... (H-925), XVIII ს.

665. ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო დამრგო მახია დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა დამხია მახია დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმითა და ამახია აწყა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია

666. ამას მოსთქვამს ცრემლსა აბნევს ათრთოლებს და აწანწარებს გულამოსკვნით ოხვრა სულთქმით მიხრის ტანსა მიაწარებს საყვარლისა მოშორვება სიახლესა გაამწარებს ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს

667. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრა ახლავს საყვარელსა გონებითა არ მოსწყდების ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების ხედავთ ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების

668. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი გული ჟამჟამად ყოველთა ჭირთ მომთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა თვით ვერას ვერ გამზომელი ვერცა პატრონობს სიკვდილი ვერცა პატრონი რომელი

669. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამი მათ კბილთა შესატყვისონი პირსა დასდვა აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი

670. რა გათენდა კაცი მოვა მომკითხავი დარბაზს მხმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილნაკრთობი ერთმანერთსა ეჯავრიან დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა მოემზადა დაბდაბნობი

671. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოსდაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღეს მასთან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა

672. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანნეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა მომღერალნი იყვნეს სრულნი

673. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი და კბილთათ ელვა კრთებოდა ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა

674. ყმა [მივიდა] გულმოკლული ცრემლი ველთა მოედინა მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის ხელსა რადმცა დაეძინა რაც ა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა

675. წევს იტყვის გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო მოგშორდი ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო შენთა მჭვრეტელთა ნიშატო ვერ მჭვრეტთა სავაგლახეო ცხადად ნახვასა არ ვღირს ვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო

676. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა კვლავ გულსა ეტყვის დათმობა გვანდეს სიბრძნისა წყაროთა არ დავთმო რა ვქმნათ სევდასა მითხარ რა მოუგვაროთა თუ ლხინი გვინდა ღ~საგან ჭირნიცა შევიწყნაროთა

677. კვლავ იტყვის გულო რასთენცა გაქვს სიკვდილისა წადება სჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთვის თავისა დადება მაგრა დამალე არ გიჩნდეს შენი ცეცხლისა კვლავ დება ავად შეფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისაგან და ვეზირის საუბარი და ხვეწნა

678. რა გათენდა შეეკაზმა ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდა დაცავჰფარე დათმობასა ეაჯების გულსა შენ რა მოუგვარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა ვეზირისა სახლსა მთვარე

679. ვეზირმან ცნა გაეგება ჩემს ა მზეო ამოსრული ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული მიეგება თაყვანისსცა კადრა სრულსა ქება სრული ჴამს სტუმარი სასურველი მასპინძელი მხიარული

680. ყრმა გარდასვა მასპინძელმან არ ღაფალმან ავმან უქმან ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი გაანათლნა ვით სამყარო მზისა შუქმან თქვეს დღეს სურნელი სული ვარდთა მოგვბერა ქვენა ბუქმან

681. დაჯდა მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს სულთქმა ბევრი აათასეს აღარა თუ აერთხელეს გაყრა ბრძანეს გაიყარნეს ჯალაბობა გაათხელეს

682. რა ჯალაბი გაიყარა ყმა ვაზირსა ეუბნების ეტყვის შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების რაცა გწადდეს საურავი მეფე იქს და შენ გეთნების გააგონენ ჭირი ჩემი მკურნე რაცა მეკურნების

683. მის ყმისა ცეცხლი მედების წვა მისისა მჭირს მწველისა მკლავს სურვილი და ვერნახვა ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სულნი არ შურს შეზღვა ხამს შეუზღველისა ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა უშურველისა