... (H-403), 1818 წ.

682. ყმა ახლოს უჯდა მეფესა: ისმენდა ეუბნებოდა჻ ბაგეთა გასჭური ბროლ ლალი მართ კბილი ელვა კრთებოდა჻ ახლოს სხდეს ღირსნი ისმენდეს:შორს ჯარი დაიჯრებოდა჻ უტარიელოდ ხსენება: არ ვისგან იკადრებოდა჻

683. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს: თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა჻ მზე თუ ვსთქვა მგზავსი მისი და: ანუ მისისა სახისა჻ ვინ უნახავ ქნის გონება: ყოველთა კაცთა მნახისა჻ ვარდი დამჭკნარი ეკალსა: შუა შორს მყოფი ახისა჻

684. რა ჭირი კაცსა სოფელმან: მოუთმოს მოუთმინამან჻ ქაცვი ლერწამმან ზაფრანა: იმსგავსოს ფერად მინამან჻ ავანდილ მისმან მხსენებმან: ღაწვი ცრემლითა მინამან჻ წვრილად უამბო ამბავი: მან მისმან მონასმინამან჻

685. ქვაბნი ომითა წაუხმან: სახლად აქვს დევთა სახლები჻ საყვარელისა მისისა: ქალი ჰყავს თვით ნაახლები჻ ვეფხისა ტყავი აცვია: ცუდად უჩნს სტავრა ნახლები჻ აღარა ნახავს სოფელსა: ცეცხლი სწვავს ახალ ახლები჻

686. რა დაასრულა ამბავი: საქმე მისისა ჭირისა჻ ნახვა მის მზისა ნათლისა: მის თვალად არ დუხჭირისა჻ უამა ქება ვარდისა: ჴელი მძლედ დანაჭირისა჻ ეგე კმა სიმჴნე სიმხნისა: რადგან ხარ მამხვე ჭირისა჻

687. გამხიარულდა თინათინ: ამა ამბისა სმენითა჻ მას დღე იხარებს სმითა და: ჭამისა არ მოწყენითა჻ კვლავ საწოლს დახვდა მას მზესა: მუნცა სიტყვისა ბრძენითა჻ მისვლა ებრძანა იამა: თქმა არ ეგების ენითა჻

688. ყმა წავიდა მხიარული: ლმობიერი არ გამწყრალი჻ ლომი მინდორს ლომთა თანა: მინდორს რული ფერ ნამკრთალი჻ ყმა სოფლისა ხასიათი: ჯავარი და სრული წყალი჻ მაგრამ ქონდა გულისათვის: გული გულსა განაცვალი჻

689. მზე უკადრი ტახტსა ზედა: ზის მორჭმული არ ნადევრი჻ წყლად ეფრატსა უხვად ერწყო: ედემს რგული ალვა მჭევრი჻ ბროლ ბალახშსა აშვენებდა: თმა გიშერი წარბი ტევრი჻ მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა: ჴამს აქებდეს ენა ბევრი჻

690. ყმა მხიარული წინაშე: დასვა სკამითა მისითა჻ სხენან სავსენი ლხინითა: ორთავე შესატყვისითა჻ უბნობდენ ლაღნი წყლიანნი: არა სიტყვითა მქისითა჻ უთხრა ჰპოვეა პატიჟნი: მაგრა ძებნითა ვისითა჻

691. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან: მისცეს წადილი გულისა჻ ჴსოვნა არა ჴამს ჭირისა: ვით დღისა გარდასრულისა჻ ვჰპოვე ხე ტანი ალვისა: სოფლისა წყალთა რწყულისა჻ მუნ პირი მზგავსი ვარდისა: მაგრა აწ ფერ ნაკრულისა჻

692. მუნ სარო მსგავსი ვარდისა: ვნახე მისჭირდა მინები჻ იტყვის დავჰკარგე ბროლი და: სადა რთავს ბროლსა მინები჻ მით ვიწვი რათგან ჩემებრვე: ცეცხლი სწვავს მოუთმინები჻ მერმე კვლავ ჰკადრა ამბავი: მან მისგან მონასმინები჻

693. სიარულსა მისგან ძებნად: სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა჻ მერმე ჰკადრა საწადლისა: ღ~თმან პოვნა ვით აღირსა჻ საწუთრო და სოფელს ყოფა: კაცი უჩნსო ვით ნადირსა჻ ოდენ ხელი მჴეცთა თანა: იარების მინდორს ტირსა჻

694. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო: ჩემგან ვით გაგეგონების჻ მისსა მნახავსა ნახული: აღარა მოეწონების჻ თვალნი მჭვრეტელი ვით მზისა: ციაგსა დაეღონების჻ ვარდი და ქნილა ზაფრანად: აწ ია შეიკონების჻

695. წვრილად ჰკადრა რა იცოდა: რა ნახული რა ნასმენად჻ ვითა ვეფხსა წავარნა და: ქვაბი აქუსო სახლად მენად჻ ქალი ახლავს სასურველად: სულთა დგმად და ჭირთა თმენად჻ ვაი სოფელმან სოფელს მყოფი: ყოვლი დასვა ცრემლთა დენად჻

696. ქალსა რა ესმა ამბავი: მიხვდა წადილი ნებისა჻ განათლდა პირი მთვარისა: ვით ნათლად ნავანებისა჻ იტყვის რა უთხრა პასუხი: მას სათნებლისა თნებისა჻ რაა წამალი მისისა: წყლულისა განკურნებისა჻

697. ყმა ეტყჳს ვის აქვს მინდობა: კაცისა მამცქაფავისა჻ მან ჩემთვის დაწვა თავისი: დადვა არ დასაწვავისა჻ დრო დამიც ჩემგან მისულისა: მითქუამს დადება თავისა჻ მზე შემიფიცავს თავისა: ჩემგან მზედ სახედავისა჻

698. ჴამს მოყვარე მოყვრისათვის: თავი ჭირსა არ დამრიდად჻ გული მისცეს გულისათვის: სიყვარული გზად და ხიდად჻ კვლავ მიჯნურსა მიჯნურისა: ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად჻ აჰა მაქვსმცა უმისოსა: ლხინი არმად თავი ფლიდად჻

699. მზე ეტყვის მამხვდა ყოველი: ჩემი წადილი გულისა჻ პირველ შენ მოხველ მშვიდობით: მპოვნელი დაკარგულისა჻ მერმე ზრდა სიყვარულისა: გაქვს ჩემგან დანერგულისა჻ ვპოვე წამალი გულისა: აქამდის დადაგულისა჻

700. საწუთრო კაცსა ყოველსა: ვითა ტაროსი უხუდების჻ ზოგჯერ მზეა და ოდესმე: ცა რისხვით მოუქუხდების჻ აქამდის ჭირი ჩემზედა: აწ ესე ლხინად უხვდების჻ რადგან შვება აქვს სოფელსა: თვით რად ვინ შეუწუხდების჻

701. შენ არ გატეხა კარგი გჭირს: ზენაარისა ფიცისა჻ ჰჴამს გასრულება მოყურისა: სიყვარულისა მტკიცისა჻ ძებნა წამლისა მისისა: ცოდნა ჴამს უიიცისა჻ ჩემი თქვი რა ვქმნა ბნელ ქმნილმან: მზე მამეფაროს მე ცისა჻