... (Q-1335), XVIII ს.

721. მოსჯობდა ომი შეეძლო ჴმარება ცხენ აბჯარისა დავჰკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხუი სპათა ჯარისა კაცი ჴმდა მისთა მჭურეტთათუის ღონემცა ეაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა

722. მათი მესმა დაპირება ჩაბალახთა ჩამოხურვა ნავი წინა მომეგება არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლად ზედა შევეჯახე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი შევეც დაუქციე დაიზახნეს დია ცურვა

723. კვლა სხუასა მიველ მოვჰკიდე ჴელი ნავისა ბაგესა ზღუასა დავანთქენ დავჰჴოცნე ომიმცა რაღა აგესა სხუანი გამექცეს მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭურეტდის უკვირდა მაქებდეს არ მაძაგესა

724. ზღუა გავიარეთ გავედით შემოგვიტივეს ცხენია კვლა შევიბენით შეიქნნეს ომისა სიმარცხენია მუნ მომეწონა ფრიდონის სიქველე სიფიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისამც ხენია

725. თვით ორნივე ბიძას ძენი მისნი ჴრმლითა ჩამოყარნა ჴელნი წმიდად დარდაკვეთეს იგი ასრე ასაპყარნა მოიტანნა მჴარ დაკრულნი ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირლნა მისნი სპანი ამაყარნა

726. მათნი ლაშქარნი გაგვექცეს ვეცენით გაცავფანტენით ფიცხლად წაულეთ ქალაქი არ თავნი გავაზატენით ქვითა დავლეწეთ წვივები ჩვენ იგი გავანატენით მომკალით ლარი დავლიოთ ან აკიდებით ან ტენით

727. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა თუით ორნივე ბიძის ძენი დაპყრობილნი წამოასხნა მისთა ნაცულად სისხლნი მათნი მოღუარნა და ველთა ასხნა ჩემი თქვეს თუ ღ~თსა მადლი ვინ ალვისა ხენი ას{ხ}ნა

728. მივედით მოქალაქეთა ზარი ჩნდა რომე ზმიდიან აჯათა მქნელნი მჭურეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგუასხმიდიან გუითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან

729. ლაშქარნი ფრიდონ{ი}ს მეფედ და მიხმობდეს მეფედ მეფობით თუით თაუსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდსა მკრეფობით ჩემი ვერ ცნიან ამბავი მუნ იყო არ იეფობით

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვისა მბობა ტარიელისათვის

730. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკუირველი მე ვნახეო ამა ქედით

731. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა შევჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვათა შიგან იხუსა ჰგუანდა ხმელთა ზედა შავარდენსა აქა ვდეგ და თუალ{ს} უგებდი ქორსა იქით განაფრენსა

732. ზოგჯერ ზღუითვე მივიხედნი წავსდგომოდი ამა გორსა ზღუასა შიგან ცოტა რამე დავინახე თუცა შორსა ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალ აქვ მისსა სწორსა ვერად ვიცან გონებასა გავეკუირვე ამად ორსა

733. ვთქვი რა არის რას ვამსგავსო მფრინველია ანუ მჴეცი ნავი იყო არ ეფარა სამოსელი მრავალ კეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს თუალი ამად დავაცეცი მთუარე უჯდა კიდობანსა ცა მეშვიდე მასცა ვეცი

734. ამოძურნეს ორნი მონანი შავნი მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი ვნახენ მისისა თმისანი მას რომე ელვა ჰკრთებოდა ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი მან გაანათლა ქვეყანა გაცუდდეს შუქნი მზისანი

აქა ტარიელისაგან თავის საყვარელის ამბვის გაგონება

735. სიხარულმან ამაჩქარა ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყვარდა რომე თოვლსა ესა[ხ]ეწა დავაპირე შეტევება ვთქვი წავიდე მათკე მე წა ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა

736. ცხენი გავქუსლე იქმოდეს შამბი ჴმასა და ხრიალსა ვეღარ მივესწარ გამესწრნეს რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღუის პირსა მიველ შევხედენ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გამშორებოდეს წამსულოდეს ამისთვის დავეწუი ალსა

737. ესე მესმა ფრიდონისგან მომემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ თავი სრულად გავიკიცხე ჩემთა ღაწუთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე უთხარ მომკალ უჩემოსა ენახოსცა ვისცა ის ხე

738. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს უცხოდ ეუცხოა მაგრა მეტად შევებრალე ტირილითა მესათნოა ვითა შვილი დამადუმა მემუდარა შემეპოა თუალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოა