... (H-66), 1832 წ.

683. საწუთრო კაცსა ყოველსა: ვითა ტაროსი უხდების ზოგჯერ მზე და ოდესმე: ცა რისხვით მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩემზედა: აწ ესე ლხინად უხდების რადგან შვება აქვს სოფელსა: თვით რად ვინ შეუწუხდების

684. შენ არ გატეხა კარგი გჭირს: ზენაარისა ფიცისა ხამს გასრულება მოყურისა: სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა: ცოდნა ხამს უიცისა ჩემი თქვი რა ვქმნა ბნელ ქმნილმან: მზე მამეფაროს მე ცისა

685. ყმამან ჰკადრა სიახლითა: შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა: გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყვარული: ქვეით კოცნა მზისა წვერსა თუ გიახლო ერთხელ ვაჲ და: რა მოგშორდე ათასჯერ ვა

686. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა: სადა გლახ დამწვავს სამალი გული ძეს საგნად ისრისა: მესვრის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისა: დღისითღა ჩანს ნასამალი ფარვა მწადს მაგრა გარდახდა: ჟამი პატიჟთა სამალი

687. მესმა თქვენი ნაუბარი: გავიგონე რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს: ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრა მზეო თავი მზესა: ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო: ნიშანი რა წამატანე

688. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული: სიკეთისა ჴელის მხდელი ამა ზედა ეუბნების: ვით გაზრდილსა ამომზრდელი ქალმან მისცა მარგალიტი: სრულ ქმნა მისი საწადელი ღ~თნ ქნა და გაუსრულდეს: ლხინი ესე აწინდელი

689. რა სჯობს რა კაცმან გიშერი: ბროლ ლალსა თანა ახიოს ანუ ბაღს ალვა საროსა: ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭვრეტელსა ალხინოს: ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს ვაი მოყვარისა გაყრილსა: ახიო ეყოს ახი ოს

690. მათ მიხვდა ლხინი ყოველი: ერთმანერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი: მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა: ზღვისაცა მეტის მეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი: ვაჲ სისხლთა ჩემთა ხვრეტითა

691. ყმა წავიდა სევდიანი: მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა: აატირებს გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის: მზე ხმელეთსა დააჩრდილებს მის მოყვრისა მოშორება: კვლავ აჩრდილებს არ ადილებს

692. სისხლმან ცრემლმან გარევით: ღაწვი ქნის ღარად და ღარად იტყვის მზე ჩემგან თავისა: კმა დასადებლად აღარა მიკვირს თუ გული ალმასი: შავმან წამწამმან დაღარად ვირე ვნახვიდე სოფელო: მინდი სალხინოდ აღარად

693. ვინ უწინ ედემს ნაზარდი: ალვა რგმით მორწყო მახია დღეს საწუთრომან ლახვარსა: მიმცა დანასა მახია დღეს გული ცეცხლით უშრეტსა: დაბმით დამიბა მახია აწყა ვსცან საქმე სოფლისა: ზღაპარია და ჩმახია

694. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს: ათრთოლებს და აწამწამებს გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით: მიხრის ტანსა მიახარებს საყვარლისა სიახლესა: მოშორვება გაამწარებს ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა: ასუდარებს აზეწარებს

695. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა: ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრა ახლავს გონებითა: საყვარელსა არ მოსწყდების ვით მწვანვილსა თრთვილისაგან: პირსა ფერი მოაკლდების ვხედავთ ვარდსა უმზეობა: როგორ ადრე დააჩნდების

696. გული კრულია კაცისა: ხარბი და გაუძღომელი გული ჟამ ჟამად ყოველთა: ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა: თვით ვერას ვერ გამზომელი ვერცა პატრონობს სიკვდილი: ვერცა მეფეა რომელი

697. რა გულსა უთხრა გულისა: სიტყვანი საგულისონი მან მარგალიტი მოიხვნა: მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამი: მათ კბილთა შესატყვისონი პირსა დაიდვა აკოცა: ცრემლი სდის ვითა ბისონი

698. რა გათენდა კაცი მივა: მომკითხავი დარბაზს მხმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი: [..............................................] ერთმანერთსა ეჯავრვიან: დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა: მოეკაზმა დაბდაბ ნობი

699. მეფე შეჯდა მაშინდელი: ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოს დაბდაბთა ცემისაგან: ყურთა სიტყვა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს: ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღეს მათგან დანაღვარი: სისხლი ველთა მოესხმოდა

700. ინადირეს შემოიქცეს: მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანეს დიდებულნი: თავადნი და სპანი სრულნი დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი: საჯდომნი და სრანი სრულნი ჴმასა სცემს ჩანგი ჩაღანასა: მომღერალნი იყვნეს სრულნი

701. ყმა ახლოს უჯდა მეფესა: ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი: და კბილთა ელვა ჰკრთებოდა ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს: შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელოდ ჴსენება: არვისგან იკადრებოდა

702. ყმა მივიდა გულმოკლული: ცრემლი ველთა მოედინა მართ მისივე სიყვარული: უარებდის თვალთა წინა ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის: ხელსა რადმცა დაეძინა რაცა აჯა დათმობისა: გულმან ვისმცა მოუსმინა