... (H-66), 1832 წ.

663. მას ავთანდილ თაყვანისცა: ლომთა ლომმან მზეთა მზესა მუნ ბროლი და ვარდ გიშერი: გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა: სინათლისა ზესთა ზესა სახლ სამყოფი არა მართებს: ცამცა გაიდარბაზესა

664. მას დღე დასხდეს ნადიმობად: გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს: ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა: ფიფქსა თოვა ვარდსა ნამა უხვად გასცეს საბოძვარი: მარგალიტი ვითა დრამა

665. სმა გარდახდა გაიყარნეს: თავის თვისად მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვეს: ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს: რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მისსა უცნობოსა: რა ენახა რა ესმინა

666. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს: თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა მზე თუ ვსთქვა მსგავსი მისი და: ანუ მისისა სახისა ვინ უნახავ ქნის გონება: ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭკნარი ეკალსა: შუა შორს მყოფი ახისა

667. რა ჭირი კაცსა სოფელმან: მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა: იმსგავსოს ფერად მინამან ავთანდილ მისმან მხსენებმან: ღაწვი ცრემლითა მინამან წვრილად უამბო ამბავი: მან მისმან მონასმინამან

668. ქვაბნი ომითა წაუხმან: სახლად აქვს დევთა სახლები საყვარელისა მისისა: ქალი ჰყავს თვით ნაახლები ვეფხისა ტყავი აცვია: ცუდად უჩნს სტავრა ნახლები აღარა ნახავს სოფელსა: ცეცხლი სწვავს ახალ ახლები

669. რა დაასრულა ამბავი: საქმე მისისა ჭირისა ნახვა მის მზისა ნათლისა: მის თვალად არ დუხჭირისა უამა ქება ვარდისა: ჴელი მძლედ დანამჭირისა ეგე კმა სიმჴნე სიმხნისა: რადგან ხარ მამხვე ჭირისა

670. გამხიარულდა თინათინ: ამა ამბისა სმენითა მას დღე იხარებს სმითა და: ჭამისა არ მოწყენითა კვლავ საწოლს დახვდა მას მზესა: მუნცა სიტყვისა ბრძენითა მისვლა ებრძანა იამა: თქმა არ ეგების ენითა

671. ყმა წავიდა მხიარული: ლმობიერი არ გამწყრალი ლომი მინდორს ლომთა თანა: მინდორს რული ფერ ნამკრთალი ყმა სოფლისა ხასიათი: ჯავარი და სრული ლალი მაგრამ ჰქონდა გულისათვის: გული გულსა განაცვალი

672. მზე უკადრი ტახტსა ზედა: ზის მორჭმული არ ნადევრი წყლად ეფრატსა უხვად ერწყო: ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლ ბალახშსა აშვენებდა: თმა გიშერი წარბი ტევრი მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა: ხამს აქებდეს ენა ბევრი

673. ყმა მხიარული წინაშე: დასვა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა: ორთავე შესატყვისითა უბნობდენ ლაღნი წყლიანნი: არა სიტყვითა მქისითა უთხრა ვჰპოვეა პატიჟნი: ნახე ძებნითა ვისითა

674. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან: მისცეს წამალი გულისა ხსოვნა არა ხამს ჭირისა: ვით დღისა გარდასრულისა ვჰპოვე ხე ტანი ალვისა: სოფლისა წყალთა რწყულისა მუნ პირი მსგავსი ვარდისა: მაგრა აწ ფერ ნაკრულისა

675. მუნ სარო მგზავსი ვარდისა: ვნახე მისჭირდა მინები იტყვის დავკარგე ბროლი და: სადა რთავს ბროლსა მინები მით ვიწვი რათგან ჩემებრვე: ცეცხლი სწვავს მოუთმინები მერმე კვლავ ჰკადრა ამბავი: მან მისგან მონასმინები

676. სიარულსა მისგან ძებნად: სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა მერმე ჰკადრა საწადლისა: ღ~თმან პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფნა: კაცი უჩნსო ვით ნადირსა ოდენ ჴელი მხეცთა თანა: იარების მინდორს ტირსა

677. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო: ჩემგან ვით გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული: აღარა მოეწონების თვალნი მჭვრეტელი ვით მზისა: ციაგსა დაეღონების ვარდი და ქნილა ზაფრანად: აწ ია შეიკონების

678. წვრილად ჰკადრა რა იცოდა: რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხსა წავარნა და: ქვაბი აქუსო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად: სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვაი სოფელმან სოფელს მყოფი: ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

679. ქალსა რა ესმა ამბავი: მიხვდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთვარისა: ვით ნათლად ნავანებისა იტყვის რა უთხრა პასუხი: მას სათნებლისა თნებისა რაა წამალი მისისა: წყლულისა განკურნებისა

680. ყმა ეტყვის ვის აქუს მინდობა: კაცისა მამცქაფავისა მან ჩემთვის დაწვა თავისი: დადვა არ დასაწვავისა დრო დამიც ჩემგან მისულისა: მითქვამს დადება თავისა მზე შემიფიცავს თავისა: ჩემგან მზედ სახედავისა

681. ხამს მოყვარე მოყვრისათვის: თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის: სიყვარული გზად და ხიდად კვლავ მიჯნურსა მიჯნურისა: ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქვსმცა უმისოსა: ლხინი არმად თავი ფლიდად

682. მზე ეტყვის მამხვდა ყოველი: ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხველ მშვიდობით: მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზრდა სიყვარულისა: გაქვს ჩემგან დანერგულისა ვპჰოვე წამალი გულისა: აქამდის დადაგულისა