... (Q-1335), XVIII ს.

877. ჴამსა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დარიდნეს ოდენ სიტყვა უმეცარი უმეცრულად დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს

878. კვლა უბრძანა თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან თავსა მოგკუეთ არა უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი შაბაშ საქმე მისგან ქნილი

879. დადრკა სკამნი შემოსტყორცნა ჰკრა კედელსა შეალეწნა დააცდუნვა მაგრა მისთუის აალმასა არა ძეწნა ვით მიანბე წასულა მისი ვინ ალვისა მორჩი [ხ]ე წნა ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწუნი თეთრნი აახეწნა

880. ვაზირმან გლახ გამორიდნა მართ ვეღარას ვერ იწრწიჴებს გამოძრწა და გამომელდა გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს რომე კაცი თავსა ივნებს

881. თქვა ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღ~თნ მეტი რა მიჩუენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხუა რა კადნიერად პატრონს არა მოაჴსენოს ჩემნი დღენი მასმცა ადგან რაძი ვითა გაისუენოს

882. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა ვაი კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა

883. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუცა ცრემლთა ვერ იწყურვებს მიკვირს რად სცალს წყლიანობად რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცეს ქადებული მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

884. ვით გამჴადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგუნე რა შლუობა რა შმაგობა მე თუით კაცად აღარ ვარგვარ აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკუირს რად არ მომკლა მისცა თურე ღ~თნ თმობა

885. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქნილსა რისხუასა ვერა ვინ დარიდებია შენთუის სიკვდილი ლხინად მიჩს ჭირი არ გამცუდებია

886. ყმამან უთხრა შენთუის წყრომა მემცა განა დამიმძიმდა მაგრა ქრთამი რადღა გმართებს გაიცინა გაცაღიმდა შენ ადიმი გაგიმეშდა ართუ მეში გაადიმდა რა აქიმი დასნეულდეს ვისთუის ვინმცა გააქიმდა

887. მოახსენა კვლა ვაზირმან მერა გინდა წამეკიდოს მოიწყრომებს შეცამინდობს ნუთუ გული გაიწმინდოს შენ რასა იქ ესე მითხარ ჩემი ჭმუნვა გაიდიდოს ჴამსცა კაცმან სასიკვდინო თავსა არა არ დარიდოს

888. ყმამან უთხრა აღარ წასულა არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოკვდეს ოდის ვარდმან იდამჭკნაროს ჴამს უძებნოს ცუარი წყლისა მისთუის თავი ყოვლგან აროს ვერ უპოვოს რა ქნას ანუ გული რათა დაიწყნაროს

889. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

890. მოვაჴსენებ ერთხელ კვლაცა აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდმიწყდების მე თუ მოუკვდე ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხურდების

891. მოიუბნეს ვაზირმან ქნა ჭამა სუმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღუენი უძღუნა შუენიერსა შუენიერნი მისნი მყოლნი ავეავსნა მოყმენი და თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა საჴლად ჩადგეს მზისა წუერნი

892. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი უხუმან ნიადაგ მიუმცდარომან სამოცი თუალი ლალი იაგუნდი ფერად არ მათმან საუარომან კაცი გაგზავნა ვაზირისასა ესე ყველაი მისთუის არო მან

893. შესთუალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდსაჴდელად რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთუის მოვკდე თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო შეგიწონო

894. მე ვითა ვთქვა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისაცა შესაფერი შესატყუისი ასრე უნდა მოჴმარება ჰგავიდოდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თუისი

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა

895. შერმადინს ეტყუის უბრძანებს პირ მზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედი ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბვისა მათისა ჴამს მკითხავი და მსმენელი