... (H-403), 1818 წ.

663. ავთანდილცა მასვე თანა: ტიროდა და ცრემლი ღვარნა჻ რა გათენდა წამოვიდა: აკოცა და გაეყარა჻ ტარიელს თუ ვით ეწყინა: რა ქმნას ამას ვერ მიმხუდარა჻ ავთანდილცა ჩატიროდა: შამბი შიგან ჩაიარა჻

664. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა: ზენარით ეუბნებოდა჻ მუხლთა უყრიდა ტიროდა: თითითა ეხვეწებოდა჻ ადრე მოსლვასა ვედრებდა: მართ ვითა ია ჭნებოდა჻ მან უთხრა: დაო უთქვენოდ: სხვა რამცა მეგონებოდა჻

665. ადრე მოვალ არ გაგწირავ: არას დავზამ შინა ხანსა჻ ოდენ სხვაგან არ წავიდეს: ნურსად არებს იმა ტანსა჻ აქათ ორ თვე არ მოვიდე: ვიქ საქმესა დაუგვანსა჻ შეიგენით მივცემივარ: ჭირსა რასმე თანისთანსა჻

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა჻

666. იგი მუნით წამოსრული: სევდამანცა განა მოკლა჻ პირსა იხოჭს ვარდსა აპობს: ჴელი მისი გაამხოკლა჻ სისხლსა მისგან დადენილსა: მჴეცი ყოვლმან გაამლოკლა჻ მისმან ფიცხლად სიარულმან: შარა გრძელი შეამოკლა჻

667. მუნ მივიდა სადა იგი: მისნი სპანი დაეყარნეს჻ ნახეს იცნეს რაგვარაცა: მართებს ისრე გაეხარნეს჻ შერმანდისცა ახარებდეს: ფიცხლად კაცთა თავნი არნეს჻ მოვიდაო აქამდისი: ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს჻

668. გაეგება მოეხვია: ზედან დახვდა პირი ჴელსა჻ აკოცებდეს სიხარულით: ცრემლთა მღვრელი ველთა მსვრელსა჻ ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო: ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა჻ მე ვით ღირს ვარ ამას რომე: თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა჻

669. ყმამან მდაბლად მოიკითხა: ზედან დასდვა პირი პირსა჻ უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ: შენ თუ ჭირი არა გჭირსა჻ დიდებულთა თაყვანისცეს: აკოცებდეს ვინცა ღირსა჻ ზარსა სცემდეს უხაროდა: უფროსა თუ უნდა მცირსა჻

670. მოვიდეს სადა სამყოფლად: სახლი დგა მუნ აგებული჻ მოვიდა ნახვად ყოველი: მის ქალაქისა კრებული჻ მაშინვე დაჯდა ნადიმად: მორჭმული ლაღი შვებული჻ ენა მის დღისა შვებასა: ყოლა ვერ იტყვის კლებული჻

671. შერმადინს უთხრა უამბო: ყოველი მისგან ნახული჻ ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა: მისგანვე მზედ დასახული჻ ავთანდილს ცრემლი უყოფდა: უბნობდა თვალ დაფახული჻ უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს: ჩემთვის დარბაზი და ხული჻

672. მუნ ამბავი შინაური: ყველაკაი მოახსენა჻ შენი წასვლა არვინ იცის: რაცა მითხარ აგრე ვჰქენა჻ მას დღე მუნით არ წავიდა: ინადიმა გაისვენა჻ ცისკრად შეჯდა გაემართა: დღე რა მზემან გაათენა჻

673. არცაღა დაჯდა ნადიმად: არცაღა კვლავ ხალვათისა჻ შერმადინ მახარობელი: წავა მისლვისა მათისა჻ ფიცხლად წავიდა სავალი: სამ დღე ვლო დღისა ათისა჻ მას ლომსა ნახვა უხარის: მის მზისა მეკამათისა჻

674. შესთავლა მეფე უკადრი: ხარმცა მორჭმით და დიდობით჻ ამა საქმესა ვიკადრებ: შიშით კრძალვით და რიდობით჻ მის ყმისა ვერას ვერ მცნობი: უჴმობდი თავსა ფლიდობით჻ აწ ვჰსცან და გაცნევ ყუელასა: მოვალ შვებით და მშვიდობით჻

675. როსტევან მეფე უკადრი: მორჭმული შეუპოველი჻ შერმადინ მოციქულობა: თვით მოახსენა ყოველი჻ ავთანდილ მოვა წინაშე: მის ყმისა ვისმე მპოელი჻ ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან: სააჯო და სათხოელი჻

676. თინათინს ჰკადრა შერმადინ: ნათელსა მას უღამოსა჻ ავთანდილ მოვა წინაშე: გკადრებს ამბავსა ამოსა჻ იგი მით აკრთთობს ელვასა: მზისაცა უთამამოსა჻ მას საბოძვარი უბოძა: მისი ყველაი დამოსა჻

677. მეფე შეჯდა გაეგება: ყმასა მუნით მამავალსა჻ ამას პირ მზე მეფისაგან: ივალებდა დიდსა ვალსა჻ მიეგება მოეგება: მხიარული გულ მხურვალსა჻ დიდებულთა ჯარისაგან: ზოგნი გვანდა ვითა მთრვალსა჻

678. რა მიიახლა გარდახდა: ყმამ თაყვანისცა მეფესა჻ აკოცა როსტენ მიმხვდარმან: ნიშატთა სიიეფესა჻ გულ მხიარულნი შვებულნი: მივლენ დარბაზსა სეფესა჻ მის ყმისა მოსლვა უხარის: ყოველსა მუნ მეკრეფესა჻

679. მას ავთანდილ თაყუანისცა: ლომთა ლომმან მზეთა მზესა჻ მუნ ბროლი და ვარდ გიშერი: გაეტურფა სინაზესა჻ პირი მისი უნათლეა: სინათლისა ზესთა ზესა჻ სახლ სამყოფი არა მართებს: ცამცა გაიდარბაზესა჻

680. მას დღე დასხდეს ნადიმობად: გაამრავლეს სმა და ჭამა჻ ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს: ვითა შვილსა ტკბილი მამა჻ მათ ორთავე აშვენებდა: ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა჻ უხვად გასცეს საბოძვარი: მარგალიტი ვითა დრამა჻

681. სმა გარდახდა თავის თავის: გაიყარნეს მსმელნი შინა჻ დიდებულნი არ გაუშვეს: ყმა დაისვეს ახლოს წინა჻ მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს: რაცა ჭირი დაეთმინა჻ მერმე მისსა უცნობოსა: რა ენახა რა ესმინა჻