... (Q-1335), XVIII ს.

779. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს ტანი იხოს გული მინდორს არ გაიჭრეს არ ირმოს და არცა ითხოს თუ გიტყუვო მოგაღორო ღთნ რისხუით გამიკითხოს შენმან ჭურეტა სიახლემან მომაქარვოს სევდა მითხოს

780. ამაზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულსადაგნი იაგუნდნი ქარვის ფერნი სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი შეუყვარდა ერთმან ერთი სწუიდეს მიწყივ გულსა დაგნი მას ღამესა ერთგან იყვნეს შუენიერნი ამხანაგნი

781. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღუარა რა გათენდა წამოვიდა აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა რა ქნას ამას ვერ მიმხუდარა ავთანდილცა ჩატიროდა შამბი შიგან ჩაიარა

782. ავთანდილს ასმათ ჩამოყვა ზენარით ეუბნებოდა მუჴლთა უყრიდა ტიროდა თითითა ეხუეწებოდა ადრე მოსულასა ჰვედრებდა მართ ვითა ია ჭკნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ სხუა რამცა მეგონებოდა

783. ადრე მოვალ არ გაგწირავ არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხუაგან არ წავიდეს ნუსად არებს იმა ტანსა აქათ ორთვე არ მოვიდე ვიქმ საქმესა დაუგვანსა შეიგენით მივცემულვარ ჭირსა რასმე თანისთანსა

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვნა

784. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა პირსა იხოკს ვარდსა აპობს ჴელი მისი გაამხოკლა სისხლსა მისგან დადენილსა მჴეცი ყოვლი გაამლოკლა მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა

785. მუნ მივიდა სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახეს იცნეს რაგუარაცა მართებს ეგრე გაეხარნეს შერმანდინსცა ახარებდეს ფიცხლა კაცთა თავნი არნეს მოვიდაო აქანამდის ვითუის ლხინი გაგუემწარნეს

786. გაეგება მოეხუია ზედა დასდვა პირი ჴელსა აკოცებდა სიხარულით ცრემლთა ღურიდა ველთა მსურელსა ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ღირსვარ ამას რომე თუალნი ჩემნი ჭურეტდენ მრთელსა

787. ყმამან მდაბლად მოიკითხა ზედა დასდვა პირი პირსა უბრძანება ღ~თსა ვმადლობ შენთუ ჭირი არა გჭირსა დიდებულთა თაყვანის სცეს აკოცებდეს ვინცა ღირსა ზარსა სცემდეს უხაროდა უფროსსა თუნდა მცირსა

788. მოვიდეს სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმუმით ლაღი და შუებული ენა მის დღისა შუებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული

789. შერმადინს უთხრა უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით პოვა იგი ყმა მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა უბნობდა თუალ დაფახული უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთუის დარბაზი და ხული

790. მუნ ამბავი შინაური ყუელა კაი მოახსენა შენი წასულა არ ვინ იცის რაცა მითხარ აგრე ვქენა მას დღე მუნით არ წავიდა ინადიმა გაისვენა ცისკრად შეჯდა გაემართა დღე რა მზემან გაათენა

791. არცაღა დაჯდა ნადიმად არცაღა კვლა ხალვათისა შერმადინ მახარობელი წავა მისვლისა მათისა ფიცხლა წავიდა სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მეკამათისა

792. შესთუალა მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდებით ამა საქმესა ვიკადრებ შიშით კრძალვით და რიდებით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უხმობდი თავსა ფლიდებით აწ ვცან და გაცნევ ყველასა მოვალ შვებით და მშვიდობით

793. როსტევან მეფე უკადრი მორჭმული შეუპოელი შერმანდინ მოციქულობა თუით მოახსენა ყოელი ავთანდილ მოვა წინაშე მის ყმისა ვისმე მპოელი ბრძანა ვცან ჩემი ღ~თისაგან სააჯო და სათხოელი

794. თინათინს ჰკადრა შერმანდინ ნათელსა მას უღამოსა ავთანდილ მოვა წინაშე გკადრებს ამბავსა ამოსა იგი მით აკრთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა მას საბოძვარი უბოძა მისი ყველაი დამოსა

795. მეფე შეჯდა გაეგება ყმასა მუნით მომავალსა ამას პირ მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა მიეგება მოეგება მხიარული გულ მხურვალსა დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგუანდა ვითა მთურალსა

796. რა მიეახლა გარდახდა ყმა თაყვანისცა მეფესა აკოცა როსტან მიმხუდარმან ნიშატთა სიიეფესა გულ მხიარულნი შვებულნი მივლენ დარბაზებს სეფესა მის ყმისა მოსულა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა

797. მას ავთანდილ თაყვანისცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა მუნ ბროლი და ვარდი გიშერი გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა სახლ საყოფი არა ჰმართებს ცამცა გაიდარბაზესა