..., 1860 წ.

741. ვთქვი თუ ჩემგან აღარა ჴამს. სიარული ცუდი ცურვა ნუ თუ მჴეცთა სიარულმან. უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამა ასმათს. სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა და ვიცი რომე დამირჯი ხართ. ამით გმართებსთ ჩემი მდურვა.

742. აწ წადით და მე დამაგდეთ. ეტერენით თავთა თქვენთა ნუღარ უჭვრეტთ ცხელსა ცრემლსა. თვალთა ჩემთა მონადენთა რა ესენი მოისმენდენ. საუბართა ესოდენთა და მითხრეს ჰაი რასა ბრძანებ. ნუ მოისმენ ყურთა ჩვენთა.

743. უშენოსა ნუცა ვნახავთ. ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუ თუ ღ~თნ არ გაგვყარნეს. ცხენთა თქვენთა ნატერფალსა თქვენ გიჭვრეტდეთ საჭურველსა. შვენიერსა სატურფალსა და თუცა ღ~თი მოაღაფლებს. კაცსა ეზომ არღაფალსა.

744. ვეღარ გავგზავნე სიტყვანი. მესმა მონათა ჩემთანი მაგრამ დავყარენ არენი. მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფლად მიმაჩნდა. თხათა და მათ ირემთანი და გავიჭერ სრულად დავტსკეპნე. ქვე მინდორნი და ზე მთანი.

745. ესე ქვაბნი უკაცურნი. ვპოვე დევთა შეეკეფნეს შემოვები ამოვსწყვიტე. ყოლე ვერას ვერ მეხაფნეს მათ მონანი დამიხოცნეს. ჯაჭვი ავად მოექაფნეს და საწუთრომან დამაღრიჯა. ცქაფი მისნი კვლავ მეცქაფნეს.

746. დაიწყო ყვირილ ძახილი. ზეცამდინ აიწვდებოდა მათითა ლახტის ცემითა. ქვეყანა შეირყეოდა მზე დააბნელეს მტვერითა. ალვის შტორე ირხეოდა და ასი ერთკერძო მამიხდეს. დავფრიწე და იხეოდა.

747. პირველი რაზმი დავფანტე. შევლეწე ქვაბთა კარები დიდი რამ დევი მომიხდა. მას ჴელთა ჰქონდა ფარები რქასა ვსტაცე დავითრიე. არ მოვიხმარე ჴმარები და ხანჯლითა გული გაუპე. რუუთ მისდის სისხლის ღვარები.

748. დაღამდა ომი გარდასწყდა. გუმბათსა დაჯდა მთვარეო ნახოცის დევით აივსო. ყოელი არე მარეო გლახ მე და ასმათ მარტონი. გავყრიდით ქვაბსა გარეო და ხელსა მიმჭირდა მას აქათ. სული ამომხდეს ბარეო.

749. აჰა ძმაო მაშინდლითგან. აქა ვარ და აქა ვკვდები ჴელი მინდორს გავიჭრები. ზოგჯერ ვსტირი ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს. არი მისთვის ცეცხლ ნადები და ჩემად ღონედ სიკუდილისა. მეტსა არად არ ვეცდები.

750. რომე ვეფხვი შვენიერი. სახედ მისად დამისახავს ამად მიყვარს ტყავი მისი. კაბად ჩემად მამისახავს ესე ქალი შემიკერავს. ზოგჯერ სულთქმავს ზოგჯერ ოხავს და რადგან თავი არ მამიკლავს. ხმალი ცუდათ მამიმახავს.

751. მისსა ვერ იტყვის ქებასა. ყოველი ენა ბრძენები მას დაკარგულსა ვიგონებ. მე სიცოცხლისა მთენები მასაქათ ვნახავ ნადირთა. თავსა მათებრივ მჴსენები და სხვად ვეაჯ ღ~თისაგან ვარ. იგ სიკვდილისა მქენები.

752. აწ ათია წელიწადი. ინდოეთით რა წასულა მის მთვარისა ჩემენით პოვნა. ანუ ნახვა გარდასრულა აჰა მიკვირს ალმასისა. გული გასძლებს ამას სრულა და ყმამან პირსა ჴელი იკრა. რა ამბავი დაასრულა.

753. პირსა იცა გაიხეთქა. ღაწვი ვარდი აიხეწა ლალი ქარვად გარდაიქცა. ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსაც ცრემლი ჩასდის. წამწამთაგან ერთსა ხეწა და მერმე ქალმან დაადუმა. მუხლ მოყრილი შეეხვეწა.

754. ტარიელ უთხრა ავთანდილს. ასმათის დადუმებულმან შენ ყველა კაი გაამე. მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი. სიცოცხლე გაარმებულმან და აწ წადი ნახე შენი მზე. ნახვისა მოჟამებულმან.

755. ავთანდილ უთხრა მე შენი. გაყრა არ მამეთმინების მართალსა გითხრობ ამისი. კადრება ნუ გეწყინების თუ გაგეყრები თვალთაგან. ცრემლიცა დამედინების და შენ ვისთვის კვდები მაგითა. მას არა არ ელხინების.

756. რა აქიმი დასნეულდეს. რაზომ გინდა საქებარი მან სხვა იხმოს მკურნალი. და მაჯა შიგან შემტყობარი მან უამბოს რაცა სჭირდეს. სენი ცეცხლთა მამდებარი და სხუისა სხვამან, უკეთ იცის. სასარგებლო საუბარი.

757. რაცა გითხრა მამისმინე. ბრძენი გეტყვი არა ხელი ასი გმართებს გაგონება. არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოავლენს. კაცი ეგრეთ გულ ფიცხელი და აწ მე მინდა ნახვა მისი. ვისი მე მწვამს ცეცხლი ცხელი.

758. იგი ვნახო საყვარელი. მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას. მეტი საქმე არა მიცსო შენ გენუკვი შემიჯერო. ღ~თი იმღთო ცაცა იცო და ერთმანერთი არ გავსწიროთ. მაფიცო და შემომფიცო.

759. რომე აქათ არ წახვიდე. შენ თუ ამას შემიცირო მეცა ფიცით შეგიჯერებ. არასათვის არ გაგწირო კვლავ მოვიდე შენად ნახვად. შენთვის მოვკუდე შენთვის ვირო, და ღ~თსა უნდეს ვისთვის ვკუდები. მისთვის აგრე არ მატირო.

760. მან მიუგო უცხო უცხოს. აგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები. იადონსა ვითა ვარდი რაგვარათცა დაგივიწყე. რაგვარათცა უკუმქარდი და ღ~თნ ქნას და კვლავცა გნახო. ალლვა ნორჩი განაზარდი.