... (Q-1335), XVIII ს.

953. რა მეფემან დიდებულნი ნახუნა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შეუსცოდეთ რად დაგუყარნა რად გაგუწირნა სპანი მისგან დაჭირულნი ვინმცაღა ვით დაგუჭირნა

954. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გუიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტუა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ[ს] მოშიშრად სირცხუილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად

955. მოაჴსენა საწოლს ვჰპოვე ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯათ თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მამკლათ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი

956. რა ანდერძი წაიკითხეს კვლა იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქვრივნი სხუანი შევეწივნეთ მშვიდობისა ნუ თუ მისცნეს ღ~თნ გზანი

წასულა ავთანდილისა მეორედ გაპარვით და ტარიელისა შეყრა

957. მთუარე მზესა მოეშოროს მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწუავს გაეყრების ვერ იახლებს მაგრა ვარდსა უმზეობა გააჴმებს და ფერსა აკლებს ჩუენ ვერ ჭურეტა საყვარლისა ჭირსა ძუელსა გაგუიახლებს

958. აწყა დავიწყებ ამბავსა მის ყმისა წამავლობასა მივა და მიტირს გულ მდუღრად ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა წამ წამ მობრუნდის იაჯდის მისთუინ მზისავე მზობასა უჭურეტდის თუალნი ვერ მოჴსნის თუ მოჰჴსნის მიჰჴდის ცნობასა

959. რა მიეახლის დაბნედად ვერ ჴელ ყუის გაძრვად ენისად მაგრა სდის ცრემლი თუალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის იჭურეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენი სად

960. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება გული შენკენვე დაბრუნდეს თუალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუზაბუნდეს

961. მე რა ვქნა შენად შეყრამდის ანუ რას ვეჭუდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუცა შენგან არ ვეჭდი წყენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ სიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან თუალნი ცრემლისა დენასა

962. ტირს იტყვის დადვა კაეშნი ლახუარმან ჩემთუინ ათმანო ჰინდოთა რაზმან ჩემად კლად თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო თუალთა გიშერი აშვენებს სათმან რად მომკლა სათმანო ბაგე კბილო და თუალ წარბო მომეცდი პატიჟთა თმანო

963. იტყვის ჰე მზეო ვინ ხატად გთქვის მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად ვის გმორჩილობენ ციერნი ერთ იოტისა წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად

964. ვის ხატად ღ~თისად გიტყუიან ფილასოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვე ქმნილსა ჯაჭუნი მაბიან რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან ღაწუნი დავჰკარგე მინანი მაშინ ვერ გავძელ სიახლე აწ სიშორესა ვინანი

965. ამას მოთსქმიდის იწვოდის ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიშნი ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკულავთა ამოსულა იამებოდის მას ამსგავსებდის ილხენდის უჭურეტდის ეუბნებოდეს

966. მთუარესა ეტყვის იფიცე სახელი ღ~თისა შენისა შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა შენ გაქუს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა შენ გამო შენებრ მშუენისა

967. ღამე ალხენდის დღე სჯიდის ელის ჩასლუასა მზისასა რა წყალი ნახის გარდაჴდის უჭურეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანა რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა კვლა გაემართის ისწრაფდის წასვლასა მისვე გზისასა

968. მარტო მოსთქმიდის ტიროდის ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა ადგილი დახუდის კლდიანი შეწვის ჭამის და წავიდის პირ მზე გულ მარიხიანი იტყუის დავჰყარნე ვარდნი და აჰა მე ვაგლახ იანი

969. აწ ვერ ვიტყუი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოთქმიდის რას ტურფასა რაზომ გუარსა ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა ბრჭკლითა ნახოკარსა ქვაბნი ნახნა გაეხარნეს ზე გავიდა ქუაბთა კარსა

970. რა ასმათმან დაინახნა მოეგება ცრემლი სწუთების ვით იამა სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხუდების ყმა გარდახდა მოეხუია აკოცებს და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს მოსულა დია იამების

971. ყმა ქალსა ეტყუის პატრონი ნეტარ სად არის და ვითა ქალი ატირდა ცრემლითა ზღუათაცა შესართავითა იტყვის რა წახუელ გაიჭრა ქვაბსა ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით არ ამბავითა