... (S-4988), XVII-XVIII სს.

684. მოსჯობდა჻ ომი჻ შეეძლო჻ ჴმარება჻ ცხენ჻ აბჯარისა: დავჰკაზმეთ჻ ნავი჻ კატარღა჻ და჻ რიცხვი჻ სპათა჻ ჯარისა: კაცი჻ ჴამს჻ მისთა჻ მჭურეტთათვის჻ ღონემცა჻ ეაჯა჻ რისა: აწ჻ გითხრა჻ ომი჻ მოყმისა჻ მებრძოლთა჻ დამსაჯარისა:

685. მათი჻ მესმა჻ დაპირება჻ ჩაბალახთა჻ ჩამოხურვა: ნავი჻ წინა჻ მამეგება჻ არა჻ ვიცი჻ იყო჻ თუ჻ რვა: ფიცხლა჻ ზედა჻ შევეჯაჴე჻ მათ჻ დაიწყეს჻ ამოდ჻ ცურვა: ქუსლი჻ ვკარ჻ და჻ დაუქცივე჻ დაიზახნეს჻ დიაცურ჻ ვა:

686. კულავ჻ სხვასა჻ მიველ჻ მოვკიდე჻ ჴელი჻ ნავისა჻ ბაგესა: ზღვასა჻ დავანთქენ჻ დავჰჴოცე჻ ომიმცა჻ რაღა჻ აგესა: სხვანი჻ გამექცეს჻ მიმართეს჻ მათ჻ მათსა჻ საქულბაგესა: ვინცა჻ მიჭურეტდის჻ უკვირდა჻ მაქებდეს჻ არ჻ მაძაგესა:

687. ზღვა჻ გავიარეთ჻ გავედით჻ შემოგვიტივეს჻ ცხენია: კულავ჻ შევიბენით჻ შეიქნნეს჻ ომისა჻ სიმარცხენია: მუნ჻ მამეწონა჻ ფრიდონის჻ სიქუელე჻ სიფიცხენია: იბრძვის჻ ლომი჻ და჻ პირად჻ მზე჻ იგი჻ ალვისაც჻ ხენია:

688. თვით჻ ორნივე჻ ბიძაძენი჻ მისნი჻ ჴმრლითა჻ ჩამოყარნა: ჴელი჻ წმიდად჻ დაეკუეთეს჻ იგი჻ ასრე჻ ასაპყარნა: მოიყუანა჻ მხარდაკრულნი჻ ერთმან჻ ორნი჻ არ჻ დაყარნა: მათი჻ ყმანი჻ გაამტირლნა჻ მისნი჻ სპანი჻ ამაყარნა:

689. მათნი჻ ლაშქარნი჻ გაგვექცნეს჻ ვეცენით჻ გაცავფანტენით: ფიცხლად჻ წაუღეთ჻ ქალაქი჻ არ჻ თავნი჻ გავაზანტენით: ქნითა჻ დავლეწეთ჻ წნივები჻ ჩნენ჻ იგი჻ გავაანტენით: მამკალ჻ თუ჻ ლარი჻ დავლიოთ჻ ან჻ აკიდებით჻ ან჻ ტენით:

690. ფრიდონ჻ ნახნა჻ საჭურჭლენი჻ და჻ ბეჭედნი჻ მისნი჻ დასხნა: თვით჻ ორნივე჻ ბიძის჻ ძენი჻ დაპყრობილნი჻ წამოასხნა: მისად჻ ნაცულად჻ სისხლნი჻ მათნი჻ მოღუარნა჻ და჻ ველთა჻ ასხნა: ჩემი჻ თქუეს჻ თუ჻ ღმერთსა჻ მადლი჻ ვინ჻ ალვისა჻ ხენი჻ ასხნა:

691. მივედით჻ მოქალაქეთა჻ ზარი჻ ჩნდა჻ რომე჻ ზმიდიან: აჯათა჻ მქნელნი჻ მჭურეტელთა჻ გულსა჻ მუნ჻ დააბმიდიან: მე჻ და჻ ნურადინს჻ ყუელანი჻ ქებასა჻ შეგვასხმიდიან: გვითხრობდეს჻ მკლავთა჻ თქვენთაგან჻ ჯერთ჻ მათნი჻ სისხლნი჻ მიდიან:

692. ლაშქარნი჻ ფრიდონს჻ მეფედ჻ და჻ მიჴმობდეს჻ მეფეთ჻ მეფობით: თვით჻ მათსა჻ თავსა჻ მონად჻ და჻ ჩემსა჻ ყუელასა჻ სეფობით: დაღრეჯით჻ ვიყავ჻ ვერ჻ მპოვეს჻ ვეროდეს჻ ვარდის჻ მკრეფობით: ჩემი჻ ვერ჻ ცნიან჻ ამბავი჻ მუნ჻ იყო჻ არ჻ იეფობით:

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ტარიელ თანა:

693. დღესა჻ ერთსა჻ მე჻ და჻ ფრიდონ჻ ნადირობას჻ გამოვედით: ზღვასა჻ ზედა჻ წაწურვილსა჻ ქედსა჻ რასმე჻ გარდავდეგით: ფრიდონ჻ მითხრა჻ გითხრობ჻ რასმე჻ ვთამაშობდით჻ ცხენსა჻ ვსხედით: ერთი჻ რამე჻ საკუირველი჻ მე჻ ვნახეო჻ ამა჻ ქედით:

694. მე჻ ვჰკითხევდი჻ ფრიდონ჻ მეტყუის჻ მართ჻ ამბავსა჻ ესოდენსა: დღე჻ ერთ჻ მწადდა჻ ნადირობა჻ შევჯე჻ ამა჻ ჩემსა჻ ცხენსა: ზღვათა჻ შიგან჻ იხუსა჻ გვანდა჻ ჴმელთა჻ ზედა჻ შავარდენსა: აქა჻ ვდეგ჻ და჻ თუალს჻ უგებდი჻ ქორსა჻ იქით჻ განაფრენსა:

695. ზოგჯერ჻ ზღვისკე჻ მივიხედნი჻ წავსდგომოდი჻ ამა჻ გორსა: ზღვასა჻ შიგან჻ ცოტა჻ რამე჻ დავინახე჻ თუცა჻ შორსა: ეგრე჻ ფიცხლად჻ სიარული჻ არას჻ ძალაქუ჻ მისსა჻ სწორსა: ვერად჻ ვიცან჻ გავეკვირვე჻ გონებასა჻ ამად჻ ორსა:

696. ვთქუი჻ რა჻ არის჻ რას჻ ვამსგავსო჻ მფრინველია჻ ანუ჻ მჴეცი: ნავი჻ იყო჻ არ჻ ეფარა჻ სამოსელი჻ მრავალკეცი: წინა჻ კაცნი჻ მოზიდვიდეს჻ თვალი჻ ამად჻ დავაცეცი: მთვარე჻ უჯდა჻ კიდობანსა჻ ცა჻ მეშვიდე჻ მასცა჻ ვეცი:

697. ამოძურნეს჻ ორნი჻ მონანი჻ შავნი჻ მართ჻ ვითა჻ ფისანი: ქალი჻ გარდმოსვეს჻ სისხონი჻ ვნახენ჻ მისისა჻ თმისანი: მას჻ რომე჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ ფერნიმცა჻ ჰგვანდა჻ რისანი: მან჻ გაანათლა჻ ქუეყანა჻ გაცუდდეს჻ შუქნი჻ მზისანი:

698. სიხარულმან჻ ამაჩქარა჻ ამათრთოლა჻ დაცამლეწა: იგი჻ ვარდი჻ შემიყუარდა჻ რომე჻ თოვლსა჻ ეხაეწა: დავაპირე჻ შეტევება჻ ვთქუი჻ წავიდე჻ მათკენ჻ მე჻ წა: ჩემსა჻ შავსა჻ სულიერი჻ რამცა჻ ვითა჻ გარდეხვეწა:

699. ცხენი჻ გავქუსლე჻ იქმოდის჻ შამბი჻ ჴმასა჻ და჻ ხრიალსა: ვეღარ჻ მივესწარ჻ გამესწრნეს჻ რაზომცა჻ ვსცემდი჻ წრტიალსა: ზღვის჻ პირსა჻ მიველ჻ შევხედენ჻ ჩნდა჻ ოდენ჻ მზისა჻ ტიალსა: გამშორვებოდეს჻ წამსულოდეს჻ ამისთვის჻ დავეწვი჻ ალსა:

700. ესე჻ მესმა჻ ფრიდონისგან჻ მამემატა჻ ცეცხლთა჻ სიცხე: ცხენისაგან჻ გარდავიჭერ჻ თავი჻ სრულად჻ გავიკიცხე: ჩემთა჻ ღაწუთა჻ დანადენი჻ მე჻ ჩემივე჻ სისხლი჻ ვიცხე: მამკალ჻ თუმცა჻ უჩემოსა჻ ენახოსცა჻ ვისცა჻ ის჻ ხე:

701. ესე჻ ჩემგან჻ გაუკვირდა჻ ფრიდონს჻ უცხოდ჻ ეუცხოა: მაგრამ჻ მეტად჻ შევებრალე჻ ტირილითა჻ მესათნოვა: ვითა჻ შვილი჻ დამადუმა჻ მემუდარა჻ შემეპოა: თვალთათ჻ ვითა჻ მარგალიტი჻ ცრემლი჻ ცხელი჻ გარდმოთოა:

702. ვაგლახ჻ მეო჻ რა჻ გიანბე჻ ფათერაკად჻ მცდარმან჻ შმაგად: მოვახსენე჻ ნურა჻ გაგვა჻ ნუ჻ ინაღული჻ მაგას჻ მაგად: იგი჻ მთვარე჻ ჩემი჻ იყო჻ მით჻ მედების჻ ცეცხლი჻ მდაგად: აწ჻ გიამბობ჻ რადგან჻ თავი჻ გინდა჻ ჩემად჻ ამხანაგად: