... (S-4988), XVII-XVIII სს.

665. ზედა჻ ჯდა჻ შავსა჻ ტაიჭსა჻ აწ჻ ესე჻ მე჻ მითქს჻ რომელი: მართ჻ ვითა჻ ქარი჻ მოქროდა჻ გაფიცხებული჻ მწყრომელი: მონა჻ მივსწივე჻ მისისა჻ შეყრისა჻ ვიყავ჻ მნდომელი: შევსთვალე჻ დადეგ჻ მიჩუენე჻ ლომსა჻ ვინ჻ გაწყენს჻ რომელი:

666. მას჻ მონასა჻ არა჻ უთხრა჻ არცა჻ სიტყუა჻ მოუსმინა: ფიცხლად჻ შევჯე჻ ჩავეგებე჻ მე჻ ჩაუსწარ჻ ჩაველ჻ წინა: უთხარ჻ დადეგ჻ გამიგონე჻ შენი჻ საქმე჻ მეცა჻ მინა: შემამხედა჻ მოვეწონე჻ სიარული჻ დაითმინა:

667. შემამძახა჻ ღ~თსა჻ ჰკადრა჻ შენ჻ ასეთნი჻ ხენი჻ ვით჻ ხენ: მერმე჻ მითხრა჻ მოგახსენებ჻ აწ჻ სიტყუანი჻ რომე჻ მკითხენ: იგი჻ მტერნი჻ გამილომდეს჻ აქანამდი჻ რომე჻ ვითხენ: უკაზმავსა჻ მიღალატეს჻ საჭურველნი჻ ასრე჻ ვითხენ:

668. მე჻ უთხარ჻ დადეგ჻ დასწყნარდი჻ გარდავჴდეთ჻ ძირსა჻ ხეთასა: არ჻ შეუდრკების჻ ჭაბუკი჻ კარგი჻ ლახვართა჻ კვეთასა: თანა჻ წამომყვა჻ წავედით჻ უტკბოსი჻ მამა჻ ძეთასა: მე჻ გავეკვირვე჻ ჭვრეტასა჻ მის჻ ყმისა჻ სინაზეთასა:

669. ერთი჻ მონა჻ დასტაქარი჻ მყუანდა჻ წყლულნი჻ შეუხვივნა: ისრის჻ პირნი჻ ამოუხუნა჻ დაკოდილნი჻ არ჻ ატკივნა: მერე჻ ვჰკითხე჻ ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ მკლავმან჻ შენმან჻ ვისგან჻ ივნა: საამბობლად჻ დამირიგდა჻ თავი჻ მისი჻ გაამჩივნა:

670. პირველ჻ მითხრა჻ არა჻ ვიცი჻ ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ რას჻ გამსგავსო: რამან჻ შეგქმნა჻ მოყუითანოდ჻ ვარდ჻ გიშერი჻ რომე჻ ჰრგავსო: ანუ჻ ეგრე჻ რამ჻ დაგლია჻ ანუ჻ პირველ჻ ვინ჻ გაგავსო: ღმერთმან჻ მისგან჻ ანთებული჻ სანთელიმცა჻ რად჻ დაგავსო:

671. მულღაზანზარის჻ ქალაქი჻ ახლოს჻ მე჻ მაქუსო჻ რომელი: ნურადინფრიდონ჻ სახელ჻ მძეს჻ მეფე჻ ვარ჻ მუნა჻ მჯდომელი: ესე჻ სამზღვარი჻ ჩემია჻ სადა჻ ხარ჻ გარდამჴდომელი: ცოტა჻ მაქუს჻ მაგრა჻ ყოველგნით჻ სიკეთე჻ მიუთხრობელი:

672. მამის჻ ძმა჻ და჻ მამაჩემი჻ პაპმან჻ ჩემმან჻ გაყუნა჻ ოდეს: ზღვასა჻ შიგან჻ კუნძულია჻ ჩემად჻ წილად჻ მას჻ იტყოდეს: თვით჻ ბიძასა჻ ჩემსა჻ მიხუდა჻ ვისთა჻ შვილთა჻ აწ჻ დამკოდეს: მათკე჻ დარჩა჻ სანადირო჻ მივერჩოდეს჻ მამერჩოდეს:

673. დღეს჻ გამოველ჻ ნადირობას჻ ზღვისა჻ პირსა჻ ვინადირე: მუნა჻ გასულა჻ მომდომოდა჻ მით჻ მრეკალი჻ არ჻ ვაჴშირე: სპათა჻ უთხარ჻ მომიცადეთ჻ მოვიდოდე჻ მეცა჻ ვირე: ხუთთა჻ ოდენ჻ ბაზიერთა჻ მეტი჻ არა჻ დავიჭირე:

674. ნავითა჻ გაველ჻ ზღვისაგან჻ შტო჻ რამე჻ გამოვიდოდა: არ჻ ამოვჰკრეფდი჻ გამყოფთა჻ ვთქვი჻ ჩემთა჻ რად჻ დავრიდო჻ და: დრო჻ თურმე჻ პოვეს჻ სიმრავლე჻ მე჻ მათზე჻ არ჻ გამვიდოდა: ვნადირობდი჻ და჻ ვიზახდი჻ ჴმა჻ ჩემი჻ არ჻ უდიოდა:

675. მართლად჻ იჯავრეს჻ წუნობა჻ მათგან჻ თუ჻ ესე჻ ჴმდა჻ ვითა: გამამაპარნეს჻ ლაშქარნი჻ გზანი჻ შემიკრეს჻ ნავითა: თვით჻ ბიძას჻ ძენი჻ ჩემნიცა჻ შესხდეს჻ მათითა჻ თავითა: ჩემთა჻ გაუჴდეს჻ ლაშქართა჻ ომად჻ თავისა჻ მკლავითა:

676. მათი჻ მესმა჻ დავინახე჻ ძახილი჻ და჻ ჴრმალთა჻ ელვა: ნავი჻ ვსთხოვე჻ მენავეთა჻ მით჻ ვიყივლე჻ მე჻ ერთხელ჻ ვა: ზღვასა჻ შეველ჻ მამეგება჻ მეომარი჻ ვითა჻ ღელვა: სწადდა჻ მაგრა჻ ვეღარა჻ ქნეს჻ ჩემი჻ ზედა჻ წამოქელვა:

677. კულავ჻ სხუანი჻ დიდნი჻ ლაშქარნი჻ უკანა჻ მამეწეოდეს: იქით჻ და჻ აქათ჻ მომიჴდეს჻ ერთგნით჻ ვერ჻ მამერეოდეს: არ჻ მომწურვოდეს჻ წინანი჻ ზურგით჻ მესროდეს჻ მე჻ ოდეს: ჴრმალსა჻ მივენდევ჻ გამიტყდა჻ ისარნი჻ დამელეოდეს:

678. მომეჯარნეს჻ ვეღარა჻ ვქენ჻ ნავით჻ ცხენი჻ გარდვიხლტუნვე: ზღვა჻ ზღვა჻ ცურვით჻ წამოუველ჻ ჩემი჻ მჭურეტი჻ გავაცბუნვე: თანა჻ მყოლი჻ ყველაკანი჻ დამიხოცნეს჻ დარჩა჻ მუნვე: ვერ჻ მამწუროდეს჻ წინანი჻ ზურგით჻ მესროდეს჻ მე჻ ოდეს:

679. აწ჻ იგი჻ იქნას჻ რაღაცა჻ ენებოს჻ ღმრთისა჻ წადილსა: ვეჭუ჻ ჩემი჻ სისხლი჻ არ჻ შერჩეს჻ ძალი჻ შესწევდეს჻ ქადილსა: ოჴრად჻ გაუჴდი჻ ყოფასა჻ მათ჻ საღამოსა჻ და჻ სადილსა: უჴმობ჻ ყუავთა჻ და჻ ყორანთა჻ მათ჻ ზედა჻ ვაქნევ჻ ხადილსა:

680. ამა჻ ყმამან჻ შემიკუეთა჻ გული჻ მისკენ჻ მიმიბრუნდა: მოვახსენე჻ აჩქარება჻ თქუენგან჻ ყოლე჻ არად჻ უნდა: მეცა჻ თანა჻ წამოგყუები჻ დაიჴოცნენ჻ იგი჻ მუნ჻ და: ჩუენ჻ ორთავე჻ მეომარი჻ გაღანამცა჻ შეგვიძრწუნდა:

681. ესეცა჻ უთხარ჻ ამბავი჻ ჩემი჻ არ჻ გაგეგონების: უფრორე჻ წყნარად჻ გიამბობ჻ თუ჻ ჟამი჻ ჩუენ჻ გუექონების: მან჻ მითხრა჻ ლხინი჻ საჩემო჻ მაგას჻ რა჻ შეეწონების: დღედ჻ სიკუდილადმდის჻ სიცოცხლე჻ შენ჻ ჩემი჻ დაგემონების:

682. მივედით჻ მისსა჻ ქალაქსა჻ ტურფასა჻ მაგრა჻ ცოტასა: გამოეგებნეს჻ ლაშქარნი჻ ისხემდეს჻ მისთვის჻ ოტასა: პირსა჻ იჴოკდეს჻ გაჰყრიდეს჻ ნახოკსა჻ ვით჻ ნაფოტასა: ეხვეოდიეს჻ და჻ ჰკოცნიდეს჻ ჴრმალსა჻ და჻ სალტე჻ კოტასა:

683. მე჻ მოვეწონე჻ ვეტურფე჻ მე჻ მისი჻ გარდნაკიდარი: შემასხემდიან჻ ქებასა჻ მზეო჻ ხარ჻ ჩუენთვის჻ იდარი: მივედით჻ ვნახეთ჻ ქალაქი჻ მისი჻ ტურფა჻ და჻ მდიდარი: ყუელასა჻ ტანსა჻ ემოსა჻ ზარქაში჻ განაზიდარი:

შველა ტარიელისაგან ფრიდონისი და გამარჯვება მათი: