... (Q-1335), XVIII ს.

838. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოს დაბდაბთა ცემისაგან ყრურთა სიტყუა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღე მათგან დანაღუარი სისხლი ველთა მოესხმოდა

839. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანნეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი დაჯდა დახუდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა მომღერალნი იყუნეს სრულნი

840. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთათ გასჭუირს ბროლ ლალი კბილთათ ელვა ჰკრთებოდა ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელოდ ხსენება არ ვისგან იკადრებოდა

841. ყმამან რაცა არვის უთხრის კითხვად ვინმცა გამოჰპირდა მართალა თუ საუბარსა აძუირებდა ძუირად ღირდა სმა გარდახდა გაიყარნეს ყმა წავიდა მიცასჭირდა ვეღარ გასძლო გულ მისი აუჩუქდა აუტირდა

842. თქვა ამა ჟამსა წუხელისა მე დილა გამთენებოდა მუნ ვიყავ სადა სამყარო ღაწუთაგან ელვა ჰკრთებოდა აწ სიშორისა მამლოდე გულიმცა მისთვის კუდებოდა მზემან რა მისცა სინათლე თუ მთუარე გაეყრებოდა

843. ყმა მივიდა გულ მოკლული ცრემლი ველთა მოედინა მართ მისივე სიყუარული უარებდის თუალთა წინა ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწუის ჴელსა რადმცა დაეძინა რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმც[ა] მოუსმინა

844. წევს იტყვის გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო მოგშორდი ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო შენთა მჭურეტელთა ნიშატო ვერ მჭურეტთა სივაგლახეო ცხადად ნახუასა არ ღირსვარ ბარემცა სიზმრივ გნახეო

845. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა კულა გულსა ეტყვის დათმობა ჰგუანდეს სიბრძნისა წყაროთა არ დავსთმოთ რა ვქნათ სევდასა მითხარ რა მოუგუაროთა თუ ლხინი გუინდა ღთისაგან ჭირნიცა შევიწყნაროთა

846. კულა იტყვის გულო რასდენცა გაქვს სიკუდილისა წადება სჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთუის თავისა დადება მაგრა დამალე არ გიჩნდეს შენი ცეცხლისა კულა დება ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება

დათხოა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვაზირის საუბარი

847. რა გათენდა შეეკაზმა ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდა დაცავფარე დათმობასა ეაჯების გულსა შენ რა მოუგუარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთუარე

848. ვაზირმან ცნა გაეგება ჩემსა მზეო ამოსრული ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული მიეგება თაყვანის სცა ჰკადრა სრულსა ქება სრული ჴამს სტუმარი სასურველი მასპინძელი მხიარული

849. ყრმა გარდასვა მასპინძელმან არ ღაფალმან ავმან უქმან ფერჴთა ქუეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი გაანათლნა ვით სამყარო მზისა შუქმან თქვეს სურნელი სული ვარდთა დღეს მოგუბერნა ქვენა ბუქმან

850. დაჯდა მისთა შემჴედველთა გული მათი მართლად ხელეს მისთა მჭურეტთა მისთუის ბნედა თავისათუის ისახელეს სულთქმა ბევრი აათასეს აღარა თუ აერთხელეს გაყრა ბრძანეს გაიყარნეს ჯალაბობა გაათხელეს

851. რა ჯალაბი გაიყარა ყმა ვაზირსა ეუბნების ეტყვის შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების რაცა გწადდეს საურავი მეფე იქს და შენ გეთნების გააგონე ჭირი ჩემი მკურნე რაცა მეკურნების

852. მის ყმისა ცეცხლი მედების წვა მისისა მჭირს მწველისა მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა მას ჩემთუის სულნი არ შურდეს შეზღვა ჴამს შეუზღველისა ჴამს სიყუარული მოყურისა უხვისა უშურველისა

853. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა მასთანავე დაებადა რადგან დასწუავს მოახლეთა ღ~თსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთუის დისა მართ დად უფრო დაებადა

854. ოდეს წამოვე შეუფიცე ფიცითა საშინელითა კულა მოვალ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა შენ ხარ გულითა ბნელითა ჟამია ჩემგან წასულისა მით მწვავს ცეცხლითა ნელითა

855. ყოველსავე მართლად გითხრობ არ სიტყვასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მისრულვარ ესე მიდებ ცეცხლსა ცხელსა ვერ გაუტეხ ზენაარსა ვერ გავსწირავ ჴელი ჴელსა რამცა სადა გაუმარჯუდა კაცთა ფიცთა გამტეხელსა

856. რაცა გითხრა ჩემაგიერ როსტანს ჰკადრე მი{ხვ}ედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა ოსტასრასა არ შემიპყრობს არ დავდგები თუ შემიპყრობს მაქნეუს რასა მიშველე რა გული ცეცხლმან არ დამიჭრას არცა სრასა