... (S-2781), XIX ს.

662. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღუარა რა გათენდა წამოვიდა აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა რა ქმნას ამას ვერ მიმხვდარა ავთანდილცა ჩატიროდა შამბი შიგან ჩაიარა

663. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყუა ზენარით ეუბნებოდა მუხლთა უყრიდა ტიროდა თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსულასა ვედრებდა მართ ვითა ია ჭნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა

664. ადრე მოვალ არ გაგწირავ არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხუაგან არ წავიდეს ნუ სად არებს იმა ტანსა აქათ ორ თვე არ მოვიდე ვიქმ საქმესა დაუგვანსა შეიგენით მივცემივრ ჭირსა რასმე თანისთანსა

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვნა და წავიდა

665. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა პირსა იხოკს ვარდსა აზრობს ხელი მისი განამხოკლა სისხლსა მისგან დადენილსა მხეცი ყოვლი განამლოკლა მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა

666. მუნ მოვიდა სადა იგი თვისნი სპანი დაეყარნეს ნახე იცნეს რაგუარადცა მართებს აგრე გაეხარნეს შერმანდისცა ახარებდეს მალედ კაცთა თავნი არნეს მოვიდაო აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს

667. გაეგება მოეხვია ზედა დახვდა პირი ხელსა აკოცებდა სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მსულელსა იტყოდა თუ ნეტარ ღმერთო ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ღირს ვარ ამას რომე თვალნი ჩემნი ჭვრეტდენ მრთელსა

668. ყმამან მდაბლად მოიკითხა ზედა დასდვა პირი პირსა უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ შენ თუ ჭირი არა გჭირსა დიდებულთა თაყვანი სცეს აკოცებდეს ვინცა ღირსა ზარსა სცემდეს უხაროდა უფროსსა თუ უნდა მცირსა

669. მივიდეს სადა სამყოფლად სახლი სდგა მუნ აგებული შემოკრბა ხულუად ყოველი მის ქალაქისა კრებული მყისთანა დასჯდა ნადიმად მორჭმული ლაღი შვებული ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული

670. შერმადინს უთხრა უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით პოვა იგი ყმა მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა უბნობდა თვალდაფახული უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული

671. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა შენი წასულა არვინ იცის რაცა მითხარ აგრე ვქმენა მას დღე მუნით არ წავიდა ინადიმა განისვენა ცისკრად შეჯდა გაემართა დღე რა მზემან განათენა

672. არცაღა დაჯდა ნადიმად არცაღა ქმნად ხალვათისა შერმადინ მახარობელი წავა მისულისა მათისა მალედ წავიდა სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა

673. შესთაულა მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით ამა საქმესა ვიკადრებ შიშით კრძალვით და რიდობით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უხმობდი თავსა ფლიდობით აწ ვსცან და გაცნევ ყოველსა მოვალ შვებით და მშვიდობით

674. როსტევან მეფე უკადრი მორჭმული შეუპოველი შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი ავთანდილ მოვა წინაშე მის ყმისა ვისმე მპოველი ბრძანა ვსცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი

675. თინათინს ჰკადრა შერმადინ ნათელსა მას უღამოსა ავთანდილ მოვა წინაშე გკადრებს ამბავსა ამოსა იგი მით აკრთთობს ელუასა მზისაცა უთამამოსა მას საბოძვარი უბოძა მისი ყველაი დამოსა

676. მეფე შეჯდა გაეგება ყმასა მუნით მომავალსა ამას პირმზე მეფისაგან ივალებდა დიდსა ვალსა მიეგება მოეგება მხიარული გულმხურვალსა დიდებულთა ჯარისაგან ვერ მიკრიან ზოგი თვალსა

677. რა მიეახლა გარდახდა ყმა თაყვანისცა მეფესა აკოცა როსტან მიმხუდარმან ნიშატთა სიიეფესა გულმხიარულნი შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსულა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა

678. მას ავთანდილ თაყვანისცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა მუნ ბროლი და ვარდ გიშერი გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა სახლ სამყოფი არა მართებს ცამცა გაიდარბაზესა

679. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭურეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხუად გასცეს საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა

680. სმა გარდახდა თავისთავის გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვეს ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე კითხავს იგი კადრებს რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მის გლახ უცნობოსა რა ენახა რა ესმინა