... (Q-609), XIX ს.

663. მუნ სარო მგზავსი ვარდისა: ვნახე მისჭირდა მინები: იტყვის დავკარგე ბროლი და: სადა რთავს ბროლსა მინები: მით ვიწვი რათგან ჩემებრვე: ცეცხლი სწვავს მოუთმინები: მერმე კულავ კადრა ამბავი: მან მისგან მონასმინები:

664. სიარულსა მისგან ძებნად: სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა: მერმე ჰკადრა საწადლისა: ღ~თმან პოვნა ვით აღირსა: საწუთრო და სოფელს ყოფა: კაცი უჩნსო ვით ნადირსა: ოდენ ხელი მჴეცთა თანა: იარების მინდორს ტირსა:

665. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო: ჩემგან რა გაგეგონების: მისსა მნახავსა ნახული: აღარა მოეწონების: თვალნი მჭვრეტელი ვით მზისა: ციაგსა დაეღონების: ვარდი რა ჰქნილა ზაფრანად: აწ ია შეიკონების:

666. წვრილად ჰკადრა რა იცოდა: რა ნახული რა ნასმენად: ვითა ვეფხსა წავარნა და: ქუაბი აქუსო სახლად მენად: ქალი ახლავს სასურველად: სულთა დგმად და ჭირთა თმენად: ვაი სოფელმან სოფელს მყოფი: ყოვლი დასვა ცრემლთა დენად:

667. ქალსა რა ესმა ამბავი: მიხვდა წადილი ნებისა: განათლდა პირი მთვარისა: ვით ნათლად ნავანებისა: იტყვის რა უთხრა პასუხი: მას სათნებლისა თნებისა: რაა წამალი მისისა: წყლულისა განკურნებისა:

668. ყმა ეტყჳს ვის აქუს მინდობა: კაცისა მამცქაფავისა: მან ჩემთვის დაწუა თავისი: დადვა არ დასაწვავისა: დრო დამიც ჩემგან მისულისა: მითქუმს დადება თავისა: მზე შემიფიცავს თავისა: ჩემგან მზედ სახედავისა:

669. ხამს მოყვარე მოყვრისათვის: თავი ჭირსა არ დამრიდად: გული მისცეს გულისათვის: სიყვარული გზად და ხიდად: კულავ მიჯნურსა მიჯნურისა: ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად: აჰა მაქუსმცა უმისოსა: ლხინი არმად თავი ფლიდად:

670. მზე ეტყვის მამხვდა ყოველი: ჩემი წადილი გულისა: პირველ შენ მოხველ მშვიდობით: მპოვნელი დაკარგულისა: მერმე ზრდა სიყუარულისა: გაქვს ჩემგან დანერგულისა: ვპჰოვე წამალი გულისა: აქამდის დადაგულისა:

671. საწუთრო კაცსა ყოველსა: ვითა ტაროსი უხუდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე: ცა რისხვით მოუქუხდების: აქამდის ჭირი ჩემზედა: აწ ესე ლხინად უხვდების: რადგან შვება აქვს სოფელსა: თვით რად ვინ შეუწუხდების:

672. შენ არ გატეხა კარგი გჭირს: ზენაარისა ფიცისა: ჴამს გასრულება მოყურისა: სიყვარულისა მტკიცისა: ძებნა წამლისა მისისა: ცოდნა ხამს უიიცისა: ჩემი თქვი რა ვქმნა ბნელ ქმნილმან: მზე მამეფაროს მე ცისა:

673. ყმამან კადრა სიახლითა: შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა: ცუდი არის დამზრალისა: გასათბობლად წყლისა ბერვა: ცუდი არის სიყვარული: ქუეით კოცნა მზისა წვერვა: თუ გიახლო ერთხელ ვა და: რა მოგშორდე ათასჯერ ვა:

674. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა: სადა გლახ დამწვავს სამალი: გული ძეს საგნად ისრისა: მესურის საკრავად სამალი: დრო სიცოცხლისა ჩემისა: დღისითღა ჩანს ნაასამალი: ფარვა მწადს მაგრა გარდახდა: ჟამი პატიჟთა სამალი:

675. მესმა თქვენი ნაუბარი: გავიგონე: რაცა ბრძანე: ვარდსა ქაცვი მოაპოვებს: ეკალთამცა რად ვეფხანე: მაგრა მზეო თავი მზესა: ჩემთვის სრულად დააგვანე: სიცოცხლისა საიმედო: ნიშანი რა წამატანე:

676. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული: სიკეთისა ჴელის მჴდელი: ამას ზედა ეუბნების ვით: გაზრდილსა ამო მზრდელი: ქალმან მისცა მარგალიტი: სრულ ქმნა მისი საწადელი: ღ~თნ ქნა და გაუსრულდეს: ლხინი ესე აწინდელი:

677. რა სჯობს რა კაცმან გიშერი: ბროლ ლალსა თანა ახიოს: ანუ ბაღს ალვა საროსა: ახლოს რგოს მორწყოს ახიოს: მისსა მჭვრეტელსა ალხინოს: ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს: ვაი მოყურისა გაყრილსა: ახიო ეყოს ახი ოს:

678. მათ მიხვდა ლხინი ყოველი: ერთმანერთისა ჭვრეტითა: ყმა წამოვიდა გაყრილი: მიუა გულითა რეტითა: მზე ტირს სისხლისა ცრემლითა: ზღვისაცა მეტის მეტითა: იტყვის ვერ გაძღა სოფელი: ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა:

679. ყმა წავიდა სევდიანი: მკერდსა იცემს ამად ილებს: რომე კაცსა მიჯნურობა: ატირებს და გააფლიდებს: რა ღრუბელი მიეფარვის: მზე ჴმელეთსა დააჩრდილებს: მის მოყვრისა მოშორება: კულავ აჩრდილებს არ ადილებს:

680. სისხლმან და ცრემლმან გარევით: ღაწვი ქნის ღარად და ღარად: იტყვის მზე ჩემგან თავისა: კმა დასადებლად აღარ: მიკვირს თუ გული ალმასი: შავმან წამწამმან დაღა რად ად: ვირე ვნახვიდე სოფელო: მინდი სალხინოდ აღარად:

681. ვინ უწინ ედემს ნაზარდი: ალვა რგვით მორწყო მახია: დღეს საწუთრომან ლახვარსა: მიმცა დანასა მახია: აწ გული ცეცხლით ამივსებს: დაბმით დამაბა მახია: აწყო ვცან საქმე სოფლისა: ზღაპარია და ჩმახია:

682. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს: ათრთოლებს და აწანწარებს: გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით: მიხრის ტანსა მიახარებს: საყვარლისა სიახლესა: მოშორვება გაამწარებს: ვაჲ საწუთრო ბოლოდ თავსა: ასუდარებს აზეწარებს: