... (Q-1335), XVIII ს.

702. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა ესე აწ მე მითქს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული მწყრომელი მონა მივსწივე მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი შევსთუალე დადეგ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყენს რომელი

703. მას მონასა არა უთხრა არცა სიტყვა მოუსმინა ფიცხლა შევჯე ჩავეგებე მე ჩაუსწარ ჩავე წინა უთხარ დადეგ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე სიარული დაითმინა

704. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა შენ ასეთი ხენი ვით ხენ მერმე მითხრა მოგახსენებ აწ სიტყვანი რომე მკითხენ იგი მტერნი გამილომდეს აქამდის რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატეს საჭურველნი ასე ვითხენ

705. მე უთხარ დადეგ დაწყნარდი გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახუილთა კუეთასა თანა წამომყვა წავედით უტკბოსი მამა ძეთასა მე გავეკვირვე ჭურეტასა მის ყმისა სინაზეთასა

706. ერთი მონა დასტაქარი მყუა და წყლულნი შეუხუივნა ისრნის პირნი ამოუხუნა დაკოდილი არ ატკივნა მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდა თავი მისი გაამჩივნა

707. პირველ მითხრა არა ვიცი რა ხარ ანუ რას გამსგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შეგქმნა მოყვითანედ ვარდ გიშერი რომე ჰრგავსო ღთნ მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო

708. მულღაზანზარი ქალაქი ახლოს მე მაქუო რომელი ნურადინ ფრიდონ სახელი მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე სამზღუარი ჩემია სადა ხარ გარდამხდომელი ცოტა მაქვს მაგრა ყოველგნით სიკეთე მიუთხრობელი

709. მამის ძმა და მამა ჩემი პაპა ჩემ[მ]ან გაყვნა ოდეს ზღუასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხუდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკე დარჩა სანადირო არ მივსცემდი მომერჩოდეს

710. დღეს გამოველ ნადირობას ზღუისა პირსა ვინადირე მუნა გასულა მომდომოდა მით მრეკალი არ ვაჴშირე სპათა უთხარ მომიცადეთ მოვიდოდეთ მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე

711. ნავითა გავე ზღუისაგან შტო რამე გამოვიდოდა არა მოვჰკრეფდი გამყოფთა ვთქვი ჩემთა რად დავრიდო და დამეძაბუნნეს სიმრავლე მე მათი არ გავიდოდა ვნადირობდი და ვიზახდი ჴმა ჩემი არ უდიოდა

712. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესე ჴამდა ვითა გამომეპარნეს ლაშქარნი გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძას ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუჴდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა

713. მათი მესმა დავინახე ზახილი და ჴრმალთა ელვა ნავი ვსთხოვე მენავეთა მით ვიყივლე ერთხელ მე ვა ზღუასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოკელვა

714. კულა სხუანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს იქით და აქათ მომიხდეს ერთგნით ვერ მომერეოდეს არ მომწურვოდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს ჴრმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს

715. მომეჯარნეს ვეღარა ვქენ ნავით ცხენ[ი] გარდვიხლტუნვე ზღუა ზღუა ცურვით წამოუველ ჩემი მჭურეტი გავაცბუნვე თანა მყოლი ყველაკანი დამიჴოცნეს დარჩა მუნვე ვინცა მდევდა ვერ შემამხდა მიუბრუნდი მივაბრუნვე

716. აწ იგი იქნას რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა ვეჭუ ჩემი სისხლნი არ შერჩენ ძალი შესწევდეს ქადილსა ოჴრად გაუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა უჴმობ ყუავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქნევ ხადილსა

717. ამა ყმამან შემიკვეთა გული მისკენ მიმიბრუნდა მოვაჴსენე აჩქარება შენი ყოლა არად უნდა მეცა თანა წამოგყვები დაიჴოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა

718. ესეცა უთხრა ამბავი ჩემი არ გაგეგონების უფრორე წყნარად გიამბობ თუ ჟამი ჩვენ გუექონების მან მითხრა ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების

719. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხუეოდიან ჰკოცნიან ჴრმალსა და სალტე კოტასა

720. კვლა მოვეწონე ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი შემასხემდიან ქებასა მზეო ხარ ჩვენუის ი დარი მივედით ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი

შველა ტარიელისაგან ფრიდონისი და გამარჯვება მათი