..., 1860 წ.

721. ვაგლახ მეო რა გიამბე. ფათერაკად შმაგად მცდარად მოვახსენე ნურა მაგვა. ნუ ინაღვლი მაგას მაგად იგი მთვარე ჩემი იყო. მით მედების ცეცხლი დაგა და აწ გიამბობ რადგან თავი. გინდა ჩემად ამხანაგად.

722. ფრიდონს უთხარ ყველაკაი. ჩემი თავსა გარდასრული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი. მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ინდოთ მეფე. ჩემსა რადმე ხარ მოსული და საჴელმწიფო და საჯდომი. ტახტი გმართებს სრაცა სრული.

723. კვლავაცა მითხრა ვისცა ღ~თი. ხარო ნორჩსა ტანად უხებს მას ლახვარსა მოაშორვებს. თუცა პირველ გულსა უხებს იგი მოგცემს წყალობასა. მისსა ზეცით მოგიქუხებს და ჭირსა ლხინად შეგიცვალებს. არა ოდეს შეგაწუხებს.

724. წამოვედით ნატირები. სრას და ვსხედით თავის წინა ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე. შენგან კიდე არა ვინა ვითა ღ~თნ შენი მსგავსი. სოფლადარა მოავლინა და მაშე რადგან შეგემეცნე. ამის მეტი რაღა მინა.

725. არ ავი გესვა მოყვარე. თუ ჟამი მამხვდეს ჟამისდ ენა გონება მახმარე. გამოსარჩევად ამისად რა მოვაგვარო რა მიჯობს. სალხენად ჩემად დამისად და თუ ვერას ვარგებ ვიქნები. ვარ დამყოფელი ხანისად.

726. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან. მიჯობსღა ამას რომელი მოსულხარ ჩემად წყალობად. მეფე ინდოეთს მჯდომელი მემცა რად ვიყავ ამისთვის. მადლისა გარდამხდომელი და ერთი ვარ მონა მონებად. წინაშე შენსა მდგომელი.

727. ესე ქალაქი გზა არის. ნავთა ყოველგნით მავალთა შემამკრეფელი ამბავთა. უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგვესმა ამბავი. შენ რომე დაუწვავ ალია და ნუ ქნას ღ~თნ გარდხდა. მაგავე ჭირთა და ვალთა.

728. ჩვენ გავგზავნოთ მენავენი. რომელთაცა კვლავ უვლია მოგვინახონ იგი მთვარე. ვისთვის ჭირი არ გვაკლია მუნამდინცა მოიჭირვე. გონებამან არ დაგლია და ყოლე ჭირი არ ეგების. თუცა ლხინმან არ დასძლია.

729. კაცნი იჴმო მასვე წამსა. ესე საქმე დამიურვეთ უბრძანა თუ ნავებითა. წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ მოგვინახეთ საყვარელსა. მისსა მისთვის მოასურვეთ და თავთა ჭირი უათასეთ. რამც უშვიდეთ ანუ ურვეთ.

730. უჩინნა კაცი სადაცა. სადგური ნავთა სჩენოდეს უბრძანა ძებნეთ ყოველგან. რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ. პატიჟნი რომე მლხენოდეს და უმისოდ ლხინი მინახავს. ამა დღისათვის მრცხვენოდეს.

731. ფრიდონ საჯდომი დამიდგა. ადგილსა საბატოსა მითხრა თუ მცდარვარ აქამდის. ვერ მივხვდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ინდოთა. რა ვით ვინ მოგაწონოსა და ვინ არის კაცი რომელმან. თავი არ დაგამონოსა.

732. რას ვაგრძელებდე მოვიდნენ. ყოვლგნით ამბისა მცნობელნი ცუდნი და ცუდთა ადგილთა. თავისა დამაშრობელნი ვერა ვერ ეცნათ ვერ იყვნენ. ვერა ამბისა მცნობელნი და მე უფრო მდინდა თვალთაგან. კვლავ ცრემლი შეუშრომელნი.

733. ვსთქვი რა მაკლდა სახლსა ჩემსა. სპათა ვსჭვრეტდი ვსვამიგია მე ვიშვებ რა იგი ტყვეთა. ზღვათა შიგან წამიგია კლდისაგანცა უმაგრესსა. ესე ვითა გამიგია და ჴელსა ჴმალსა ვეღარას ვხდი. ცუდათ შიგან რას მიგია.

734. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე. მე ვითარ მესაზაროების ამისად მოწმად ღ~თი მყავს. სათქმელად მე უცხოების უშენოდ ყოფსა მე ღამე. და დღეცა მესაღამოების და დავსხნილვარ ლხინსა ყოველსა. მით გული ჭირსა მოების.

735. უთხარ მე მისსა ამბავსა. რადგან აღარას მოველი ვეღარ ვიქნები გამიშვი. ვარ ფარვანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა. სისხლითა მოერწყო ველი და თუმცა დია მოიჭირვეს. ცუდ იყო ლხინი ყოველი.

736. თუმცა დიდად დამიშალეს. ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუხლ მოყრითა. თავი მათი ჩემკენ არეს მეხვეოდეს მაკოცებდეს. ატირდეს და ამატირეს და ნუ წახვალო დაგემონოთ. სიცოცხლეა ჩვენი ვირეს.

737. მერმე უთხარ თქვენი გაყრა. მეცა დია მეძნელების მაგრამ ლხინი უიმისოდ. ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ. თქვენცა დია გებრალების და ნურვინ მიშლით ვერ დავდგები. არცა ვისგან დამეშლების.

738. მერმე ფრიდონ მოიყვანა. მიძღვნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ხედავ პირი მზისა. თქვენ საროსა ეგე ხენი ვიცი მეტი არა გინდა. ძღვენი რაცა გაგკიცხენი და თჳთ ამანვე მოგაწონოს. სახედრობა სიფიცხენი.

739. ფრიდონ გამამყვა წაველ. ორთავე ცრემლი ვლამენით მუნ ერთმანეთსა ვაკოცეთ. ძახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს. გულითა მართლა ენით და გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა. ჩვენ თავი დავადარენით.

740. ფრიდონისაგან წამოსულმან. წაველ ძებნად კვლავ ვიარე რომე არე არსად დამრჩა. ჴმელთა ზედან ზღვათა გარე მაგრამ მისსა მნახავსაცა. კაცსა ვერსად შევეყარე და გული სრულად გამიშმაგდა. თავი მჴეცთა დავადარე.