... (S-2781), XIX ს.

701. ვა თუ გავიჭრა გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სამ ალი გული ძევს საგნად ისრისა მესვრის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისა ვხედავ ღა ჩანს ნასამალი ფარვა მწადს მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი

702. მესმა თქვენი ნაუბარი გავიგონე რაცა ბრძანე ვარდს წალკოტი მოაპოვებს ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრამ მზეო თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე

703. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული სიკეთისა ჴელის მხდელი ამაზედა ეაჯების მისთვის თავის წარმწყმენდელი ქალმან მისცა მარგალიტი სრულ ქმნა მისი საწადელი ღმერთმან ჰქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი

704. რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლლალსა თანა ახიოს ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭურეტელსა ალხინოს ვერმჭვრეტსა ავაგლახიოს ვაი მოყურისა გაყრილსა ახი ოს ეყოს ახი ოს

705. მათ მიხუდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი მივა გულითა რეტითა ტირისვე სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა მეტისმეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი ვა ჩემთა სისხლთა ხვრეტითა

706. ყმა წავიდა სევდიანი მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და აგულჩვილებს რა ღრუბელი მიეფარვის მზე ხმელეთსა დააჩრდილებს მის მოყურისა მოშორება კულავ აბინდებს არ ადილებს

707. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად იტყვის მზე მიმეფარადა შესვლითა სამე მაღარად ეს მიკვირს გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად ვირე ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად

708. ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო მომრწყო მახია დღეს საწუთრომან ლახუარსა მიმცა დანასა მახია გული მინთო ცეცხლი უშრეტი დაბმით დამიბა მახია აწღა ვსცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია

709. ამას მოსთქუამს ცრემლსა აფრქვევს ათრთოლებს და აწანწარებს გულამოსკუნით ოხვრასულთქმით მიხრის ტანსა მიაწარებს საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს ვა საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს

710. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრამ ახლავს გონებითა საყვარელსა არ მოსწყდების ვით მწუანილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების ჴედავთ ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების

711. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი გული ჟამჟამად ყოველთა ჭირთა მთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ჴედვისა თვით ვერას ვერ გამზომელი ვერცა პატრონობს სიკუდილი ვერც პატრონია რომელი

712. რა გულსა უთხრა გულისა სიტყუანი საგულისონი მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამნი მისთა კბილთა შესატყვისონი პირსა დაიდვნა აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი

713. რა გათენდა კაცი მოვა მამკითხავი დარბაზს მხმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილნაკრთობი ერთმანერთსა ეჯავრიან სდგანან მჭურეტნი დასდას მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა მოემზადა დაბდაბნობი

714. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწცა ვით ითქმოდა ქოსდაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყუა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა

715. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანნეს დიდებულნი თავადნი სპა ხარისხულნი დასხდეს დახვდათ მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა მომღერალნი იყვნეს რულნი

716. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთა გასჭვირს ბროლლალი მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა ღირსნიახლოს სხდეს ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა

717. ყმა მივიდა გულმოკლული ცრემლი ველთა მოედინა მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა ზოჯერ ადგის [ზოგჯერ] დაწვის ხელსა რადმცა დაეძინა რაცა ეაჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა

718. წევს იტყვის გულსა სალხინო რამცა ვით დაუსახეო მოგშორდი ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო შენთა მჭურეტელთა ნიშატო ვერ მჭურეტთა სავაგლახეო ცხადად ნახვასა არ ღირსვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო

719. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლით მჭურეტთ სალმობარითა კულავ გულსა ეტყვის დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა არ დავსთმოთ რა ვქმნათ სევდასა მითხარ რა მოუგვაროთა თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან ჭირნიცა შევიწყნაროთა

720. კულავ იტყვის გულო რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება სჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთვის თავისა დადება მაგრამ დამალე არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება ავად შეფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება