... (Q-296), XVIII ს.

686. მუნ სარო მზგავსი ვარდისა ვნახე მისჭირდა მინები იტყვის დავჰკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები მით ვიწვი რადგან ჩემებრვე ცეცხლი მწვავს მოუთმინები მერმე კვლავ ჰკადრა ამბავი მან მისგან მონასმინები

687. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა მერმე ჰკადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩნხო ვით ნადირსა ოდენ ხელი მჴეცთა თანა იარების მინდორს ტირსა

688. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების თვალნი მჭვრეტელი ვით მზისა ციაგსა დაეღონების ვარდი ქმნილა ზაფრანად აწ ია შეიკონების

689. წვრილად ჰკადრა რა იცოდა რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხსა წავაარნა და ქვაბი აქვს სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვაი სოფელმან სოფელად მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

690. ქალსა რა ესმა ამბავი მიჰხვდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთვარისა მის ნათლად ნავანებისა იტყვის რა უთხრა პასუხი მას სანთებლისა თნებისა რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა

691. ყმა ეტყვის ვის აქუს მინდობა კაცისა მამცქაფავისა მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა არ დასაწვავისა დრო დამიც ჩემგან მისლვისა მითქუამს დადება თავისა მზე შემიფიცავს თავისა ჩემგან მზედ სახედავისა

692. ჴამს მოყუარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის სიყუარული გზად და ხიდად კვლავ მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქუსმცა უმისოსა ლხინი არმად თავი ფლიდად

693. მზე ეტყვის მამხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხველ მშვიდობით მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზრდა სიყუარულისა გაქვს ჩემგან დანერგულისა ვჰპოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

694. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხუდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინი უხდების რადგან შვება აქვს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების

695. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა ჴამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ჴამს უიიცისა ჩემი თქვი რავქნა ბნელ ქმნილმან მზე მიმეფაროს მე ცისა

696. ყმამან ჰკადრა სიახლითა შევსრთე ჭირსა შვიდსა მერვა ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყვარული ქვეით კოცნა მზისა წვერვა თუ გეახლო ერთხლ ვაი რა მოგშორდე ათასჯერ ვა

697. ვაითუ გავიჭრე გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სამ ალი გული ძეს საგნად ისრისა მესურის საკუდავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესითღა ჩანს ნასამალი ფალვა მწადს მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი

698. მესმა თქვენი ნაუბარი გავიგონე რაცა ჰბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრა მზეო თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე

699. ყმატკბილი და ტკბილ ქართული სიკეთისა ჴელის მჴდელი ამაზედა ეუბნების ვით გამზდელსა ამომზრდელი ქალმან მისცა მარგალიტი სრულ ქნა მისი საწადელი ღმერთმან ქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი

700. რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლ ლალსა თანა ახიოს ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭვრეტელსა ალხინოს ვერმჭვრეტთა ავაგლახიოს ვაი მოყვარისა გაყრილსა ახიოს ეყოს ახიოს

701. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანეთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა მეტის მეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა

702. ყმა წავიდა სევდიანი მკერდსა იცემ ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის მზე ხმელეთსა დააჩრდილებს მის მოყვრისა მოშორება კვლავ აბინდებს არ ადილებს

703. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქნის ღარად და ღარად იტყვის მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად ვირე ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად

704. ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა რგმით მომრწყო მახია დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა დანასა მახია დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა მახია აწყა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია

705. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს ათრთოლებს და აწანწარებს გულამოსკვნით ოხვრა სულთქმით მიხრის ტანსა მიახარებს საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს ვაი საწუთრო ბოლო თავსა ასუდარებს