... (Q-1335), XVIII ს.

739. ვაგლახ მეო რა გიამბე ფათერაკად მცდარმან შმაგად მოვახსენე ნურა გაგვა ნუ ინაღვლი მაგას მაგად იგი მთუარე ჩემი იყო მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიამბობ რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად

740. ფრიდონს უთხარ ყველა კაი ჩემი თავსა გარდასრული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ჰინდოთ მეფე ჩემსა რადმე ჴარ მოსრული საჴელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს სრაცა სრული

741. კვლაცა მითხრა ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახუარსა მოაშორვებს თუცა პირველ გულსა უხებს იგი მოგუცემს წყალობასა მისსა ზეცით მოგუიქუხებს ჭირსა ლხინად გაგიცვალებს არათ ოდეს შეგაწუხებს

742. წამოვედით ნატირებნი სრას დავსხედით თავის წინა ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე შენგან კიდე არავინა ვითა ღ~თნ შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა მაშა რადგან შეგემეცნე ამის მეტი რად რა მინა

743. არ ავი გესვა მოყვარე ჟამი თუ მომხუდეს ჟამისად ენა გონება მაჴმარე გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგვარო რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად თუ ვერას ვარგებ ვიქნები ვერ დამყოვნელი წამისად

744. მან მითხრა ბედი მღ~თისაგან მიჯობსღა ამას რომელი მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ჰინდოეთს მჯდომელი მემცა რად ვიყავ ამისთუის მადლისა რასმე მდომელი ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი

745. ესე ქალაქი გზა არის ნავთა ყოველგნით მავალთა შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგესმის წამალი შენ რომე ცეცხლი გწვაუს ალთა ნუ თუ ქნას ღ~თნ გარდასულა ამაგა ჭირთა და ვალთა

746. ჩუენ გავგზავნნეთ მენავენი რომელთაცა კვლა უვლია მოგუინახონ იგი მთვარე ვისთუის ჭირი არ გვაკლია მუნამდისცა მოიჭირვე გონებამან არ დაგლია ყველა ჭირი არ ეგების თუმცა ლხინმან არ დასძლია

747. კაცნი უჴმენ მასვე წამსა ესე საქმე დავიურვეთ უბრძანეთ თუ ნავებითა წადით ზღუა ზღუა მოიცურვეთ მოგუინახეთ საყვარელსა მისსა მისთუის მოვასურვეთ თავთა ჭირი უათასეთ რადმცა უშვიდეთ რადმცა ურვეთ

748. აჩინნა კაცნი სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს უბრძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ პატიჟნი მორე მლხენოდეს უმისოდ ლხინი მინახავს ამა დღისათვის მრცხუენოდეს

749. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საბატონოსა მითხრა თუ მცდარვარ აქამდის ვერ მივხუდი გასაგონოსა ჴარ დიდი მეფე ჰინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა

750. რას ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელნი ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს ვერას ამბვისა მცნობელნი მე უფრო მდინდეს თვალთაგან კულა ცრემლი შეუშრობელნი

751. ვთქვი რა მქონდა სახლსა ჩემსა სპათა ვსჭურეტ და ვსუამ იგია მე ვიშუებ და იგი ტყვედა და ზღუათა შიგა წამიგია კლდისაგანცა უმაგრესსა ესე ვითა გამიგია ჴრმალსა ჴელსა ვეღარას ვჴდი ცუდად შიგან რას მიგია

752. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღ~თი მყავს სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების დაჴსნილვარ ლხინსა ყოველსა მით გული ჭირსა მოების

753. მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი ვეღარ ვიქნები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მოერწყო ველი მითხრა თუ ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

754. თუცა დია მოიჭირეს ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუხლ მოყრილთა თავი მათი ჩემ კერძ არეს მეხუეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს ნუ წახუალო და გაწამოთ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს

755. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ თქვენცა დია გებრალების ნუ ვინ მიშლის არ დავდგები არცა ვისგან დამეშლების

756. მერმე ფრიდონ მოიყვანა მიძღუნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ხედავ პირი მზისა თქვენ საროსა ეგე ცხენი ვიცი მეტი არა გინდა ძღუენი რამცა გავკიცხენი თვით ამანვე მოგაწონოს საჴედრობა სიფიცხენი

757. ფრიდონ გამომყვა წავედით ორთავე ცრემლნი ვღუარენით მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდა გულითა მართლად არ ენით გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავი დავადარენით

758. ფრიდონისით წამოსრულმან წაველ ძებნად კვლა ვიარე რომე არე არ დამირჩა ჴმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა თავი მჴეცთა დავადარე