... (H-741), XIX ს.

682. მზე უკადრი ტახტსა ზედა: ზის მორჭმული არ ნადევრი: წყლად ეფრატსა უხვად ერწყო: ედემს რგული ალვა მჭევრი: ბროლ ბალახშსა აშვენებდა: თმა გიშერი წარბი ტევრი: მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა: ჴამს აქებდეს ენა ბევრი:

683. ყმა მხიარული წინაშე: დასვა სკამითა მისითა: სხენან სავსენი ლხინითა: ორთავე შესატყვისითა: უბნობდენ ლაღნი წყლიანნი: არა სიტყვითა მქისითა: უთხრა ჰპოვეა პატიჟნი: მაგრა ძებნითა ვისითა:

684. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან: მისცეს წადილი გულისა: ხსოვნა არა ხამს ჭირისა: ვით დღისა გარდასრულისა: ვჰპოვე ხე ტანი ალვისა: სოფლისა წყალთა რწყულისა: მუნ პირი მსგავსი ვარდისა: მაგრა აწ ფერ ნაკრულისა:

685. მუნ სარო მგზავსი ვარდისა: ვნახე მისჭირდა მინები: იტყვის დავჰკარგე ბროლი და: სადა რთავს ბროლსა მინები: მით ვიწვი რათგან ჩემებრივ: ცეცხლი სწვავს მოუთმინები: მერმე კვლავ ჰკადრა ამბავი: მან მისგან მონასმინები:

686. სიარულსა მისგან ძებნად: სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა: მერმე ჰკადრა საწადლისა: ღ~თმან პოვნა ვით აღირსა: საწუთრო და სოფელს ყოფა: კაცი უჩნსო ვით ნადირსა: ოდენ ხელი მჴეცთა თანა: იარების მინდორს ტირსა:

687. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო: ჩემგან ვით გაგეგონების: მისსა მნახავსა ნახული: აღარა მოეწონების: თვალნი მჭვრეტელი ვით მზისა: ციაგსა დაეღონების: ვარდი და ქნილა ზაფრანად: აწ ია შეიკონების:

688. წვრილად ჰკადრა რა იცოდა: რა ნახული რა ნასმენად: ვითა ვეფხსა წავარნა და: ქვაბი აქუსო სახლად მენად: ქალი ახლავს სასურველად: სულთა დგმად და ჭირთა თმენად: ვაი სოფელმან სოფელს მყოფი: ყოვლი დასვა ცრემლთა დენად:

689. ქალსა რა ესმა ანბავი: მიხვდა წადილი ნებისა: განათლდა პირი მთვარისა: ვით ნათლად ნავანებისა: იტყვის რა უთხრა პასუხი: მას სათნებლისა თნებისა: რაა წამალი მისისა: წყლულისა განკურნებისა:

690. ყმა ეტყვის ვის აქვს მინდობა: კაცისა მამცქაფავისა: მან ჩემთვის დაწვა თავისი: დადვა არ დასაწვავისა: დრო დამიც ჩემგან მისვლისა: მითქვამს დადება თავისა: მზე შემიფიცავს თავისა: ჩემგან მზედ სახედავისა:

691. ხამს მოყვარე მოყვრისათვის: თავი ჭირსა არ დამრიდად: გული მისცეს გულისათვის: სიყვარული გზად და ხიდად: კვლავ მიჯნურსა მიჯნურისა: ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად: აჰა მაქვსმცა უმისოსა: ლხინი არმად თავი ფლიდად:

692. მზე ეტყვის მამხვდა ყოველი: ჩემი წადილი გულისა: პირველ შენ მოხველ მშვიდობით: მპოვნელი დაკარგულისა: მერმე ზრდა სიყვარულისა: გაქვს ჩემგან დანერგულისა: ვჰპოვე წამალი გულისა: აქამდის დადაგულისა:

693. საწუთრო კაცსა ყოველსა: ვითა ტაროსი უხუდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე: ცა რისხვით მოუქუხდების: აქამდის ჭირი ჩემზედა: აწ ესე ლხინად უხვდების: რადგან შვება აქვს სოფელსა: თვით რად ვინ შეუწუხდების:

694. შენ არ გატეხა კარგი გჭირს: ზენაარისა ფიცისა: ხამს გასრულება მოყვრისა: სიყვარულისა მტკიცისა: ძებნა წამლისა მისისა: ცოდნა ხამს უიიცისა: ჩემი თქვი რა ვქმნა ბნელ ქმნილმან: მზე მამეფაროს მე ცისა:

695. ყმამან ჰკადრა სიახლითა: შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა: ცუდი არის დამზრალისა: გასათბობლად წყლისა ბერვა: ცუდი არის სიყვარული: ქვეით კოცნა მზისა წვერვა: თუ გიახლო ერთხელ ვა და: რა მოგშორდე ათასჯერ ვა:

696. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა: სადა გლახ დამწვავს სამალი: გული ძეს საგნად ისრისა: მესურის საკრავად სამალი: დრო სიცოცხლისა ჩემისა: დღისითღა ჩანს ნაასამალი: ფარვა მწადს მაგრა გარდახდა: ჟამი პატიჟთა სამალი:

697. მესმა თქვენი ნაუბარი: გავიგონე რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს: ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრა მზეო თავი მზესა: ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო: ნიშანი რა წამატანე

698. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული: სიკეთისა ხელის მხდელი: ამა ზედა ეუბნების: ვით გაზრდილსა ამო მზრდელი: ქალმან მისცა მარგალიტი: სრულ ქმნა მისი საწადელი: ღ~თნ ჰქმნა და გაუსრულდეს: ლხინი ესე აწინდელი:

699. რა ჰსჯობს რა კაცმან გიშერი: ბროლ ლალსა თანა ახიოს: ანუ ბაღს ალვა საროსა: ახლოს რგოს მორწყოს ახიოს: მისსა მჭვრეტელსა ალხინოს: ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს: ვაი მოყვარისა გაყრილსა: ახიო ეყოს ახი ოს:

700. მათ მიხვდა ლხინი ყოველი: ერთმანერთისა ჭვრეტითა: ყმა წამოვიდა გაყრილი: მივა გულითა რეტითა: მზე ტირს სისხლისა ცრემლითა: ზღვისაცა მეტის მეტითა: იტყვის ვერ გაძღა სოფელი: ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა:

701. ყმა წავიდა სევდიანი: მკერდსა იცემს ამად ილებს: რომე კაცსა მიჯნურობა: ატირებს და გააფლიდებს: რა ღრუბელი მიეფარვის: მზე ხმელეთსა დააჩრდილებს: მის მოყვრისა მოშორება: კვლავ აჩრდილებს არ ადილებს: