... (Q-1335), XVIII ს.

759. ვთქვი თუ ჩემი აღარაა სიარული ცუდი ცურვა ნუ თუ მჴეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამა ასმათს სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხართ დია გმართებს ჩემი მდურვა

760. აწ წადითო მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქუენთა ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა თუალთა ჩემთათ მონადენთა რა ესენი მოისმენნეს საუბართა ესოდენთა მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებთ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა

761. უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუთუ ღ~თნ არ გაგუყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა თქვენ გიჭურეტდეთ საჭურეტელსა შუენიერსა სატურფალსა თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა აგზომ არ ღაფალსა

762. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი გავიჭერ სრულად და{ვ}ტკეპნენ ქუე მინდორნი და ზე მთანი

763. ესე ქვაბნი უკაცურნი ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს შემოვები ამოვწყვიტენ ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს მათ მონანი დამიხოცნეს ჯაჭვნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯა ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს

764. დეუთა ყვირილი ზახილი ზეცამდის აიწეოდა მათითა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა მზე დააბნელეს მტვერითა ალვის შტო შეირხეოდა ასნი ერთ კერძო მომიხდეს დავფრიწე დაიჴეოდა

765. პირველ რაზმი დავფრიწე შევლეწე ქვაბის კარები დიდი რამ დევი მომიხდა მას ჴელთა {ქონდა} ფარები რქასა ვსტაცე დავითრივე არ მოვაჴმარე მჴარები ხანჯრითა გული გაუპე რუდ დის სისხლისა ღუარები

766. დაღამდა ომი დასწყნარდა გუმბათსა დაჯდა მთვარეო დაჴოცილითა დევითა აივსო არე მარეო გლახ მე და ასმათ მარტონი გავჰყრიდით ქვაბთა გარეო ჴელსა მიმჭირდა მას აქათ სულნი ამომჴდენ ბარეო

767. აჰა ძმანო მაშინდიდგან აქა ვარ და აქა ვკვდები ჴელი მინდორს გავიჭრები ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს არს მისთუისვე ცეცხლ ნადები ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები

768. რომე ვეფხი შუენიერი სახედ მისად დამისახავს ამად მიყვარს ტყავი მისი კაბად ჩემად მომინახავს ესე ქალი შემიკერავს ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს რადგან თავი არ მომიკლავს ჴრმალი ცუდად მომიმახავს

769. მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ მე სიცოცხლისა მთმენები მას აქათ ვახლავ ნადირთა თავსა მათებრვე მხსენები სხუად არას ვიაჯ ღვთისაგან ვარ სიკუდილისა მქენები

770. აწ ათია წელიწადი ჰინდოეთით რა წასრულა მის მთუარისა ჩემგან პოვნა ანუ ნახვა გარდასრულა აჰა მიკვირს ალმასისა გული გასძლებს ამა სრულა ყმამან ჴელი პირსა იკრა რა ამბავნი დაასრულნა

771. პირსა იცა გაიხეთქა ღაწუი ვარდი ახაეწა ლალი ქარვად გარდაიქცა ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ სახე წა მერმე ქალმან დაადუმა მუხლ მოყრილი შეეხვეწა

772. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის და სამებულმან შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე ნახუისა მოჟამებულმან

773. ავთანდილ უთხრა მე შენი გაყრა არ მომეთმინების თუ გაგეყრები თუალთაგან ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისი კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთუის ჰკვდები მაგითა მას არა არ ელხინების

774. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ გინდა საქებარი მან სხუა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი მან უამბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მომდებარი სხუისა სხუამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი

775. რაცა გითხრა მომისმინე ბრძენი გეტყვი არა ხელი ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ ფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი ვისგან დამწუავს ცეცხლი ცხელი

776. იგი ვნახო სიყვარული მისი ჩემთუის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკევ შემაჯერო ღ~თი იღ~თო ცაცა იცო ერთმან ერთი არ გავწიროთ მაფიცო და შემამფიცო

777. რომე აქათ არ წახუიდე შენ თუ ამას შემეპირო მეცა ფიცით შეგაჯერებ არასათვის არ გაგწირო კვლა მოვიდე შენად ნახუად შენთუის მოვკ[უ]დე შენთვის ვირო ღ~თსა უნდეს ვისთუის ჰკვდები მისთუის აგრე არ გატირო

778. მან მიუგო უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყუარდი გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი რაგუარამცა დაგივიწყე რაგუარამცა უკუმქარდი ღ~თნ ქნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი