... (Q-1335), XVIII ს.

798. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სუმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხუად გასცეს საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა

799. სუმა გარდაჴდა თავის თავის გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვნეს ყმა დაისუეს ახლოს წინა მეფე კითხავს იგი ჰკადრებს რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მისი უცნობოსა რა ენახა რა ესმინა

800. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ისმენდა ეუბნებოდა ბაგეთათ გასჭუირს ბროლ ლალი მათ კბილთათ ელვა ჰკრთებოდა ახლოს სხდეს ღირსნი ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელო ჴსენება არ ვისგან იკადრებოდა

801. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა ნუთუ მზე ვთქვა მსგავსი მისი და ან მისისა სახისა ვინ უნახავ ქნას გონება ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭკნარი ეკალთა შუა შორს მყოფი ახ ისა

802. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან ავანდილ მისმან მჴსენებმან ღაწვი ცრემლითა მინამან წურილად უამბო ამბავი მან მისმან მონასმინამან

803. ქვაბნი ომითა წაუხმან სახლად აქვს დევთა სახლები საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თუით ნაახლები ვეფხისა ტყავი აცვია ცუდად უჩს სტავრა ნახლები აღარა ნახავს სოფელსა ცეცხლი სწუავს ახალ ახლები

804. რა დაასრულა ამბავი საქმე მისისა ჭირისა ნახუა მის მზისა ნათლისა მის თუალად არ დუხჭირისა იამა უქეს ვარდისა ჴელი მძლედ დანამჭირისა ეგე კმა სიმჴნე სიმჴნისა რადღა ხარ მომხუე ჭირისა

805. გამხიარულდა თინათინ ამა ამბვისა სმენითა მას დღე იხარებს სუმისა და ჭამისა არ მოწყენითა კვლა საწოლს დახუდა მას მზესა მუნცა სიტყვითა ბრძენითა მისულა ებრძანა იამა თქმა არ ეგების ენითა

806. ყმა წავიდა მხიარული ლმობიერი არ გამწყრალი ლომი მინდორს ლომთა თანა მინდორს რული ფერ ნამკრთალი ყმა სოფლის ხასიათი ჯავარი და სრული ლალი მაგრა ჰქონდა გულისათუის გული გულსა განაცვალი

807. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული არ ნადევრი წყლად ეფრატსა უხვად ურწყო ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლ ბალახშსა აშუენებდა თმა გიშერი წარბი მტევრი მე ვინ ვაქებ ათენს ბრძენთა ჴამს აქებდენ ენა ბევრი

808. ყმა მხიარული წინაშე დასუა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა ორთავე შესატყვისითა უბნობენ ლაღნი წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა უთხრა ჰპოვა პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა

809. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა ჴსოვნა არა ჴამს ჭირისა ვით დღისა გარდასრულისა ვჰპოვე ხე ტანი ალვისა სოფლისა წყლითა რწყულისა მუნ პირი მსგავსი ვარდისა მაგრა აწ ფერ ნაკლულისა

810. მუნ ხარო მგზავსი ვარდისა ვნახე მისჭირდა მინები იტყვის დავჰკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები მით ვიწვი რადგან ჩემებრვე ცეცხლი სწუავს მოუთმინები მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან მისგან მონასმინები

811. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთულის ჭირსა მერმე ჰკადრა საწადლისა ღ~თნ პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩსო ვით ნადირსა ოდენ ჴელი მჴეცთა თანა იარების მინდორს ტირსა

812. ეგონების მისი მკვლელი იარების ცრემლთა მფრქუნელი არ შესჯერდეს შემოქმედსა ზღუადცა მისცეს საქონელი ცუდად შურების იარების გამოჭრილა ჰინდოელი მიწყივ უდებს ცეცხლსა ცხელსა მასვე მისი დამდაგველი

813. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების თუალი მჭურეტელი ვით მზისა ციაგსა დაეღონების ვარდი არ ქნილა ზაფრანად აწ ია შეიკონების

814. წურილად ჰკადრა რა იცოდა რა ნახულად რა ნასმენად ვითა ვეფხსა წა{გ}ვარნა და ქუაბი აქო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვაი სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

815. ქალსა რა ესმა ამბავი მიხუდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთუარისა ვით ნათლად ნავანებისა იტყუის რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა

816. ყმა ეტყვის ვის აქუ მინდობა კაცისა მომცქაფავისა მან ჩემთუის დაწვა თავისა დადვა არ დასაწუავისა დრო დამიც ჩემგან მისულისა მითქვამს დადება თავისა მზე შემიფიცავს თავისა ჩემგან მზედ სახედავისა

817. ჴამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქუსმცა უმისოსა ლხინი არმად თავი ფლიდად