... (Q-1335), XVIII ს.

818. მზე ეტყუის მამხუდა ყოველი ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხუელ მშუიდობით მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზრდა სიყვარულისა გაქუ ჩემგან დანერგულისა ვჰპოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

819. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უჴუდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე რისხვით ცა მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინი უხუდების რადგან შუება აქუს სოფელსა თუით რად ვინ შეუწუხდების

820. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა ხამს გასრულება მოყურისა სიყუარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა ცოდნა ხამს უვიცისა ჩემი თქვი რა ვქნა ბნელ ქმნილმან მზე მიმეფაროს მე ცისა

821. ყმამან ჰკადრა სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყუარული ქუეით კოცნა მზისა წუერვა თუ გიახლო ერთხელ ვაი და რა მოგშორდე ათასჯერ ვა

822. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა სადა გლახ დამწუაუს სად ალი გული ძეს საგნად ისრისად მესრის საკლავად სამალი დროდ სიცოცხლისა ჩემისად დღისითღა ჩანს ნასამალი მალვა მწადს მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი

823. მესმა თქუენი ნაუბარი გავიგონე რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს ეკალთამცა არ ვეფხანე მაგრა მზეო თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგუანე სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რამ წამატანე

824. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული სიკეთისა ხელსა მხდელი ამაზედა ეუბნების ვით გამზრდელსა ამო მზრდელი ქალმან მისცა მარგალიტნი სრულ ქნა მისი საწადელი ღ~თნ ქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი

825. რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლ ლალსა თანა ახვიოს ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭურეტელსა ალხინოს ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს ვაი მოყურისა გაყრილსა ახიო ეყოს ახიოს

826. ყმა მხიარული წყლიანი დაიჩენს არ სიმძიმილსა მისნი კბილნი და ბაგენი დაიშვენებდეს ღიმილსა რა მოიშორო მოყვარე თუალთაგან დასდებდი მილსა მუნით ადენდი წყაროსა სოფლისა დასაწვიმილსა

827. მათ მიხუდა ლხინი ყოველი ერთმან ერთისა ჭურეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღუასაცა მეტის მეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი ვაი სისხლთა სისხლთა ხურეტითა

828. ყმა წავიდა სევდიანი მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის მზე ჴმელეთსა დააჩრდილებს მის მოყურისა მოშორება აწ აბინდებს არ აჩრდილებს

829. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქნის ღარად და ღარად იტყვის მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღარად ვირე ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად

830. ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო დამრგო მახია დღეს საწუთრომან ლახუარსა მიმცა დამხია მახია დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმითა და ამახია აწყა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია

831. ამას მოსთქვამს ცრემლსა აბნევს ათრთოლებს და აწანწარებს გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით მიხრის ტანსა მიაწარებს საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს

832. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა არ მოსწყდების ვით მწვანვილსა თურთილისაგან პირსა ფერი მოაკლდების ხედავთ ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების

833. საწოლს მჯდომმან პირსა ცემით ბროლი ბღუჯოს ვარდი კონოს გულსა იდებს იტყუის კაცმან ჭირი ლხინსა შეაწონოს ლხინმან სძლიოს გაძლება ხამს ჭირი სთმოს და ჟამთა მონოს ვინ ქონება არ იმადლოს მას სხვა ღ~თნ რა აქონოს

834. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი გული ჟამ ჟამ ყოველთა ჭირთ მომთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა თუით ვერას ვერ გამომზომელი ვერცა ჰპატრონობს სიკუდილი ვერცა პატრონი რომელი

835. ამ სოფელსა კარგად ყოფით კეისარი იყო ვითა რა მოკუდების წარიყვანონ მძიმედ შეკრან ბორკილითა მიაბარონ გაენიასა დაწვან მისით სიბნელითა ეს სოფელი ამას გიზამს კარგსა ნუ ვინ მოელითა

836. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი თუით მარგალიტნი მოიხუნა მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამნი მათ კბილთა შესატყვისონი პირსა დასდვა აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი

837. რა გათენდა კაცი მივა მომკითხავი დარბაზს მჴმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღუიძები ძილ ნაკრთობი ერთმან ერთსა ეჯავრიან დგას მჭურეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა მოემზადა დაბდაბნობი