... (Q-1335), XVIII ს.

857. კადრე ვინ გაქო ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს ღ~თნ თქვენმანვე სახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა ალვისა სახემან გული წამსავე წამიღო ვერათ ვერ შევინახე მან

858. აწ მეფეო უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების გული მას აქუს უგულოსა აქა ჴელი რა მეჴდების თუ რას ვარგებ პირველ ხოლემ თუით სახელი თქვენ მოგუხვდების ვერას ვარგებ გულსა დავდებ ჩემი ფიცი არ გატყდების

859. წასულა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იქნას რაცა ღ~თსა უნდეს მანვე ქნას და გაგიმარჯუდეს თქვენი თქვენკე დავებრუნდეს არ მობრუნდეს თქვენმცა ჰსუფევთ მტერნი თქუენნი დაძაბუნდეს

860. კვლა პირმზე ეტყვის ვაზირსა მე სიტყვა შევამცირეო წა ესე ჰკადრე მეფესა შევინ ვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშუება და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო

861. ვაზირმან უთხრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვჰკადრებ მეფესა რაცა აწ თქვენგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს შოება არ საწყენია

862. თავმან მისმან მუნვე მამკლავს ვეჭუ წამიცა არ წამაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე გლახ მიწა მესამაროს მომკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეჴმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყვი რა გინდა ვინ მისაგმაროს

863. გზა არ წავა თავსა წინა სიცოცხლე გლახ ვით გათნიო ამიკლებს და ანუ მომკლავს ეგე სიტყვა ვითა სთქუიო რად არ მუნვე გაიგონე რად ხარ შმაგი ეგეთიო სჯობს სიცოცხლე აკლებასა ამას თავსა აწვე უსწვრთიო

864. თუ მეფეცა გაგიშვებდეს თუით ლაშქარნი რად მოღორდენ რად გაგიშვან რად დაღორდენ ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახუიდე მტერნი ჩვენნი დაგუთამამდენ გაგუისწორდენ ეგე ასრე არ იქნების ვითა ჩიტნი არ გაქორდენ

865. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა ჴამს თუ დანა გულსა ვიცი ჰე ვაზირო შეგეტყობის სიყვარული არ თურ იცი ანუ სხუაცა არ გიკითხავს მოყურობა და არცა ფიცი თუ გინახავს უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი

866. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი ნაცულად დღესა დაგუითბუნებს ჩემი ჩემებრ არ ვინ იცის რა მამწარებს რა მატკბუნვებს ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს

867. მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ჴელსა რასა მჴდიან აწ ვითამცა გაუწყვეტლად უცნობოსა ცრემლნი მდიან სჯობს წავიდე არ გავტეხნე კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი კაცსა ვისმცა გარდუჴდიან

868. აწ ვაზირო მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე ჴამს გაცვილდეს არ გატინდეს ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა ჯეიჰუნიცა თუალთა მდინდეს მომეჴმარე ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს

869. არ გამიშვებს გავიპარვი წავალ მათგან შეუგებლად ვითა მნუკევს ეგრე დავრთო გული ცეცხლსა მოსადებლად ვიცი ჩემთუის არას გიზამს თუ არ უნდი გასაძებლად თქვი რა გინდა წაგეკიდოს თავი დადევ საწამებლად

870. ვაზირმან თქუა შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა სოფელიცა გაქარდების ზოგი თქმა სჯობს არათქმასა ზოგი თქმითა დაშავდების ვიტყვი მოვჰკუდე არა გამა ჩემი მზეცა თქუენ მოგხუდების

871. რა ვაზირმან ესე უთხრა ადგა დარბაზს გაემართა მეფე დახუდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა მოჴსენება ვერ შემართა დაყრით დადგა იგონებდა არ საქმეთა საომართა

872. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხუე შეჭირვებული მან ჰკად[რა] არა ვიციო მართ ვარ თავისა ვებული მართალხართ მომკლათ რა გესმის ამბავი გაკვირვებული

873. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მეტსა და არცა დიდობს მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს უმის ყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთუის ფლიდობს

874. რაცა იცოდა ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა კვლა მოახსენა რამცა სცნა სიტყვითა ესოდენითა თუ რაგუარ მყოფი მინახავს თუ რაგუარ ცრემლთა დენითა მართალხართ თუმცა რისხვანი ჩემთუის იანასდენითა

875. რა მეფემან მოისმინა გაგულისდა გაავცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა რასთუის შმაგობ მაგას სხუამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია ავსამცა რას ადრე სცნობდა

876. ვითამც რამე სიხარული საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგისმეტი რა ვინ მიყოს თუ არ მომკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იჴმარე აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვაზირად არად ვარგხარ არც{ა} სხუად რად