... (Q-1335), XVIII ს.

896. იტყვის როსტან არ გამიშვა არცა სიტყვა მომისმინა მან არ იცის რათა ვინა და სულდგმული ვისგან ვინა უმისომცა ნუ ვცოცხალვარ ნუცა გარე ნუცა შინა რაცა საქმე უსამართლო ღ~თნ ვისმცა შეარჩინა

897. თუცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე ღ~თსა ჰგმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი ტირს და სულთქვამს ვაებს უშობს ლხინსა არას არ იახლებს ჰკრთების კუშტობს ვახშობს უშობს

898. ოდეს ბრძენმან გაიგონოს გონებითა მთით და გორით მიჯნური და სამიჯნურო ერთმანერთსა შევასწორით ერთად ვთქუენით გაუყრელად მათი არა გავაორით მოყვარესა მოყურისაგან მოგონება უნდა შორით

899. სამი არის მოყურისაგან მოყვრობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შური ჩუქებისა არ მოწყენა გავლენა და მოჴმარება მისად რგებად ველთა რბენა

900. მან გამისრულა ყველაი ესე წესი და რიგები აწ ჩემგან ჰმართებს მუქაფა გულომცა ჭირსა შეები თუ ვერა ვარგო მისთანა მეცა წა სადმე ვეგები ხარ რაზომ ფერი სოფელო არვისგან არ შეიგები

901. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა ჟამია შემოკლებისა აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ხლებისა რასაცა გვედრებ ისმენდი ვირე დრო გქონდეს ხლებისა შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა

902. აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინახე სპათა ჩემთა ეთავადე სამსახური აქამდისი კვლა გავლენა გააკვლადე

903. მტერთა ჩემთა ენაპირე ძალი ნურა მოგაკლდების ერთგულთათუის კარგი ნუ გშურს ორგულიმცა შენი კვდების შემოვიქცე შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიჴდების პატრონისა სამსახური არა ოდეს არ წაჴდების

904. ესე ესმა ცრემლი ცხელი შერმადინსა თუალთა სდინდი მოაჴსენა მარტოობით ჭირსა რადმცა შეუშინდი მაგრა რა ვქნა უშენომან დამეცემის გულსა ბინდი წამიტანე სამსახურად მოგეჴმარო რაცა გინდი

905. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებდე რა ვიქნები აქა ფლიდი ყმამან უთხრა ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი

906. შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა მაგრა საქმე არ მოჴდების ჟამი ასრე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი შენგან კიდე ვინმც მეფერა გული დადევ დაიჯერე ვერ წაგიტან ვერა ვერა

907. თუ მიჯნური ვარ ერთი ვჴამ ხელი მინდორთა მე რებად არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად გაჭრა ჴელია მიჯნურთა რად სცალს თავისა ბერებად ასრეა ესე სოფელი შესჯერდი კვლა შეჯერებად

908. რა მოგშორდე მაჴსენებდი სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა თავი მონად მომიმონდეს ჴამს მამაცი გაგულისდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს მძულს რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს

909. მე იგი ვარ ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად ვის სიკუდილი მოყვრისათვის თამაშად და მისჩანს მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე გავუშვივარ დავდგე მე რად მას თუ დავთმობ სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა მე რად

910. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ დაგიჭიროს ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა მოვკუდე თავსა ნუ მოიკლავ სატანისგან ნუ იქ ქნილსა ამაზედა ატირებდი დაიდებდი თუალთა მილსა

ანდერძი ავთანდილისი როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა

911. დაჯდა წერად ანდერძისა საბრალოსა საუბრისად ჰე მეფეო გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად შემინდევ {და} წამატანე მოწყალება ღთაებრისად

912. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწაულა თქმულსა სიცრუე და ორპირობა ავნებს ჴორცთა მერმე სულსა

913. რადგან თავია სიცრუვე ყოვლისა უბადობისა მე რად გავსწირო მოყვარე ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქ ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლებით მოგუეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობისა

914. წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ ვით იტყუიან ვით აქებენ ცან ცნობანი მიაფერენ სიყუარული აღგუამაღლებს ვით ეჟვანი ამას ჟერენ შენ არ ჯერხარ უსწავლელნი კაცნი რადმცა შეაჯერენ