... (H-302), 1803 წ.

664. მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულნიმცა შენნი ჰკუდების, შემოვიქცე შენი ჩემგან, ვალი კარგად გარდიჴდების, პატრონისა სამსახური, არა ოდეს არ წახდების-

665. ესე ესმა ცრემლი ცხელი, შერმადინსა თუალთა სდინდი, მოახსენა მარტოობით, ჭირსა რადმცა შეუშინდი, მაგრამ რა ვჰქმნა უშენომან, დამეცემის გულსა ბინდი, წამიტანე სამსახურად, მოგეჴმარვი რაცა გინდი-

666. ვის ასმია მარტოსაგან, ღარიბობა ეგზომ დიდი, ვის ასმია პატრონისა, ჭირსა შიგან ყმისა რიდი, დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქნები აქა ფლიდი, ყმამან უთხრა ვერ წაგიტან, რაზომსაცა ცრემლსა ჰღურიდი-

667. შენგან ჩემი სიყუარული, ვითამც არა დამეჯერა, მაგრამ საქმე არ მოჴდების, ჟამი ასრე დამემტერა, ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინც ეფერა, გული დადევ დაიჯერე, ვერ წაგიტან ვერა ვერა-

668. თუ მიჯნური ვარ ერთი ვჰჴამ, ხელი მინდორთა მე რებად, ჴამს მარტო იყოს მიჯნური, და ცრემლნი სისხლის ფერებად, იგი ჰყუჱს მარად მოყუასად, იგ უჩნდეს ბედნიერებად, ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კულა შეჯერებად-

669. რა მოგშორდე მახსენებდი, სიყუარული ჩემი გქონდეს, არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მამიმონდეს, ჴამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს, მჰძულს რომ კაცსა სააუგო, საქმე არა არ შესწონდეს-

670. მე იგი ვარ ვინ სოფელსა, არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად, ვის სიკუდილი მოყურისათვის, თამაშად და მიჩანს მღერად, ჩემსა მზესა დავეთხოვე, გაუშვივარ დაჰსვდგე მე რად, თუ მას დავჰსთმობ სახლსა ჩემსა, ვეღარ დავჰსთმობ ვისა მე რად-

671. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა, შენ შეგვედრებ დაგიჭიროს, ვით შეგფერობს ჩემსა ზრდილსა, მოვჰკუდე თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქ ბნელსა, ამაზედა იტირებდი, დაიდებდი თუალთა მილსა-

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა

672. დაჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად, ჱე მეფეო გავიპარე, ძებნად ჩემგან საძებრისად, ვერ დავდგები შეუყრელად, ჩემთა ცრემლთა მამდებრისად, შემინდევ და წამატანე, მოწყალება ღ~თაებრისად-

673. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ, ამა ჩემსა გაზრახულსა, კაცი ბრძენი ვერ გაჰსწირავს, მოყუარესა მოყუარულსა, მე სიტყუასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა, სიცრუჱ და ორ პირობა, ავნებს ჴორცსა მერმე სულსა-

674. რადგან თავი სიცრუვეა, ყოვლისა უბადობისა, მე რად გავჰსწირო მოყუარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა, არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს, ფილასოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლიდით მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა-

675. წაგიკითხავს სიყვარულსა, მოციქულნი რაგვარ სწერენ, ვით იტყვიან ვით აქებენ, ცან ცნობანი მიაფერენ, სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანი ამას ჟღერენ, შენ არ ჯერხარ უსწავლელნი, კაცნი რადმცა შევაჯერენ-

676. ვინ დამბადა შეძლებაცა, მანუჱ მამცა მძლევად მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი, შემწე ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზუარი დაუსაზღურებს, ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად, იგი გახდის წამი ყოფით, ერთსა ასად ასსა ერთად-

677. რაცა ღ~თსა არა ჰსწადდეს, არა საქმე არ იქნების, მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი, ია ჴმების ვარდი ჭკნების, თუალთა ტურფა საჭვრეტელი, ყველა რამე ეშვიდნების, მე ვით გავჰსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით გეთნების-

678. რაზომცა ჰსწყრები შემინდევ, შეცულა თქვენისა მცნებისა, ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა, მე მაგისისა თნებისა, აწ წასულა იყო წამალი, ჩემთა სახმილთა გზნებისა, სადა გინდ ვიყო რა მჰგამა, ყოფაცა მქონდეს ნებისა-

679. არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა, არ გარდავა გარდუვალად, მომავალი საქმე ზენა, წესი არის მამათაგან, მოჭირვება ჭირთა თმენა, არვის ძალუც ჴორციელსა, განგებისა გარდავლენა-

680. რაცა ღ~თსა გაუგია, თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამჴდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად, თქვენვე გნახნე მხიარულნი, დიდებით და დოვლათ მრავლად, მას რა ვარგო დიდებად და, კმარის ესე ჩემთვის დავლად-

681. მეფეო ესე თათბირი, მამკალ ვინ დამიწუნოსა, მეფეო ნუთუ წასულამან, თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა, ვერ ვეცრუები ვერ უზამ, საქმესა საძაბუნოსა, პირის პირ მარცხუჱნს ორნივე, მივალთ მას საუკუნოსა-

682. არ დავიწყება მოყურისა, აროდეს გვიზამს ზიანსა, ვგმობ კაცსა უაუგოსა, ცრუსა და ღალატიანსა, ვერა ვერ ვუტეხ პირობას,მას ჴელმწიფესა სვიანსა, რა უარია მამაცსა, სულ დიდსა წასულა გუიანსა-