... (H-403), 1818 წ.

702. ყმამან კადრა სიახლითა: შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა჻ ცუდი არის დამზრალისა: გასათბობლად წყლისა ბერვა჻ ცუდი არის სიყვარული: ქვეით კოცნა მზისა წვერვა჻ თუ გიახლო ერთხელ ვა და: რა მოგშორდე ათასჯერ ვა჻

703. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა: სადა გლახ დამწვავს სამალი჻ გული ძეს საგნად ისრისა: მესურის საკრავად სამალი჻ დრო სიცოცხლისა ჩემისა: დღისითღა ჩანს ნაასამალი჻ ფარვა მწადს მაგრა გარდახდა: ჟამი პატიჟთა სამალი჻

704. მესმა თქვენი ნაუბარი: გავიგონე რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს: ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრა მზეო თავი მზესა: ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო: ნიშანი რა წამატანე

705. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული: სიკეთისა ჴელის მჴდელი჻ მზესა ასრე ეუბნების: ვით გაზრდილსა ამო მზრდელი჻ ქალმან მისცა მარგალიტი: სრულ ქმნა მისი საწადელი჻ ღ~თნ ქნა და გაუსრულდეს: ლხინი ესე აწინდელი჻

706. რა სჯობს რა კაცმან გიშერი: ბროლ ლალსა თანა ახიოს჻ ანუ ბაღს ალვა საროსა: ახლოს რგოს მორწყოს ახიოს჻ მისსა მჭვრეტელსა ალხინოს: ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს჻ ვაი მოყვარისა გაყრილსა: ახიო ეყოს ახი ოს჻

707. მათ მიხვდა ლხინი ყოველი: ერთმანერთისა ჭვრეტითა჻ ყმა წამოვიდა გაყრილი: მივა გულითა რეტითა჻ მზე ტირს სისხლისა ცრემლითა: ზღვისაცა მეტის მეტითა჻ იტყვის ვერ გაძღა სოფელი: ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა჻

708. ყმა წავიდა სევდიანი: მკერდსა იცემს ამად ილებს჻ რომე კაცსა მიჯნურობა: ატირებს და გააფლიდებს჻ რა ღრუბელი მიეფარვის: მზე ჴმელეთსა დააჩრდილებს჻ მის მოყვრისა მოშორება: კულავ აჩრდილებს არ ადილებს჻

709. სისხლმან და ცრემლმან გარევით: ღაწვი ქნის ღარად და ღარად჻ იტყვის მზე ჩემგან თავისა: კმა დასადებლად აღარ჻ მიკვირს თუ გული ალმასი: შავმან წამწამმან დაღა რად ად჻ ვირე ვნახვიდე სოფელო: მინდი სალხინოდ აღარად჻

710. ვინ უწინ ედემს ნაზარდი: ალვა რგვით მორწყო მახია჻ დღეს საწუთრომან ლახვარსა: მიმცა დანასა მახია჻ აწ გული ცეცხლით ამივსებს: დაბმით დამაბა მახია჻ აწყა ვსცან საქმე სოფლისა: ზღაპარია და ჩმახია჻

711. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს: ათრთოლებს და აწანწარებს჻ გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით: მიხრის ტანსა მიახარებს჻ საყვარლისა სიახლესა: მოშორვება გაამწარებს჻ ვაი საწუთრო ბოლო თავსა: ასუდარებს აზეწარებს჻

712. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა: ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების჻ მაგრა ახლავს გონებითა: საყვარელსა არ მოსწყდების჻ ვით მწვანვილსა თრთვილისაგან: პირსა ფერი მოაკლდების჻ ჰხედავთ ვარდსა უმზეობა: როგორ ადრე დააჩნდების჻

713. გული კრულია კაცისა: ხარბი და გაუძღომელი჻ გული ჟამ ჟამად ყოველთა: ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი჻ გული ბრმა ურჩი ხედვისა: თვით ვერას ვერ გამზომელი჻ ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი: ვერცა მეფეა რომელი჻

714. რა გულსა უთხრა გულისა: სიტყვანი საგულისონი჻ მან მარგალიტი მოიხვნა: მის მზისა სამეყვისონი჻ მის მზისა მკლავსა ნაბამი: მათ კბილთა შესატყვისონი჻ პირსა დაიდვა აკოცა: ცრემლი სდის ვითა ბისონი჻

715. რა გათენდა კაცი მივა: მომკითხავი დარბაზს მჴმობი჻ ყმა წავიდა ლაღი ნაზი: ნაღვიძები ძილ ნაკრთობი჻ ერთმანერთსა ეჯავრვიან: დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი჻ მეფე მინდორს ეკაზმოდა: მოეკაზმა დაბდაბ ნობი჻

716. მეფე შეჯდა მაშინდელი: ზარი აწმცა ვით ითქმოდა჻ ქოს დაბდაბთა ცემისაგან: ყურთა სიტყუა არ ისმოდა჻ მზესა ქორნი აბნელებდეს: ძაღლთა რბოლა მიდამოდა჻ მას დღეს მათგან დანაღვარი: სისხლი ველთა მოესხმოდა჻

717. ინადირეს შემოიქცეს: მხიარულნი მინდორს რულნი჻ შეიტანეს დიდებულნი: თავადნი და სპანი სრულნი჻ დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი: საჯდომნი და სრანი სრულნი჻ ჴმას ჰსცემს ჩანგი ჩაღანასა: მომღერალნი იყუნეს სრულნი჻

718. ყმა ახლოს უჯდა მეფესა: ჰკითხვიდა ეუბნებოდა჻ ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი: და კბილთა ელვა ჰკრთებოდა჻ ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს: შორს ჯარი დაიჯრებოდა჻ უტარიელოდ ჴსენება: არვისგან იკადრებოდა჻

719. ყმა მივიდა გულმოკლული: ცრემლი ველთა მოედინა჻ მართ მისივე სიყუარული: უარებდის თვალთა წინა჻ ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის: ხელსა რადმცა დაეძინა჻ რაცა აჯა დათმობისა: გულმან ვისმცა მოუსმინა჻

720. წევს იტყჳს გულსა სალხინო: რამცაღა დაუსახეო჻ მოგშორდი ედემს ნაზარდო: ლერწამო და ხეო჻ შენთა მჭურეტელთა ნიშატო: ვერ მჭვრეტთა სივაგლახეო჻ ცხადად ნახვას არა ღირს ვარ: ნეტარმცა სიზმრად გნახეო჻

721. ამას მოსთქმიდის ტირილით: ცრემლისა დასაღვაროთა჻ კვლავ გულსა ეტყჳს დათმობა: ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა჻ არ დავჰთმოთ რა ვჰქნათ სევდასა: მითხარ რა მოუგვაროთა჻ თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან: ჭირნიცა შევიწყნაროთა჻