... (Q-1335), XVIII ს.

915. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცეს მძლევად მტერთად ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღუარსა დაუსაზღურებს ზის უკუდავი ღ~თი ღმერთად იგი გახდის წამის ყოფით ერთსა ასად ასსა ერთად

916. რაცა ღ~თსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების მზისა შუქთა ვერ მჭურეტელი ია ჴმების ვარდი ჭკნების თუალთა ტურფა საჭურეტელი უცხო რამე უშუდინების მე ვით გავსძლო უმისობა ან სიცოცხლე ვით მეთნების

917. რაზომცა სწყრები შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე მაგისისა თნებისა აწ წასულა იყო წამალი ჩემთა საჴუმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო რა მგამა ყოფამცა მქონდა ნებისა

918. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მამავალი საქმე ზენა წესი არის მამათაგან მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუცს ჴორციელსა განგებისა გარდავლენა

919. რაცა ღ~თსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამჴდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა მრავლად მას რა ვარგო დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად

920. მეფეო ესე თათბირი მომკალ ვინ{ცა} დამიწუნოსა მეფეო ნუთუ წასულამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუვები ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა პირის პირ მარცხუენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა

921. არ დავიწყება მოყურისა აროდეს გუიზამს ზიანსა ვჰგმობ კაცსა აუგიანსა ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუვები ვერ ვუზამ მას ჴელმწიფესა მზიანსა რა უარეა მამაცსა სულ დიდსა წასულა გუიანსა

922. რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა შედრეკილ შეშინებულსა და სიკუდილისა მეჭველსა კაცი ჯა{ბა}ნი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა სჯობს საჴელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა

923. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოანი მისგან გასწორდეს ყოველნი სუსტი და ძალ გულოანი ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მჴცოანი სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკუდილი სახელოანი

924. მერმე ვიშიშვი მეფეო თქვენად კადრებად ამისად სცთების და სცთების სიკუდილსა ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთა ერთად დღისად და ღამისად თუ ვერა გნახნე ცოცხალმან სიცოცხლე მქონდეს ჟამისად

925. თუ საწუთრომან დამამჴუას ყოველთა დამამჴობელმან ღარიბი მოვკუდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე მლმობელმან

926. მაქუს საქონელი ურიცხუი ვერვისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი არას მქონები მიღუწიან მომიგონებენ დამლოცვენ მოვეგონები

927. ღ~თსა მვედრებდეს მრავალი გლახაკი გულ მჴურვალები დამჴსნას ჴორცთა და სოფელსა ნუმცა რად შევიცვალები კვლა ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწუავს იგი ალები მამცეს მკვიდრივე მამული მუნ ჩემი სასურვალები

928. დამხსნას ბნელი და ნათელი შემმოსოს ზესთა ზენისა მუნ დამაუნჯოს წამალი სადა ძეს სულთა ლხენისა ჩემი არ ჰქონდეს შეძლება სოფლისა მღილთა კბენისა ფრთენი მომესხნენ და ძალი მომცეს აღმა ფრენისა

929. რაცა თქუვენთუის არ ვარგიყოს საჭურჭლისა დასადებლად მიეც ზოგი ხანაგათა ზოგი ჴიდთა ასაგებლად ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთუის წასაგებლად შენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად

930. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა წიგნი გკადრებს არ გეთნევის არას გარგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე მკუდარსა რაღა გარდმეხდევის

931. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა {ჩემსა} რჩეულსა ნაკად აქუს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა ნუგეშინის ეც წყალობით ჩემგან წყალობა ჩუეულსა ნუ დაადინებ თუალთაგან ცრემლთა სისხლითა ფრქუევასა

932. გასრულდა ჩემი ანდერძი ჩემგან ნაწერი ჴელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი წაველ გულითა ჴელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი ნუ ხართ მოსილნი ბნელითა სუფევით ჴართმცა თავითა მტერთაგან საკრძალველითა

933. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა უთხრა ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა მოეხვივა და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა

934. ყმა შეეკაზმა წასავლად ცრემლითა მოერწყო ველი მზე წავიდოდა დაეცა არაბეთს ბინდი ყოველი ჴამს შეპოვნება მაღლისა ვინცა არს ჭირსა მოველი მიზგითას მივა ღ~თისაგან გამარჯვებისა მთხოველი