... (Q-376), XIX ს.

703. რა გათენდა კაცი მივა, მომკითხაჳ დარბაზს მჴმობი. ყმა წაჳდა ლაღი ნაზი, ნაღჳძები ძილნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯარჳან, ჰსდგან მჭურეტნი დას დას მწყობი. მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ ნობი:-

704. მეფე შეჯდა მაშინდელი, ზარი აწცა ვით ითქმოდა. ქოს დაბდაბთა ცემისაგან, ყურთა სიტყუა არ ისმოდა. მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა ჰრბოლა მიდამოდა. მას დღეს მათგან დანაღუარი, სისხლი ველთა მოესხმოდა:-

705. ინადირეს შემოიქცეს, მხიარულნი მინდორს რულნი. შეიყოლნეს დიდებულნი, თავადნი და სპა ხარისხულნი. დაჰსხდეს დაჰხვდათ მოკაზმულნი, საჯდომნი და სრანი სრულნი. ჴმას ჰსცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყუნეს სრულნი:-

706. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხჳდა ეუბნებოდა. ბაგეთა გაჰსჭვირს ბროლლალი, მართ კბილთა ელუა ჰკრთებოდა. ღირსნი ახლოს ჰსხდეს ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა. უტარიელოდ ჰჴსენება, არვისი არ იქმნებოდა:-

707. ყმა მივიდა გულმოკლული, ცრემლი ველთა მრწყველად ჰსდინდა. თინათინის სიყუარული, უარებდის თუალთა წინა. ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწჳს, ხელსა ვითმცა დაეძინა. რაც ეაჯა დათმობისა, გულმან არა არ უსმინა:-

708. წევს იტყჳს გულსა სალხინო, რამცა ვით დავუსახეო. მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლელწამო და ხეო. შენთა მჭურეტელთა ნიშატო, ვერ მჭურეტთა სა[…]ე[….] ცხადად ხილვასა არ ვღირსვარ, ნეტამცა სიზმრი[….]ო:-

709. ამას მოჰსთქმიდის ტირილით, ცრემლით მჭურეტთ[…….] კულავ გულსა ურჩევს დათმობას, ჰგუანდა სიბრძნისა წყარო[……] არ დავჰსთმოთ რა ვჰქმნათ სევდასა, მითხარ რა მოუ[……] თუ ლხინი გჳნდა ღ~ისაგან, ჭირნიც ჰჴამს შეჳწყნა[…….]თა.

710. კულავ იტყჳს გულო რაზდენცა, გაქუს სიკუდილისა [წადებ]ა. ჰსჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთჳს თაჳსა დადება. მაგრამ დამალე არ გაჩნდეს, შენი ცეცხლისა კულა დება. ავად შეჰფერობს მიჯნურსა, მიჯნურობისა ცხადე[….]

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა

711. რა გათენდა შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარ[ე]. იტყჳს ნეტარ მიჯნურობა, არ დამაჩნდეს დაცა ვჰფარ[ე]. დათმობას ჰ[სთხოვ]ს განგებასა, გულსა შენ რა მოუგვარე. ცხენსა შეჯდა წამოჳდა, ვეზირისა სახლსა მთვარე:-

712. ვეზირმან ჰსცნა გაეგება, ჩემსა მზეა ამოსრული. ამას თურმე მახარებდა, დღეს ნიშანი სახარული. მიეგება თაყუანიჰსცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული. ჰჴამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული:-

713. ყრმა გარდასუა მასპინძელმან, არ ღაფალმან ავმან უქმან. ფერხთა ქუჱშე ხატაურსა, უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი [……]თლა, ვით სამყარო მზისა შუქმან. ჰსთქუჱს სუნნელი სული ვარდთა, დღეს მოგუბერნა ქვენა ბუქმან:-

714. დაჯდა [მისთა შემხე]დუჱლთა, გულნი თჳსნი მართლად ხელეს. მისთა მჭურეტთა მისთჳს ბნედა, თაჳსათჳს ისახელეს. [სულთქმა ბევრ] გზის აათასეს, აღარათუ აერთჴელეს. გაყრა ჰბ[რძანეს გაი]ყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს:-

715. რა ჯალაბი გ[აიყარ]ა, ყმა ვეზირსა ეუბნების. უთხრა შენი დაფარული, დარბაზს არა არ იქმნების. რაცა გწადდეს საურაჳ, მეფე იქმს და შენ გეთნების. [გაიგონე] ჭირნი ჩემნი, მკურნე რითცა მეკურნების:-

716. მის [….]სა ცეცხლი მედების, წუა მჭირს მისისა მწველისა. მკლავს სურვილი და ვერ ნახუა, ჩემისა სასურველისა. [მას] ჩემთჳს სულნი არა შურს, შეზღუა ჰჴამს შეუზღველისა. ჰჴამს სიყუარული მოყურისა, უხჳსა უშურველისა:-

717. მისი ნახუა გულსა ჩემსა, ვითა ბადე დაებადა. მუნუჱ დარჩა დათმობაცა, მასთანავე დაება და. რადგან დაჰსწუავს მოახლეთა, ღ~თსა მზედცა დაებადა. მერმე ასმათ ჩემთჳს დისა, მართ დად უფრო დადცა დაებადა:-

718. ოდეს წამოველ შევჰფიცე, ფიცითა საშინელითა. კულავ მოვალ გნახავ პირითა, არ მტერთა საწუნელითა. შენსა მე ვეძებ ნათელსა, დღისით და ღამე ბნელითა. ჟამია ჩემგან წასლჳსა, ვიწჳ ცეცხლითა ცხელითა:-

719. ყოუჱლსაუჱ მართლად გითხრობ, არ სიტყუასა საკუჱხელსა. მიმელის და ვერ მისულვარ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა. ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავჰსწირავ ხელი ხელსა. რამცა სადა გაუმარჯუდა, კაცსა ფიცთა გამტეხელსა:-

720. რაცა გითხრა ჩემაგიერ, როსტანს ჰკადრე მიველ სრასა. თავმან მისმან ფიცით გეტყჳ, შენ ვაზირსა უსტას რასა. არ შემიპყრობს არ დავჰსდგები, თუ შემიპყრობს მაქნევს რასა. მიშუჱლე რა გული ჴრმალმან, არ დამიჭრას არ ასრასა:-

721. ჰკადრე ხამს გაქოს ყოველმან, პირმან ქუჱყანად მზრახემან. ვითა ვიშიშჳ გაცნობოს, ღ~თნ ნათელთა სახემან. მაგრამ მან ყმამან ცეცხლითა, დამწუა ალვისა სახემან. გული წამსაუჱ წამიღო, ვერათ ვერ შევინახე მ[ა]ნ:-