა:

704. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან: პირმა არ მეუმზრახემან: ვითა ვიშიშვი გაცნობოს: ღ~თნ ნათელთა სახემან: მაგრა მან ყმამან ცეცხლითა: დამწვა ალვისა სახემან: გული წამსავე წამიღო: ვერათ ვერ შევინახე მან:

705. აწ მეფეო უმისობა: ჩემგნ ყოლა არ ეგების: გული მას აქუს გულოვანსა: აქა ჴელი რა მეჴდების: თუ რას ვარგებ პირველ ხოლმე: თვით სახელი თქვენ მოგხვდების: ვერას ვარგებ გულსა დავსდებ: ჩემი ფიცი არ გატყდების:

706. წასლვა ჩემი გულსა თქვენსა: არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს: თავსა ჩემსა გაგებული: იქნას ღ~თსა რაცა უნდეს: მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს: თქვენი თქვენკე დაგიბრუნდეს: არ მოვბრუნდე თქვენმცა სუფევთ: მტერი თქვენნი დაძაბუნდეს:

707. კულავ პირ მზე ეტყვის ვეზირსა: მე სიტყვა შევამცირეო: აწ ესე ჰკადრე მეფესა: შევინვიდოდეს ვირეო: მიაჯე ამოდ გაშვება: და თავი გაიგმირეო: ასი ათასი წითელი: შენ ქრთამად შეიწირეო:

708. ვეზირმან უთხრა სიცილით: ქრთამი შენ გქონდეს შენია: შენგან კმა ჩემად წყალობად: რომე გზა გაგიჩენია: მაგას რა ვკადრებ მეფესა: რაცა აწ თქვენგან მსმენია: ვიცი უცილოდ ამავსებს: შოება რა საწყენია:

709. თავმან მისმან მუნვე მამკლავს: ვეჭვ წამიცა არ წამეაროს: შენი ოქრო შენვე დაგრჩეს: მე გლახ მიწა მესამაროს: მამკალ კაცსა სიცოცხლისა: სწორად რაცა მოეჴმაროს: არ ითქმის და ვერცა ვიტყვი: რა გინდა ვინ მისაგმაროს:

710. გზა არ წავა თავსა წინა: სიცოცხლე გლახ ვით გათიო : ამიკლებს და ანუ მამკლავს: ეგე სიტყვა ვითა სთქვიო: რად არ მუნვე გაიგონე: რად ხარ შმაგი აგრეთიო: სჯობს სიცოცხლე აკლებასა ამას თავსა აწვე ვსწვრთიო:

711. თუ მეფეცა გაგიშვებდეს: თვით ლაშქარნი რად დაღორდენ: რად გაგიშვან რად დაღორდენ: ანუ მზესა რად მოშორდენ: შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი: დაგვთამამდენ გაგვისწორდენ: ეგე ასრე არ იქნების: ვითა ჩიტნი არ გაქორდენ:

712. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა: ჴამს თუ დანა გულსა ვიცი: ჰე ვაზირო შეგეტყობის: სიყვარული არ თურ იცი: ანუ სხვაცა არ გინახავს: მოყვრობა და არცა ფიცი: თუ გინახავს უმისოსა: ჩემი ლხინი ვითა მტკიცი:

713. ზე დაბრუნდა არ ვიცოდი: მზესა რამცა დააბრუნვებს: აწ უშველოთ გვიჯობს იგი: ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს: ჩემი ჩემებრ არვინ იცის: რა მამწარებს რა მატკბუნვებს: ცუდსა კაცთა საუბარი: კაცსა მეტად დააჭმუნვებს:

714. მეფე ანუ მისნი სპანი: ნეტარ ხელსა რასა მხდიან: აწ ვითამცა გაუწყვეტლად: უცნობოსა ცრემლი მდიან: სჯობს წავიდე არ გავტეხნე: კაცსა ფიცნი გამოსცდიან: ჭირნი მისგან უნახავნი: კაცსა ვისმებ გამოსცდიან:

715. აწ ვაზირო მაგა პირსა: გული კრული ვით მოგთმინდეს: რკინა ჩემი მონაცვალე: ხამს გაცვილდეს არ გატინდეს: ვერ გარდვიხდი თვალთა მისთა: ჯეონიცა თვალთა მდინდეს: მომეხმარე ნუთუ ჩემგან: მოჴმარება შენცა გინდეს:

716. არ გამიშვებს გავიპარვი: წავალ მათგან შეუგებლად: ვით მენუკევს ეგრე დავრთო: გული ცეცხლთა მოსადებლად: ვიცი ჩემთვის არას გიზამს: თუ არ უნდი გასაძებლად: თქვი რა გინდა წაგეკიდოს: თავი დადევ საწამებლად:

717. ვაზირმან თქვა შენი ცეცხლი: მეცა ცეცხლად მამედების: ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა: სოფელიცა გაქარდების: ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა: ზოგჯერ თქმითაც დაშავდების: ვიტყვი მოვკუდე არა მგამა: ჩემი მზეცა შენ მოგხვდების:

718. რა ვაზირმან ესე უთხრა: ადგა დარბას გაემართა: მეფე დახვდა შეკაზმული: პირი მზეებრ ეწაღმართა: შეუშინდა საწყენლისა: მოხსენება ვერ შემართა: დაყრით დადგა იგონებდა: არ საქმეთა საომართა:

719. მეფემან ნახა ვაზირი: დაღრეჯით დაყმუნვებული: უბრძანა რა გჭირს რა იცი: რად მოხვე შეჭირვებული: მან ჰკადრა არა არ ვიცი: მართ ვარ თავისა ვებული: მართალ ხართ მამკლათ რა გესმას: ამბავი ჩემგან ცნებული:

720. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა: არცა მატს და არცა სდიდობს: მეშინიან თუცა შიშსა: მოციქული ვერ დარიდობს: აწ ავთანდილ გეთხოვების: მოაჯეობს არ წამკიდობს: უმის ყმისოდ სოფელსა და: საწუთროსა მისთვის ფლიდობს:

721. რაცა იცოდა ყველაი: ჰკადრა მოშიშრად ენითა: კულავ მოახსენა რამცა სცნა: სიტყჳთა ესოდენითა: თუ რაგავარ მყოფი მინახავს: თუ რაგვარ ცრემლთა დენითა: მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი: თუმცა იანასდენითა: