... (Q-376), XIX ს.

683. წურილად ჰკადრა რაც იცოდა, რა ნახულად რა ნასმენად. ვითა ვეფხსა წავარდნა, ქუაბი აქუსო სახლად მენად. ქალი ახლავს საყუარლისა, სულთა დგმად და ჭირთა თმენად. ვაჲ სოფელმან სოფელს მყოფი, ყოვლი დასუა ცრემლთა დენად:-

684. მთიებს რა ესმა ჰამბავი, მიხვდა წადილი გულისა. უნათლდა პირი უმეტეს, მთუარისა გაბადრულისა. ჰსთქუა თუ რა ვუთხრა პასუხი, მას ეგზომ სიარულისა. რა წამალია მისისა, საკურნებელად წყლულისა:-

685. ყმამან ჰკადრა ვინ მიენდოს, კაცსა ცრუსა და უნდობელს. იმა ლომმან ჩემთჳს თავი, დაჰსდუა ბუთსა დასადნობელს. მუნ აღმითქუამს მისლუა ჩემი, რგებად მისდა ფიცით მჴმობელს. მზე მიფიცაუს მისი ვისთჳს, ვღური სისხლის ცრემლს შეუშრობელს:-

686. ჰჴამს მოყუარე მოყურისათჳს, თაჳ ჭირსა არ დამრიდად. გული მისცეს გულისათჳს, სიყუარული გზად და ხიდად. კულავ მიჯნურსა მიჯნურისა, ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად. აჰა მაქუსმცა უმისოსა, ლხინი არმად თაჳ ფლიდად:-

687. მზემან ჰრქუა მამხუდა ყოველი, ჩემი წადილი გულისა. პირუჱლ შენ მოხუჱლ მშჳდობით, მჰპოვნელი დაკარგულისა. მერმე ზრდა სიყუარულისა, გაქუს ჩემგან დანერგულისა. ვპჰოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა:-

688. საწუთო კაცსა ყოველსა, ვითა ტაროსი უხუდების. ზოგჯერ მზეა და ოდესმე, ცა რისხჳთ მოუქუხდების. აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ესე ლხინად უხვდების. რადგან შუჱბა აქუს სოფელსა, მას რად ვინ შეუწუხდების:-

689. შენ არ გატეხა კარგი გჭირს, ზენაარისა ფიცისა. ჰჴამს გასრულება მოყურისა, სიყუარულისა მტკიცისა. ძებნა წამლისა მისისა, საქმით ჰჴამს უჳცისა. ჩემი ჰსთქჳ რა ვჰქმნა ბედკრულმან, მზე მიმეფაროს მე ცისა:-

690. ყმამან ჰკადრა სიახლითა, შევრთე ჭირსა შჳდსა მე რვა. ცუდი არის დამზრალისა, გასათბობლად წყლისა ბერვა. ცუდი არის მზისა სურჳთ, შუქთა მისთა შორით მზერა. თუ გიახლო ერთხელ ვაი, რა მოგშორდე ათასჯერ ვა:-

691. ვა თუ გაჳჭრა გაჭრილსა, სადა გლახ დამწუავს სამალი. გული ძეს საგნად ისრისა, მესვრის საკუდავად სამალი. დრო სიცოცხლისა ჩემისა, ვჰხედავღა ჰსჩანს ნასამალი. ფარვა მწადს მაგრამ გარდახდა, ჟამი პატიჟთა სამალი:-

692. მესმა თქუჱნი ნაუბარი, გაჳგონე რაცა ჰბრძანე. ვარდს წალკოტი მოაპოებს, ეკალთამცა რად ვეფხანე. მაგრამ მზეო თაჳ მზესა, ჩემთჳს სრულად დააგუანე. სიცოცხლისა საიმედო, ნიშანი რა წამატანე:-

693. ყმა ტკბილი და ტკბილქართული, სიკეთისა ჴელისმჴდელი. ამაზედა ეაჯების მისთჳს, თაჳს წარმწყმედელი. ქალმან მისცა მარგარიტი, სრულჰქმნა მისი საწადელი. ღ~თნ ჰქმნას და გაუსრულდეს, ლხინი ესე აწინდელი:-

694. რა ჰსჯობს რა კაცმან გიშერი, ბროლლალსა თანა ახიოს. ანუ ბაღს ალვა საროსა, ახლოს ჰრგოს მორწყოს ახიოს. მისსა მჭურეტელსა ალხინოს, ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს. ვაჲ მოყურისა გაყრილსა, ახიო ეყოს ახი ოს:-

695. მათ მიხუდათ ლხინი ყოველი, ერთმანერთისა ჭურეტითა. ყმა წამოჳდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. ტირის ყე სისხლისა ცრემლითა, ზღჳსაცა მეტისმეტითა. იტყჳს ვერ გაძღა სოფელი, გლახ სისხლთა ჩემთა ხვრეტითა:-

696. ყმა წაჳდა სევდიანი, მკერდსა იცემს ამად ილებს. რომე კაცსა მიჯნურობა, ატირებს და აგულჩვილებს. რა ღრუბელი მიეფარჳს, მზე ჴმელეთსა დააჩრდილებს. მის მოყურისა მოშორვება, კულავ აბინდებს არ ადილებს:-

697. სისხლმან და ცრემლმან გარეჳთ, ღაწჳ ჰქმნის ღარად და ღარად. იტყჳს მზე მიმეფარადა, შესლჳთა სამე მაღარად. ესე მიკჳრს გული ალმასი, შავმან წამწამმან დაღარად. ვირე ვნახჳდე სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად:-

698. ვინ უწინ ედემს ნაზარდი, ალვა რგმით მორწყო მახია. დღეს საწუთრომან ლახუარსა, მიმცა დანასა მახია. გულს მინთო ცეცხლი უშრეტი, და დაბმით მიბა მახია. აწღა ვჰსცან საქმე სოფლისა, ზღაპარია და ჩმახია:-

699. ამას მოსთქუამს ცრემლსა აფრქუჱვს, ათრთოლებს ბედს ახვეწარებს. გულამოსკუნით ოხვრა სულთქმით, მიხრის ტანსა მიაწარებს. საყუარლისა სიახლესა, მოშორვება გაამწარებს. ვაჰ საწუთრო ბოლოდ თავსა, ასუდარებს აზეწარებს:-

700. ყმა მიჳდა საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების. მაგრამ ახლავს გონებითა, საყუარელსა არ მოსწყდების. ვით მწუანილსა თრთჳლისაგან, პირსა ფერი მოაკლდების. ჰჴედავთ ვარდსა უმზეობა, როგორ ადრე დააჩნდების:-

701. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი. გული ჟამ ჟამად ყოველთა, ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი. გული ბრმა ურჩი ხედჳსა, თჳთ ვერას ვერ გამზომელი. ვერცა პატრონობს სიკუდილი, ვერცა მეფეა რომელი:-

702. რა გულსა უთხრა გულისა, სიტყუანი საგულისონი. მან მარგარიტნი მოიხუნა, მის მზისა სამეყჳსონი. მის მზისა მკლავსა ნაბამი, მისთა კბილთ შესატყჳსონი. პირსა დაიდუა აკოცა, ცრემლი ჰსდის ვითა ბისონი:-