... (Q-1335), XVIII ს.

683. მის მეფისა წესი იყო თავი მისი ძუირად ფიცის თუცა ფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან ვისაც ესმის ვინცა იცის მან უამბა დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის

684. დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან მან აგრე თქუა უბრალო ვარ იცის ღთნ სახიერმან ვისგან მოვკუდე ვისთვის მოვკვდე მიიხვედროს იგი ვერ მან

685. პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხუე შენ ოდეს შენეულივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყვითა რომელნი არა მსენოდეს ბოზო შენ ბოზო რად მომკალ ვეჭუ შენცა არა გლხენოდეს

686. როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო რად მოაკულევინე ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღუევინე არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქნევინე აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხუდეს ვის ესე დააშლევინე

687. ჴელი მიყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოიქუშნა მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქნა ოდენ უშნა ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლული დაუშუშნა

688. რა დავარ გაძღა ცემითა მისითა დალურჯებითა წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა მათ კიდობანი მოქონდა ეუბნეს არ აჯებითა მას შიგან ჩასვეს იგი მზე ჰგავს იქნას დარაჯებითა

689. მან უთხრა წადით დაჰკარგეთ მუნ სადა ზღუისა ჭიპია წმინდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე ვერცა ლიპია მათ გაეხარნეს ჴმა მაღლად იყივლეს იპი იპია ესე ვნახე და არ მოვჰკუე არა მგავს არცა სიპია

690. ზღვითავე გაარნეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა დავარ თქვა მქნელი ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და ვირემ მამკვლიდეს მოვკვდები სიცოცხლე გასაწყინარდა დანა დაიცა მოცაკუდა დაეცა გასისხლმდინარდა

691. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე ლახუარ დაუსობელსა აწ იგი მიყავ რა მმართებს ამისსა მახარობელსა ზენაარ დამხსენ სიცოცხლე სულთა დგმა დაუთმობელსა საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა დაუშობელსა

692. მე უთხარ დაო რად მოგკლა ანუ რა შენი ბრალია რამცა ვქენ ნაცვლად თუით რომე მისი ჩემზედან ვალია აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ სად კლდე და წყალია სრულად გ[ა]ვქვავდი შემექნა გული მართ ვითა სალია

693. მეტმან ზარმან გამაშმაგა მომივიდა ცხრო და თრთოლა გულსა უთხარ ნუ მოკვდები არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა ძებნად მისად გავარდნა და ველთა რბოლა აჰა ჟამი ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა

694. შევე ფიცხლად შევეკაზმე ცხენსა შევჯე შეკაზმული ას სამოცი კარგი მოყმე ჩემსა თანა ხან დაზმული გამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული ზღვისა პირსა მიველ ნავი დამხუდა მენავემან მნახა ზმული

695. ნავსა შევჯე ზღუასა შეველ ზღუასა შიგან გავალაგდი არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი მოველოდი არა მესმა შმაგი უფრო გავეშმაგდი რომე სრულად მომიძულვა ღ~თსა თურე ასრე ვსძაგდი

696. რომე დავყავ წელიწადი თუე თორმეტი გამეოცა მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა თანა მყოლი ყუელაკაი ამომიწყდა დამეჴოცა ვთქვი თუ ღ~მეთსა ვერას ვკადრებ რაცა სწადდეს აგრე ვყოცა

697. ზღუა ზღუა ცურვა მომეწყინა მით გამოველ ზღვისა პირსა გული სრულად გამიმჴეცდა არ უსმენდი არც ვაზირსა ყუელა კაი დამეფანტნენ დარჩომოდა რაცა ჭირსა კაცსა ღ~თი არ გასწირავს ასრე მისგან განაწირსა

698. ერთია ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემამგონანი მისი ვერა ვსცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა

699. ღამით მევლო მოვიდოდი ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი ჰგვანდეს ქალაქს ვეახლენით ცალკერძ იყვნის კლდეთა ნაღნი არ მიამის კაცთა ნახვა მიდაღვიდა გულსა დაღნი მუნ გარდავჴე მოსვენებად დამხუდეს რამე ხენი ლაღნი

700. ხეთა ძირსა მივიძინე მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავდეგ სევდიანი მიღამებდა გულსა მური ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერა ჭორი ვერ დასტური ველთა ცრემლი ასოვლებდა თუალთა ჩემთა მონაწური

701. ზახილი მესმა შევხედენ მოყმე ამაყად ყიოდა შემოირბევდა ზღვის პირ პირ მას თურმე წყლული სტკიოდა ჴრმლისა ნატეხი დასურილი აქვს სისხლი ჩამოსდიოდა მტერთა ექადდა წყრებოდა იგინებოდა ჩიოდა