.... (H-1759), XIX ს.

681. ესე აარაკი მართალი, ჩინს ქვასა ზედა სწერია ვინ მოყუარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინა, ვერ ვარდი გვანდის ვერ ია თუღა მონახავ მონახე, ქენ რაცა შენი ფერია

682. ყმამან უთხრა უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად მაგრამ გაბჭევ რა მიქნია, სამსახური ტყუესა ტყუისად გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად

683. ბროლ სადაფნი მარგალიტსა, ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვიახელ, ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსვლითა, ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ ნაცვლად მათად წყალობათა, მათნი გულნი შევაურვენ

684. პატრონი ჩემი გამზრდელი, ღ~თსაგან დიდად ცხოველი მშობლური ტკბილი მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი მას უორგულე წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი მისი შემცოდე ღ~თისაგან, კარგსა არაღას მოველი

685. ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო ბედითა მისითა არ უტყუვე და მოვსულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდ მაშვრალი და მტირალი, ქვე ვზი პირითა მქისითა

686. დაო მეტსა საუბარსა, აღარ მამცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავაადრო წავალ ვძებე ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო თვარამ ბედი აზომ თურმე, მიკვეთს ღ~თსა რაღა ვკადრო

687. ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა, შამბი გავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა, ბედსა ამას უზრახვიდა

688. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე, შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყუარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა მოვჰკვდე თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი

689. მოყვარემან ვარდის კონა, გულსა მკრა და დამიწყლულა იგი ფიცი ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროვო, ჩემი ლხინი გარდასრულა სხვა მოყუარე თვალსა ჩემსა, გაკიცხულა გაბასრულა

690. კულავ იტყვის მიკვირს ნაღველი, კაცისა მე ჭკვიანისა რა ჭმუნვარებდეს რას არგებს, ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა, საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა, მის მზისა ლერწამ-ტანისა

691. ყმა გაემართა საძებრად, მტირალი ცრემლთა მფქვეველი ეძებს უძახის უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდი მოვლო მრავალი, ჴევი შამბნარი ტყე ველი ვერ პოვა მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი

692. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე რად შემასწარ ამა ბედსა, ჩემსა რა სასჯელი მამივლინე გამკითხველო გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე დაამოკლე დღენი ჩემნი, ჭირნი ჩემი გამილხინე

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცა

693. მივიდოდა მიუბნობდა, ყმა მტირალი ფერ შეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან ჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა, დგა სადავე უკუყრილი თქვა უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი

694. რა შეხედა ყმასა გულმან, გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა, უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა

695. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკუდილისა, ჯდა და პირი დაებღნიჯა საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა

696. ერთკენ უც ლომი მოკლული, და ხრმალი სისხლ მოცხებული კვლავ სხვაგან ვეფხი უსულო, მკუდარი ქუე დანარცხებული მას წყაროსაებრ თვალთაგან, ცრემლი სდის გაფიცხებული მუნ ეგრე გულსა უნთებდა, ცეცხლი მცხინვარე ცხებული

697. თვალთა ახმადცა ზარ ედვა, სრულად მიხდოდა ცნობასა ყმა სახელდებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა მიახლებოდა სიკუდილსა, მოშორვებოდა ნობასა ვეღარ ასმინა გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა

698. ჴელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა ახლოს უზის და უყივის, მართ სახელდობით სახელსა ეტყჳს ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა მას არა დია შეესმის, რეტსა თვალ დაუფახველსა