... (H-925), XVIII ს.

684. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა მასთანავე დაება და რადგან დასწვავს მოახლეთა ღ~თსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა

685. როდეს წამოვე შევფიცე ფიცითა საშინელითა კვლავ მოვალ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა შენ ხარ გულითა ბნელითა ჟამია ჩემგან წასულისა მით მწვავს ცეცხლითა ნელითა

686. ყველასავე მართლად გითხრობ არ სიტყვასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მივსულვარ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გაუტეხ ზენაარსა ვერ გავსწირავ ხელი ხელსა რამცა სადა გაუმარჯვებს კაცთა ფიცთა გამტეხელსა

687. რაცა გითხრა ჩემაგიერ როსტანს კადრე მიედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყვი შენ ვეზირსა ოსტასრასა არ შემიპყრობს არ დავდგები თუ შემიპყრობს მაქნევს რასა მიშველე რა გული ცეცხლმან არ დამიჭრას არცა სრასა

688. კადრე ვინ გაქო ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს ღ~თნ თქუჱნმანვე სახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა ალვისა სახემან გული წამსავე წამიღო ვერათ ვერ შევინახე მან

689. აწ მეფეო უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების გული მას აქვს უგულოსა აქა ჴელი რა მეხდების თუ რას ვარგებ პირველ ხოლე თვით სახელი თქუჱნ მოგხვდების ვერას ვარგებ გულსა დავსდებ ჩემი ფიცი არ გატყდების

690. წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იქნეს ღ~თსა რაცა უნდეს მანვე ქნას და განმიმართლდეს თქუჱნი თქუჱნკე დავებრუნდეს არ მოვბრუნდე თქუენმცა სუფევთ თქუენი მტერი დაძაბუნდეს

691. კულავ პირმზე ეტყვის ვაზირსა მე სიტყვა შევამცირეო აწ ესე კადრე მეფესა შევინ ვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო

692. ვეზირმან უთხრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვკადრებ მეფესა რაცა აწ თქუჱნგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს შოება არ საწყენია

693. თავმან მისმან მუნვე მამკლავს ვეჭ წამიცა არ წამაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე გლახ მიწა მესამაროს მამკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყვი რა გინდა ვინ მისგან აროს

694. გზა [არ წავა] თავსა წინა სიცოცხლე გლახ ვით გათნიო ამიკლებს და ანუ მამკლავს ეგე სიტყვა ვითა სთქვიო რად არ მუნვე გაიგონე რად ხარ შმაგი ეგეთიო სჯობს სიცოცხლე აკლებასა ამას თავსა აწვე ვსწურთიო

695. თუ მეფეცა გაგიშვებდეს თვით ლაშქარნი რად მოღორდენ რად გაგიშვან რად დაღორდენ ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების ვითა ჩიტნი არ გაქორდენ

696. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა ჴამს თუ დანა გულსა ვიცი ჰე ვაზირო შეგეტყობის სიყვარული არ თურ იცი ანუ სხვაცა არ გიკითხავს მოყვრობა და არცა ფიცი თუ გიკითხავს უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი

697. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს ჩემი ჩემებრ არვინ იცის რა მამწარებს რა მატკბუნვებს ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს

698. მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ჴელსა რასა მხდიან აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვეტლად ცრემლი მდიან სჯობს წავიდე არ გავტეხნე კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი კაცსა ვისმცა გარდუხდიან

699. აწ ვეზირო მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე ჴამს გაცვილდეს არ გატინდეს ვერ გადვიხდი ცრემლთა მისთა ჯეონიცა თვალთა მდინდეს მომეხმარე ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს

700. არ გამიშვებს გავიპარვი წავალ მათგან შეუგებლად ვითა მნუკევს ეგრე დავრთო გული ცეცხლსა მოსადებლად ვიცი ჩემთვის არას გიზამს თუ არ უნდი გასაძებლად თქვი რა გინდა წაგეკიდოს თავი დადევ საწამებლად

701. ვეზირმან თქვა შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა სოფელიცა გაქარდების ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა ზოგჯერ თქმითა დაშავდების ვიტყვი მოვკვდე არა მგამა ჩემი მზეცა თქუენ მოგჴუდების

702. რა ვეზირმან ესე უთხრა ადგა დარბაზს გაემართა მეფე დახვდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა

703. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხველ შეჭირვებული მან ჰკადრა არა ვიცი მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მამკლათ რა გესმათ ამბავი გაკვირვებული