... (Q-296), XVIII ს.

706. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა არ მოსწყდების ვით მწვანილსა თრთვილისაგან პირსა მოაკლდების ხედავ ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების

707. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი გული ჟამ ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა თვით ვერას ვერ გამზომელი ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი ვერც მეფე რომელი

708. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამნი მათ კბილთა სამეყვისონი პირსა დასდვა და აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი

709. რა გათენდა კაცი მივა მამკითხავი დარბაზს მხმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილ ნაკრთობი ერთმანერთსა ეჯავრიან დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა მოემზადა დაბდაბნობი

710. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოს დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღე მათგან დანაღვარი სისხლიველთა მოესხმოდა

711. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი ჴამს სცემს ჩანგი ჩაღანასა მამღერალნი იყუნეს რულნი

712. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთა გასჭივირს ბროლ ლალი მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს შორს ჯარნი დაიჯრებოდა უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა

713. ყმა მივიდა გულ მოკლული ცრემლი ველთა მოედინა მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის ხელსა რადმცა დაეძინა რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა

714. წევს იტყვის გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო მოგშორდი ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო შენთა მჭვრეტელთა ნიშატო ვერ –მჭვრეტთა სავაგლახეო ცხადივ ნახვასა არ ღირსვარ ნეტამცა სიზმრივ გნახეო

715. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა კვლავ გულსა ეტყვის დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა არ დავთმობთ რა ვქნათ სევდისა მითხარ რა მოუგვაროთა თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან ჭირიცა შევიწყნაროთა

716. კულავ იტყვის გულო რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება სჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთვის თავისა დადება მაგრა დამალე არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი და ხვეწნა

717. რა გათენდა [გათენდა] შეეკაზმა ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დაცავფარე დათმობასა ეაჯების გულსა შენ რა მოუგვარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა ვეზირისა სახლსა მთვარე

718. ვეზირმან ცნა გაეგება ჩემსა მზეა ამოსული ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული მიეგება თაყვანისცა ჰკადრა სრულსა ქება სრული ჴამს სტუმარი სასურველი მასპინძელი მხიარული

719. ყმა გარდასვა მასპინძელმან არ ღაფალმან ავმან უქმმან ფერხთა ქუეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი განანათლა ვით სამყარო მზისა შუქმან თქუეს სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან

720. დაჯდა მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს სულთქმა ბევრი აათასეს აღარა თუ აერთხელეს გაყრა ბრძანეს გაიყარნეს ჯალაბობა გაათხელეს

721. რა ჯალაბი გაიყარა ყმა ვაზირსა ეუბნების ეტყვის შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების რაცა გწადდეს საურავი მეფე იქს და შენ გეთნების გაიგონე ჭირი ჩემნი მკურნე რაცა მეკურნების

722. მისყმისა ცეცხლი მედების წვა მჭირს მისისა მწველისა მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სული არ შურდეს შეზღვა ხამს შეუზღველისა ჴამს სიყვარული მოყვრისა უხვისა უშურველისა

723. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა მასთანავე დაებადა რადგან დასწვავს მუახლეთა ღმერთსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა

724. ოდეს წამოველ შევჰფიცე ფიცითა საშინელითა კვლავ მოვალ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა შენ ხარ გულითა ბნელითა ჟამია ჩემგან წასლვისა მით მწვავს ცეცხლითა ნელითა