... (Q-609), XIX ს.

683. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა: ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების: მაგრა ახლავს გონებითა: საყუარელსა არ მოსწყდების: ვით მწვანვილსა თრთვილისაგან: პირსა ფერი მოაკლდების: ხედავთ ვარდსა უმზეობა: როგორ ადრე დააჩნდების:

684. გული კრულია კაცისა: ხარბი და გაუძღომელი: გული ჟამ ჟამად ყოველთა: ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი: გული ბრმა ურჩი ხედვისა: თვით ვერას ვერ გამზომელი: ვერცა პატრონობს სიკუდილი: ვერცა მეფეა რომელი:

685. რა გულსა უთხრა გულისა: სიტყვანი საგულისონი: მან მარგალიტი მოიხვნა: მის მზისა სამეყვისონი: მის მზისა მკლავსა ნაბამი: მათ კბილთა შესატყვისონი: პირსა დაიდვა აკოცა: ცრემლი სდის ვითა ბისონი:

686. რა გათენდა კაცი მივა: მომკითხავი დარბაზს მჴმობი: ყმა წავიდა ლაღი ნაზი: ნაღვიძები ძილ ნაკრთობი: ერთმანერთსა ეჯავრვიან: დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი: მეფე მინდორს ეკაზმოდა: მოეკაზმა დაბდაბ ნობი:

687. მეფე შეჯდა მაშინდელი:ზარი აწმცა ვით ითქმოდა: ქოს დაბდაბთა ცემისაგან: ყურთა სიტყვა არ ისმოდა: მზესა ქორნი აბნელებდეს: ძაღლთა რბოლა მიდამოდა: მას დღეს მათგან დანაღვარი: სისხლი ველთა მოესხმოდა:

688. ინადირეს შემოიქცეს: მხიარულნი მინდორს რულნი: შეიტანეს დიდებულნი: თავადნი და სპანი სრულნი: დაჯდა დახუდეს მოკაზმულნი: საჯდომნი და სრანი სრულნი: ჴმას სცემს ჩანგი ჩაღანასა: მომღერალნი იყუნეს სრულნი:

689. ყმა ახლოს უჯდა მეფესა: ჰკითხვიდა ეუბნებოდა: ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი: და კბილთა ელვა ჰკრთებოდა: ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს: შორს ჯარი დაიჯრებოდა: უტარიელოდ ხსენება: არვისგან იკადრებოდა:

690. ყმა მივიდა გულმოკლული: ცრემლი ველთა მოედინა: მართ მისივე სიყვარული: უარებდის თვალთა წინა: ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის: ხელსა რადმცა დაეძინა: რაცა აჯა დათმობისა: გულმან ვისმცა მოუსმინა:

691. წევს იტყჳს გულსა სალხინო: რამცაღა დაუსახეო: მოგშორდი ედემს ნაზარდო: ლერწამო და ხეო: შენთა მჭურეტელთა ნიშატო: ვერ მჭვრეტთა სავაგლახეო: ცხადად ნახვას არა ღირს ვარ: ნეტარმცა სიზმრად გნახეო:

692. ამას მოსთქმიდის ტირილით: ცრემლისა დასაღვაროთა: კულავ გულსა ეტყვის დათმობა: ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა: არ დაჰუთმოთ რა ვჰქნათ სევდასა: მითხარ რა მოუგვაროთა: თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან: ჭირნიცა შევიწყნაროთა:

693. კვლავ იტყვის გულო რაზდენცა: გაქუს სიკუდილისა წადება: სჯობს სიცოცხლისა გაძლება: მისთვის თავისა დადება: მაგრა დამალე არ გაჩნდეს: შენი ცეცხლისა კულა დება: ავად შეჰფერობს მიჯნურსა: მიჯნურობისა ცხადება:

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა:

694. რა გათენდა შეეკაზმა: ყმა გავიდა ადრე გარე: იტყვის ნეტარ მიჯნურობა: არ დამაჩნდეს დაცავფარე: დათმობასა ეაჯების: გულსა შენ რა მოუგვარე: ცხენსა შეჯდა წამოვიდა: ვეზირისა სახლსა მთვარე:

695. ვაზირმან ცნა გაეგება: ჩემსა მზეა ამოსრული: ამას თურმე მახარებდა: დღეს ნიშანი სახარული: მიეგება თაყვანისცა: ჰკადრა სრულსა ქება სრული: ხამს სტუმარი სასურველი: მასპინძელი მხიარული:

696. ყრმა გარდასვა მასპინძელმან: არ ღაფალმან ავმან უქმან: ფერხთა ქუეშე ხატაურსა: უფენენ და მიწად უქმან: ყმამან სახლი განანათლნა: ვით სამყარო მზისა შუქმან: თქვეს სურნელი სული ვარდთა: დღეს მოგუბერნა ქვენამ ბუქმან:

697. დაჯდა მისთა შემხედველთა: გული მათი მართლად ხელეს: მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა: თავისათვის ისახელეს: სულთქმა ბევრი აათასეს: აღარა თუ აერთხელეს: გაყრა ბრძანეს გაიყარნეს: ჯალაბობა გაათხელეს:

698. რა ჯალაბი გაიყარა: ყმა ვეზირსა ეუბნების: ეტყვის შენი დამალული: დარბაზს არა არ იქნების: რაცა გწადდეს საურავი: მეფე იქს და შენ გეთნების: გაიგონე ჭირი ჩემნი: მკურნე რაცა მეკურნების:

699. მის ყმისა ცეცხლი მედების: წვა მჭირს მისისა მწველისა: მკლავს სურვილი და ვერ ნახვა: ჩემისა სასურველისა: მას ჩემთვის სულნი არ შურდეს: შეზღვა ხამს შეუზღველისა: ხამს სიყუარული მოყურისა: უხვისა უშურველისა:

700. მისი ნახვა გულსა ჩემსა: ვითა ბადე დაებადა: მუნვე დარჩა დათმობაცა: მასთანავე დაება და: რადგან დასწვავს მუახლეთა: ღ~თსა მზედცა დაებადა: მერმე ასმათ ჩემთვის დისა: უფრო დადცა დაებადა:

701. ოდეს წამოველ შევჰფიცე: ფიცითა საშინელითა: კულავ მოვალ გნახავ პირითა: არ მტერთა საწუნელითა: შენსა მე ვეძებ ნათელსა: შენ ხარ გულითა ხელითა: ჟამია ჩემგან წასულისა: ვიწვი ცეცხლითა ცხელითა: