... (S-2781), XIX ს.

681. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა მზე თუ არს მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა ვინ უნახავ ჰქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა შორსმყოფი ახ ის ა

682. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან ავანდილ მისმან მხსენებმან ღაწვი ცრემლითა მინამან წურილად უამბო ამბავი მან მისმან მონასმინამან

683. ქუაბნი ომითა წაუხმან სახლად აქვს დევთა სახლები საყვარელისა თვისისა ქალი ყავს თანა ნახლები ვეფხისა ტყავი აცვია ცუდად უჩნს სტავრანახლები აღარა ნახავს სოფელსა ცეცხლი სწვავს ახალახლები

684. რა დაასრულა ამბავი საქმე მისისა ჭირისა ნახვა მის მზისა სწორისა ართუ თვალად დუხჭირისა იამათ ქება ვარდისა ხელი მძლედ დანამჭირისა ეგე კმა სიმხნე სიმხნისად რადღა ხარ მომხვეჭი რისა

685. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა კულავ საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა მისულა ებრძანა ეამა თქმა არ ეგების ენითა

686. ყმა წავიდა მხიარული ლმობიერი არ გამწყრალი ლომი მინდორს ლომთა თანა მინდოს რული ფერნამკრთალი ყმა სოფლისა ხასიათი ჯავარი და სრული ლალი მაგრამ ქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი

687. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული არ ნადევრი წყლად ეფრატსა უხუად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლბადახშსა აშვენებდა თმა გიშერი წარბი ტევრი მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენთა ხამს აქებდეს ენა ბევრი

688. ყმა მხიარული წინაშე დასუა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა ორთავე შესატყვისითა უბნობენ ლაღნი წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა უთხრა ჰპოვეა პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა

689. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა ხსოვნა არა ხამს ჭირისა ვით დღისა გარდასრულისა ვპოვე ხე ტანი ალვისა სოფლისა წყალთა რწყულისა მუნ პირი მსგავსი ვარდისა მაგრამ აწ ფერნაკლულისა

690. მუნ სარო მსგავსი ვარდისა ვნახე მისჭირდა მინები იტყვის დავკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები მით ვიწვი რადგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები მერმე კულავ ჰკადრა ამბავი მან მისგან მონასმინები

691. სიარულსა თვისსა ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა მერმე კადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩნსო ვით ნადირსა ოდენ ჴელი მჴეცთა თანა იარების მინდორს ტირსა

692. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო ჩემგან ვით გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული სხუა აღარა მოეწონების თვალნი მჭურეტელთა ვით მზისა ციაგსა დაეღონების ვარდი შექმნილი ზაფრანად აწ ია შეიკონების

693. წურილად კადრა რა იცოდა რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვაჲ სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

694. მთიებს რა ესმა ამბავი მიჰხვდა წადილი ნებისა უნათლდა პირი მთვარისა ვით ნათლად ნავანებისა სთქუა რა უთხრა პასუხი მისთა ნებისა თნებისა რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა

695. ყმამან კადრა ვინ მიენდოს კაცსა ცრუსა დაუნდობელს იმა ლომმან ჩემთვის თავი დასდუა პურსა დასანდობელს მუნ აღმითქუამს მისულა ჩემი რგება მისდა ფიცით მხმობელს მზე მიფიცავს ვისთვის მისი ვღური სისხლის ცრემლს შეუშრობელს

696. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად კულა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქუსმცა უმისოსა ლხინი არმად თავი ფლიდად

697. მზემან ჰრქუა მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხველ მშვიდობით მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზრდა სიყვარულისა გაქვს ჩემგან დანერგულისა ვპოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

698. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩნდა ჩემზედა აწ ასე ლხინად უხვდების რადეგან შვება აქვს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების

699. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა საქმით ხამს არ უიცისა ჩემი სთქვი რა ვქმნა ბნელქმნილმან მზე მიმეფაროს მიცისა

700. ყმამან კადრა სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის მზისა სურვით შუქთა მისთა შორით მზერა თუ გეახლო ერთხლ ვაი და რა მოგშორდე ათასჯერ ვა