... (H-302), 1803 წ.

701. რა გამოვიდა ვაზირმან, ძებნა ვერ ჰპოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს, მონანი ცრემლთა მდინანი, მან ჰსთქუა მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს, რაცა ვჰსთქუი მასცა ვინანი-

702. რა ვეზირი არ შევიდა, კულავ მეფემან კაცი გზავნის, კაცმან ჰსცნის და გარეთ დადგის, წასვლა ვერვინ გაამჟღავნის, როსტანს ეჭუი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის, ჰსთქუა უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის-

703. თავ დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ჰქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი, რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი-

704. კულავ შევიდა სრას ვეზირი, დაღრეჯით არ მხიარულად, მეფემან ჰკითხა წასრულა მზე, დაუდგრომლად მთვარულად, მან მოახსენა ყუჱლაი, ვით წასრულიყო დარულად, მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად-

705. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის მეტნი, მოთქმით ჴმობდა ვა გაზრდილო, ვეღარ გნახუჱნ თვალნი რეტნი, პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით, გააკვირნა თვისნი მჭვრეტნი, სად წახუჱლ და სად დაჰკარგენ, სინათლენი ეგე სვეტნი-

706. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები, მაგრა მე რა ვჰქნა გაზრდილო, აწ სახლად მართებს სენები, გამაღარიბე დამაგდე, გულსა გლახ ვისთვის ენები, შენად შეყრამდის პატიჟთა, ჩემთა ვერ იტყჳს ენები-

707. ვეღარ გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა, ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა, ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა, სასმენელად მე მასულსა, აწ უშენოდ რა გლახ ვუყო, საჯდომსა და სრასა სრულსა-

708. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები, შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუთუ კულავ ღთ~ნ წყალობით, გაგიადვილოს ჭირები, მაგრამ თუ მოვჰკვდე გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები-

709. ზარი გაისმა შემოკრბა, ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთა აქუთ გოდებით, ჴელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყუჱლაი, ჴმა ისმის თავსა ტკაცისა, ჰსთქუჱს ბნელი გვმართებს დღე კრულთა, რადგან მზე მიგვიდრკა ცისა-

710. რა მეფემან დიდებულნი, ნახა სულთქმით შემოსტირნა, უთხრა ჰხედავთ მზემან ჩვენმან, შუქნი სრულად დაგვიძვირნა, რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ, რად დაგუყარნა რად გაგუწირნა, სპანი მისგან დაჭირულნი, ვინცაღა ვით დაგვიჭირნა-

711. ყოვლნი ჰსტიროდეს მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად, მეფემან ბრძანა იკითხეთ, მარტოა ანუ ყმიანად, მოვიდა მონა შერმადინ, მოშიშრედ სირცხვილიანად, ანდერძი ჰკადრა ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად-

712. მოახსენა საწოლს ვჰპოვე, ესე მისგან დანაწერი, დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი, იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს არცა ბერი, მე თუ მამკლავთ მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი-

713. რა ანდერძი წაიკითხეს, კულა იტირეს დიდი ხანი, მერმე ბრძანა მხიარულსა, ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხუანი, შევეწივნეთ მშვიდობისა, ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი-

წარსულა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა

714. მთუარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს, რა იახლოს შუქი დასწვავს, გაეყრების ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა, გააჴმობს და ფერსა აკლებს, ჩვენ ვერ ჭურეტა საყუარლისა, ჭირსა ძველსა გაგვიახლებს-

715. აწყა დავიწყებ ჰამბავსა, მის ყმისა წამავლობასა, მივა და მიტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, წამ წამ მობრუნდის იაჯდის, მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის თუალნი ვერ მოხსნის, თუ მოჴსნის მიჰჴდის ცნობასა-

716. რა მიიახლის დაბნედად, ვერ ჴელ ყვის გაძვრად ენისად, მაგრამ ჰსდის ცრემლი თუალთაგან, მსგავსად წყაროსა დენისად, ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის, ღონედ პატიჟთა თმენისად, რა გაემართის არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად-

717. ჰსთქუა ჩემო შენი შორს მყოფი, კრულია ვინცა დადუმდეს, რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თუალთა მტირალთა შეხედვა, შენივე სწადდეს და უნდეს, ჰსჯობს საყვარელსა მოყვარე, რაზომცა დაუძაბუნდეს-

718. მე რა ვჰქმნა შენად შეყრამდი, ანუ რას მეჭუდე ლხენასა, თავსა მოვიკლავ მე თუმცა, შენგან არ ვეჭუდე წყენასა, მაგრა შენ გაწყენ ჩემისა, არ სიცოცოხლისა სმენასა, მოდი და მივჰსცე ცოცხალმან, თვალნი ცრემლისა დენასა-

719. ჰსტირს იტყვის დადვა კეშანი, ლახვარმან ჩემთვის ათმანო, ჲინდოთა რაზმან ჩემად კლვად, თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო, თუალთა გიშერი აშვენებს, სათმან რად მამკლა სათმანო, ბაგე კბილო და თუალ წარბო, მამცემდი პატიჟთა თმანო-