... (Q-1335), XVIII ს.

ლოცვა ავთანდილისაგან მასჯითას და გაპარვა

935. ილოცავს იტყვის მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო ზოგჯერ მომცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო მამეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულისთქმათაო

936. ღ~თო ღ~თო გეაჯები რომელი ჰფლობ ქვეყნად ზესა შენ დაბადე მიჯნურობა შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა ნუ ამოფხური სიყვარულსა მისგან ჩემთვის დანათესსა

937. ღ~თო ღ~თო მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე ამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე შენად მსხუერპლსა შევსწირებდე

938. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნვა თუმცა ვამნი ადიადნა მონა ტირს და მკერდსა იცემს საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერა მჭურეტმან ყმამან რადმცა გაიხარნა

939. მოსთქვამს და იტყვის ვაი მზეო შენი ადგილი ჩრდილდების შენ მოგეშორე დაღამდა ჩემთუის აღარა დილდების მე მანდით მესრის ისარი ერთიცა არ ამცილდების გამყარა ლხინსა სოფელმან აწ თუალთა ცრემლი მილდების

940. აწ ამბავი სხვა დავიწყო ყმასა წავჰყევ წამავალსა არ შეექნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა რა გათენდა ქუში ადგა ჰგავს თუ ადენს პირით ალსა ჴმობა ბრძანა ვაზირისა მიიყვანდეს შიშით მკრძალსა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

941. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მაჴსოვს გუშინდელი შენგან თქმული მაწყინე და გამარისხე ვერ დავიღე დიდხან სული აზომ რომე გაგათრიე შენ ვაზირი გულის გული

942. თუ რად მახსოვს რად უნდოდა ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქვამს მეცნიერთა წყენააო ჭირთა ბადე ესე გუარსა ნუოდის იქ საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქვი და სიტყვა გააკვლადე

943. კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მელევი კვლავ მაგისმეტად ნუ მასმენ თუარა მე სრულად გელევი

944. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ მაჴსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს რაცა ვთქვი მასცა ვინანი

945. რა ვაზირი არ შევიდა კვლავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის წასულა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვუა შეუვიდის ჭმუნვა ამით გაათავნის თქვა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის

946. თავ დადრეკით იგონებდა გულსა ქონდა ჭმუნვა დიდი უში ქნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიამბოს შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვაზირი შემობრუნდა ფერი ჰკრთა {დ}ა ჰქონდა რიდი

947. კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასრულა მზე დაუდგომლად მთუარულად მან მოაჴსენა ყუელაი ვით წასრულიყო დარულად მზე აღარ მზეობს ჩუეთანა დარი არ დარობს დარულად

948. რა მეფემან მოისმინა დაიზახნა მეტის მეტი მოსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო ვეღარ გნახვენ თუალნი რეტი პირთა მხოკით წუერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭურეტნი სად წაჰჴე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სუეტნი

949. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იჴსენები მაგრა მე რა ვქნა გაზრდილო აწ სახლად მმართებს სენები გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდინ პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები

950. ოდეს გნახნე მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭურეტ ნაბურთალსა ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა სასმენელად მე მას ულსა აწ უშენოდ რაღა უყო საჯდომსა და სრასა სრულსა

951. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რასდომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები ნუთუ კვლა ღ~თნ წყალობით გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოვკვდე გაზრდილო ვისგანღა დავიტირები

952. ზარი გაისმა შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია ჴელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყველაი ჴმა ისმის თავსა ტკაცისა თქვეს ბნელი გუმართებს დღე კრულთა რადგან მზე მიგვიდრკა ცისა